რატომ მინდა მარტო ცხოვრება ?!

ჩემ გარშემო, მგონი, ყველამ იცის, რომ ძალიან მინდა მარტო ცხოვრება. პრინციპში, მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც მსგავსი სურვილი აქვს. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და თანატოლი “ოცნებობს” ამაზე. ბრჭყალებში იმიტომ, რომ მარტო ცხოვრება არანაირად არ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს და ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია, თუ ამას მართლა მოინდომებს.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მოსაწყენია. როგორც ჩანს, ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული… და კიდევ იმაზე, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი. მე, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის პერიოდში ნამდვილად არ მაწყენდა საკუთარი ბინის ქონა.

არ მინდა ჩემი სიზარმაცე მხოლოდ გარემო ფაქტორებს დავაბრალო, თუმცა, ფაქტია, რომ სახლში, სადაც 5 ადამიანი ცხოვრობს, სადაც საღამოს 5-დან 12 საათამდე ტელევიზორი მუდმივ რეჟიმშია ჩართული, სადაც ყველა ხმამაღლა საუბრობს და სადაც ჩემს პატარა საძინებელ-კაბინეტს საერთო ოთახისაგან კედლის მაგივრად შემინული კარები ყოფს, თითქმის შეუძლებელია თუნდაც, შენს გემოზე იმეცადინო, დაიძინო, გაიღვიძო და ა.შ.

ვიცი, ჩემი მშობლებისთვის ცოტათი გაუგებარი და მიუღებელია ჩემი ასეთი სურვილი, მაგრამ თუ ოდესმე მექნება იმის შესაძლებლობა, რომ თავს ამ “ფუფუნების” უფლება მივცე, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები…

მეორე მხრივ, ვიცი, რომ ოთხნიშნა ხელფასის მქონე ადამიანებიც კი გაჭირვებით ქირაობენ ნორმალურ ბინებს. ამ შემთხვევაში ერთ ალტერნატივას განვიხილავ:

 ბინის ქირაობა 1 ან მაქსიმუმ 2 მეგობართან ერთად.

კარგი იქნება, თუ ამ მეგობრებს დაახლოებით ჩემნაირი გრაფიკი ექნებათ. მაგალითად, თუ ჯგუფელები ვიქნებით, გვეყოლება საერთო წრე. გამოცდების პერიოდში ერთად ვიმეცადინებთ, თავისუფალ დროს ერთად გავერთობით და ერთმანეთს ხელს არ შევუშლით და ნერვებს არ მოვუშლით ))

დარწმუნებული ვარ, მარტო ცხოვრება ძალიან კარგი და სასარგებლო გამოცდილება იქნება ჩემთვის. გავხდები უფრო დამოუკიდებელი, ვისწავლი საჭმლის კეთებას, წყლის მოტანას, საწოლის დალაგებას… )))

არ მინდა საკუთარი ოჯახი ისე შევქმნა, რომ ეს ყველაფერი არ გამოვცადო. იმედია, მე ამას შევძლებ ^_^

Advertisements

10 thoughts on “რატომ მინდა მარტო ცხოვრება ?!

  1. ვუერთდები….. თუმც კი არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მარტო ცხოვრება მთლად ისეთი არაჩვეულებრივი არაა, როგორიც ზოგიერთს წარმოუდგენია :) უკიდეგანო თვისუფლება 1 თვეში გბეზრდება :) დამიჯერეთ. ხოლო გარდა ფინანსურისა, ბევრ ფსიქოლოგიურ პრობლემასაც აწყდები. მე გგულშემატკივრობ და ვიზიარებ შენს სურვილს , უბრალოდ ნამეტან ოქროს კოშკებს ნუ ააგებ :)

    • მაგას ბევრი ამბობს, მაგრამ, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გამოსცადო.. და მერე, თუ მართლა მოგბეზრდა, ადგები და დაბრუნდები უკან “უძღები შვილივით” ))

  2. მაგარი ძნელია, სახე მაქ გამძვრალი

    განსაკუთრებით უცხო ხალხთან ერთად ცხოვრება საშინელებაა, თუნდაც ყველაზე ახლო მეგობარი იყოს შეიძლება მოკლა

    მარა ნუ თავისი დიდი პლიუსები რო აქ იასნია. ყველაზე კარგია მარტო მარტო ცხოვრება. ანუ სულ მარტო რა

    • ჰო, მეც ეგ წარმომიდგენია იდეალურ ვარიანტად. თუ მეგობრებთან ერთად მოგინდება, ეტყვი და დარჩებიან, თუ მარტო მოგინდება, გააძევებ ))) მოკლედ, ყველაფრის ბატონ-პატრონი შენ იქნები მანამ, სანამ არ მოგბეზრდება <3

    • ძალიან დიდი მადლობა… მეც წავიკითხავ შენს ბლოგს და ბლოგროლშიც დაგამატებ :)

  3. მე რომ სახლში მარტო დამტოვო, 1 კვირაში მკვდარს მიპოვნიან :D
    წარმატებები შენ :)

      • ყველაფერი ერთად. სულ რომ არაფერი, ალბათ ძილში გავიპარები, რადგან არავინ გამაღვიძებს. ისედაც დღეში რამდენიმე საათი მარტო მიწევს სახლში ყოფნა და ლამის სუნთქვაც მავიწყდება ხოლმე. : D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s