გადავსებული აუდიტორიები

მართალია, იშვიათად ვწერ, მაგრამ ვცდილობ ჩემს პოსტებში იმ პრობლემებს შევეხო, რომელთა მოგვარებაც ძნელი სულაც არ არის… უბრალოდ, რატომღაც არავის უნდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. დღეს მინდა ვისაუბრო გადაჭედილი აუდიტორიების შესახებ. არ ვიცი, ამ მხრივ რა სიტუაციაა სხვა ფაკულტეტებზე, ამიტომ მე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტების გასაჭირზე გიამბობთ (და შევეცდებო, რამდენიმე დღეში ფოტომასალაც ავტვირთო)…

როგორც იცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი ყოველწლიურად ათასობით სტუდენტს იღებს. ჩვენს ფაკულტეტზე 700მდე აბიტურიენტი აბარებს ხოლმე. წესით, ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან 11 კორპუსი ნამდვილად იძლევა ჯამში 20 000 სტუდენტის თავისუფლად დატევის საშუალებას. ამის მიუხედავად, ხშირად გვიტარდება ისეთი ლექციები, სადაც საუკეთესო შემთხვევაში ერთ მერხზე 3-4 კაცს ერთად გვიწევს ჯდომა, უფრო უარესსში კი პირდაპირ იატაკზე ვთავსდებით.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს სწავლის ხარისხზეც. როცა არაკომფორტულად ზიხარ, დაძაბული ხარ, რომ გვერდზე მჯდომი ზედმეტი მოძრაობებით არ შეაწუხო. დიდ აუდიტორიებში არის სმენადობის პრობლემაც. რადგან ბოლო რიგებში მიჭუჭყნულ სტუდენტებს ხშირად არ ესმით რას ლაპარაკობს ლექტორი (ეს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორიაში მიკროფონი არ დგას).

არ ვიცი, რატომ არის ასეთი ძნელი, დასხდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და შეადგინონ ნორმალური ცხრილები, განსაზღვრონ სტუდენტების ის მაქსიმალური რაოდენობა, რაც უნდა იყოს ლექციაზე. გაყონ ეს 100კაციანი ჯგუფები, 2-3 ნაწილად…

ამ შემთხვევაში ალბათ ლექტორებისათვის ხელფასის გაზრდა მოუწევთ (თუ მათი ჰონორარი სალექციო საათებზეა დამოკიდებული), მაგრამ, მგონი, დროა მოეშვან ჩვენი განათლების ხარჯზე ეკონომიის კეთებას.

Advertisements

2 thoughts on “გადავსებული აუდიტორიები

  1. 20.000-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს თსუ-ს. უბრალოდ ამდენი არ უნდა მიიღონ ხოლმე, + რამდენი უნივერსიტეტი შეუერთდა

    • ჰო, უფრო მეტი ეყოლებათ… 18 000 უწერიათ საიტზე, მე 20-მდე დავამრგვალე ))) მე რომ ვიყო ადმინისტრაციაში, საერთოდ სხვანაირად მოვაწყობდი )) წინასაარჩევნო დაპირებასავით ჟღერს, მაგრამ ეგრეა ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s