ჩემი ოქროს დაბიდუბი

5 დღეში 20 წლის ვხდები ანუ ე.წ. “ოქროს დაბადების დღე” მაქვს. პრინციპში, ჩემთვის ჩემი ყველა დაბადების დღე ოქროსი იყო. მშობლებმა ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს მის აღნიშვნას – ხან ვიწრო წრეში, ხანაც  შედარებით გრანდიოზულად. ყოველი მათგანი ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო , მეორე დღიდან კი ვიწყებდი იმაზე ფიქრს, როგორი იქნებოდა ჩემი შემდეგი დაბადების დღე.

განსაკუთრებული მოლოდინი ზუსტად 20 წლისთვის მქონდა. სიმბოლური რიცხვია, მრგვალი და ლამაზი. თან თინეიჯერობის წლები მთავრდება და თითქოს ახალ ეტაპს იწყებ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ 20 დეკემბერს ვარ დაბადებული.

მაგრამ, აი, მოახლოვდა ეს თარიღი და გავაცნობიერე, რომ ცხოვრებაში პირველად არ მინდა მისი გადახდა. ჩემთვის ის მაინც არ იქნება ერთი ჩვეულებრივი დღე, ვერც იმ ადამიანებს გავუგებ, რომლებსაც საკუთარი დაბადების დღეები სძულთ. იქნებ მომავალ წელს სულ სხვა განწყობა მქონდეს. მით უმეტეს, რომ მაიას ტომების კალენდარს თუ დავუჯერებთ, ჩემი დაბადების დღე ბოლო მშვიდობიანი დღე უნდა იყოს კაცობრიობის ისტორიაში (20.12.2012) : )))

წელს კი… წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება. ისე, როგორც აქამდე არასოდეს არ ყოფილა.

და მე ეს მომწონს!

Advertisements

5 thoughts on “ჩემი ოქროს დაბიდუბი

      • აუჰ :დ
        როგორ და აღნიშნა დავიწყე 19 ში საღამოს, იმიტომ რომ 21-ში გამოცდა მქონდა და ვერ ავდგებოდი 20-ში რომ დამეწყო :დ

        ანასთან ვიყავით სახლში 10-დე ხალხი :დდდ და დავლიეთ და მეტის გახსენება არ მინდა :დდდდ

  1. ა, ჰოჰო, წავიკითხე პოსტი და სურათებიც ვნახე, მგონი ^^ მეც ვფიქრობდი, 2 დღეზე ჰო არ გადავანაწილო, 19ში საღამოს და მერე 20-ში მეთქი, მაგრამ, 2 კურდღლის ანდაზა როა, ეგრე გამოვიდა ბოლოს ))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s