America’s next top model

 

ვერ ვიტყვი, რომ სამოდელო სფეროში დიდად ჩახედული ადამიანი ვარ, თუმცა ბოლო ხანებში ძალიან გამიტაცა ერთმა რიალითი შოუმ, რომელიც ზუსტად ამ თემატიკაზეა.

გადაცემის ავტორი და წამყვანი არის ტაირა ბენკსი. მისი სახელი პირველად ამ შოუდან გავიგე, არადა ძალიან პოპულარული მოდელი ყოფილა, რამდენიმე წლის წინ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზიც იყო.

მოკლედ, თავიდან ირჩევენ 12-15 გოგოს მთელი ამერიკის მასშტაბით და ამ გოგონების ცხოვრებაში იწყება აბსოლიტური სიგიჟე: გადაღებები, მოგზაურობები, ჩვენებები (ეს უკანასკნელი შედარებით იშვიათად)…

ყოველ კვირას ვარდება ერთი მათგანი, თუმცა ხანდახან ყოფილა რომ ორიც გაუგდიათ და, მგონი, პირიქითაც – ყველა დაუტოვებიათ.

ეხლა მე ვარ მეოთხე სეზონზე ანუ 2005 წელში. წინა სეზონის გამარჯვებული გახდა ევა მარსილი (Marcille), რომელიც პროექტის დაწყებისას ასე გამოიყურებოდა:

შემდეგ კი ნამდვილ ტოპმოდელად იქცა:

მართალია, ეხლა უკვე მეთვრამეტე სეზონი მიმდინარეობს და, დარწმუნებული ვარ, გაცილებით საინტერესო იქნება, მაგრამ არც მეოთხე სეზონია მოსაწყენი. უკვე თითქმის ბოლოში გავედი. მყავს ჩემი ფავორიტი, რომელიც წინასწარ ვიცი, გამარჯვებული არ გამხდარა (შემთხვევით შემეჭყიტა ვიკიპედიაზე :)), მაგრამ მაინც მას ვგულშემატკივრობ:

სხვათა შორის, რაც ამ შოუს ყურება დავიწყე, მეც მომინდა მოდელობა… ამერიკაში რომ მეცხოვრა, აუცილებლად ვცდიდი ბედს, მაგრამ საქართველოში სამოდელო ბიზნესი დღესდღეობით ახლოსაც კი ვერ მიდის თუნდაც იმასთან, რაც იქ 2005 წელს ხდებოდა…

გამარჯვებულს საჩუქრად 100 000 $-იან კონტრაქტს უფორმებენ, მაშინ როცა 2011 წელს ერთ ჩვენებაში მოდელი 20, ჰაჰა 50 ლარს იღებს…)

მოკლედ, თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ უყუროთ ამ საიტზე ნებისმიერ სეზონს… ან თქვენს ტელევიზორში მოძებნოთ sony ent.television და შემომიერთდეთ მეოთხე სეზონის მიწურულიდან :))

Advertisements

5 thoughts on “America’s next top model

  1. მე ვუყურებდი make me a supermodel-ს, სადაც ბიჭი მოდელებიც იღებდნენ მონაწილეობას და ძალიან ძალიან საინტერესო იყო მთელი თავისი ფოტო სესიებით, დეფილეებით და რეალითი ცხოვრებით. სამწუხაროთ ჩემმა ფავორიტმა ბიჭმა ვერ მოიგო, მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. კარგი გამახსენე, ახლა სხვა სეზონებსაც მოვძებნი :)

    • მეც ვუყურებდი.. მაგრამ მაგ შოუს, როგორც ვიცი, მარტო 2 სეზონი ქონდა… იმას ჰო არ უყურებდი, ბოლოს 3 ბიჭი რომ დარჩა? 1 შავკანიანი და 2 ქერა? ^^ და ყველაზე პატარამ რომ მოიგო (სახელები აღარ მახსოვს )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s