თსუ-ს Flashmob

სულ რამდენიმე კვირაა, რაც ტელეკომპანია ”იმედმა” საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ახალ პროექტში ჩართო. გადაცემას ”ფლეშმობ შოუ” ჰქვია და, შესაბამისად, უნივერსტეტები ერთმანეთს ფლეშმობებით ეჯიბრებიან. საუკეთესოს მაყურებელი ავლენს sms-ების მეშვეობით. თუმცა, რატომღაც, ყოველთვის მგონია, რომ ასეთ კონკურსებში მაყურებლები კი არა, ისევ და ისევ მონაწილეები და მათი ნაცნობ-მეგობრები ამესიჯებენ ხოლმე. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა…

სხვა უნივერსტეტებთან ერთად ”ფლეშმობ შოუში” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთო. პირველ რიგში, ძალიან გამიკვირდა ის ფაქტი, რომ მათ მიერ დადგმულ ფლეშმობში სულ რამდენიმე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა (მე დაახლოებით 15-20 კაცი დავთვალე) და ეს მაშინ, როდესაც თსუ-ში ათასობით სტუდენტი სწავლობს. ჩემი აზრით, ასეთი რესურსის გამოუყენებლობა სისულელეა, რადგან მასშტაბურობა ფლეშმობს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

თსუ-ს ფლეშმობმა კი არანაირი ოვაცია არ გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ მათ მიერ არჩეული ლიდერის, სამური ბალდეს მიმართ მე სიმპათიით ვარ განწყობილი, მისი გამოსვლაც ძალიან უფერული მომეჩვენა.

საერთოდ, ვერ მივხვდი, რის საფუძველზე შეირჩა ეს ჯგუფი ფლეშმობის ჩასატარებლად? ჩვენს უნივერსტეტს 11 კორპუსი აქვს, ის არ არის პატარა, 300 და 400 კაციანი სასწავლებელი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. მაინტერესებს რატომ არ გამოცხადდა ინფორმაცია ამ შოუს შესახებ მთელს უნივერსტეტში? რატომ არ ჩატარდა კასტინგი?

დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი ფლეშმობი დაიდგმებოდა, ვიდრე სავაჭრო ცენტრში ტამტამების ფონზე ქოთნის ყვავილების შეტანაა… და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი, სადაც 20 000-მდე სტუდენტი სწავლობს, ჯამში შემოსული 8 000 ხმის 13%-ზე გაცილებით მეტს მიიღებდა…

Advertisements

2 thoughts on “თსუ-ს Flashmob

  1. არ მომეწონა თსუ-ს ფლეშმობი, და მგონი ყველაზე კარგი ამ ეტაპზე კავკასიის უნივერსიტეტს ჰქონდა : )

  2. ჩემი ფავორიტიც ეგაა.. მიუხედავა იმისა, რომ ძალიან ბანალური იდეა იყო და, ალბათ, პირველი ყველას ცეკვის დადგმა მოაფიქრდებოდა, მაინც ეფექტური გამოვიდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s