Diary of a bad year

ყოველთვის ხდება კარგი და ცუდი რამეები, წელსაც ასე იყო, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ცუდი უფრო მეტი მახსენდება, ვიდრე კარგი… ანუ დასკვნა: 2011 ჩემი წელი არ იყო. ეს დასკვნა, რა თქმა უნდა, შეიცვლება თუ დარჩენილ 20 დღეში რაიმე ჩემთვის სასიკეთო მოხდება, ვნახოთ…

ჯერ ვაპირებდი, დეკემბერში მნიშვნელოვანს არაფერი გამეკეთებინა, მაინც არ გამომივა-მეთქი, მაგრამ ახლა გადავწყვიტე რამდენიმე “ფლანგზე” ვცადო ბედი. ბოლოს და ბოლოს, თუ მართლა არ გამოვიდა, ავდგები და ისევ 2011 წელს დავაბრალებ ^_^

არ მინდა დაწვრილებით ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე. მარტო იმას გაგიმხელთ, რომ ყველა მათგანი ეხება კარიერას, სწავლას, განვითარებას… ერთდროულად რამდენიმეს ვიწყებ და იმედი მაქვს, ერთს მაინც მივიყვან ბოლომდე. საერთოდ ვთვლი, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი მაინც ისეთი საქმე, რომელიც ძალიან კარგად ეცოდინება. “საქმე” აუცილებლად სამსახურს არ გულისხმობს – ვიღაც შეიძლება კარგად ქსოვდეს, ვიღაც შეიძლება კარგად უკრავდეს გიტარაზე, ვიღაც შეიძლება ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აცხობდეს…

ჰოდა, მეც მინდა ვიპოვო ჩემი მოწოდება, რომელიც მთელი გულით მეყვარება და რომლისთვისაც ბოლომდე დავიხარჯები. როცა ამ მიზანს მივაღწევ, მაშინ ჩავთვლი, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვარ ისევ და ისევ საკუთარ თავთან შედარებით )

Advertisements

2 thoughts on “Diary of a bad year

  1. ამმ :> ასე თუ ისე ვადევნებდი თვალს შენს 2011-ს ^^ ხოდა ცუდი იყო თუ კარგი ხომ იყო, ხოდა მაგ დაწყებულ ამბებში წარმატებები <3

    • მადლობაა )) დღეს გადავდგი ერთი ნაბიჯი წინ, მალე ალბათ დავწერ აამაზეც ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s