მატერიალისტის დღიური

დღეს დედას ფული ვთხოვე (აბა კარგი იყო, სამსახურზე უარი რომ მათქმევინა ?: )) და მითხრა, “მილიონერივით იქცევიო”.

რა თქმა უნდა, ძალიანაც რომ მინდოდეს (და მინდა კიდეც) ეგრე ვერ მოვიქცევი. მიზეზი ძალიან მარტივი და გულდასაწყვეტია – მილიონი არ მაქვს :(

უბრალოდ, ბოლო დროს მართლა ბევრი ხარჯი დამიგროვდა… 10 დეკემბერს მამამ 1000 ლარი მაჩუქა, დაბადების დღეზე კიდევ 200 დამიმატა და ახალ წელს 100-ით დაასრულა. ე.ი. 20 დღეში 1400 ლარი ( 100 კიდევ საჩუქრად მივიღე) დავხარჯე (თუმცა ამაში შევიდა ჩემი წვეულების და ყოველდღიური ხარჯებიც).

იანვრის განმავლობაში გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი მქონდა. გავაკეთე ორი მნიშვნელოვანი შენაძენი: 120 ლარად სვუპზე ვიყიდე სტომატოლოგიური კლინიკის ერთწლიანი უფასო მომსახურების ვაუჩერი (ე.ი. ფული კი არ დავხარჯე, არამედ დავზოგე ) და ასევე 30$-ად ჩემი საოცნებო Victoria’s secret-ის კორსეტი… სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შეკვეთა გაგვიუქმეს და 2-3 კვირაში თანხა უკან დამიბრუნდება. ასევე დეკემბრის ფულიდან ველოდები 50$-ს, რომელიც forever21-მა უნდა დამიბრუნოს.

სხვა წვრილმანი ხარჯები სათვალავში ჩასაგდები არ არის…

ეხლა კი რისთვის “ვიბუღალტრე” ამდენი – მინდა თებერვლის განმავლობაში ზედმიწევნით აღვწერო მთელი ჩემი გასავალი… უფრო სწორად, ჩემი მშობლების დანახარჯი ჩემზე : )) მინდა ვიცოდე საშუალოდ რამდენი მჭირდება თვეში იმისთვის, რომ “მილიონერივით” თუ არა, ჩემს გემოზე მაინც ვიცხოვრო.

ამ ექსპერიმენტის მიზანი ისიც არის, რომ დავადგინო მეყოფოდა თუ არა 270 ლარი (ჩემი დაკარგული ხელფასი : )) ერთი თვის განმავლობაში.

ბოლოს კი, გემშვიდობებით “ფულიანი” სურვილებით და თემატურად აბბა-ს მშვენიერ სიმღერას გიტოვებთ :

Advertisements

როგორ დავსაქმდი… კინაღამ

წლის დასაწყისში გადავწყვიტე, რომ სამსახური უნივერსტეტის დამთავრებამდე აღარ მეძებნა, მაგრამ დროდადრო მაინც შემეჭყიტებოდა ხოლმე დასაქმების საიტებზე. რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო ვაკანსიაც აღმოვაჩინე: ჩემს მეზობლად მდებარე პატარა სასტუმრო ადმინისტრატორს ეძებდა.

მოთხოვნებს ასე თუ ისე ვაკმაყოფილებდი. თან, რადგან მუშაობა 3 დღეში ერთხელ მომიწევდა, ვფიქრობდი, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სტუდენტისათვის.

მოკლედ, დღეს დილით გამოვიპრანჭე (ისე, როგორც გასაუბრებას შეეფერება), ამოვბეჭდე ჩემი სივი და მივედი დანიშნულების ადგილას. თავიდანვე გული მიგრძნობდა, რომ მოწონებას დავიმსახურებდი და ასეც მოხდა.

რამდენიმე საათით დამტოვეს, გამარკვიეს შინაგანაწესში და პირველი კლიენტიც კი გამაფორმებინეს. ამის შემდეგ შევთანხმდით, რომ ხვალ დილიდან უკვე შევუდგებოდი მუშაობას. მოვედი სახლში გახარებული, მაგრამ ჩემმა მშობლებმა სასტიკი უარი მაჯახეს.

თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, უარი მეთქვა ამ სამსახურზე, იმიტომ, რომ

  • სასტუმრო დიდად არ მომეწონა
  • ხელფასიც ცოტაა

სხვა შემთხვევაში, ასე ადვილად არ დავნებდებოდი…

მოკლედ, ისევ დროებით უმუშევარი ვარ : )

sentimental

ხანდახან, როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც მიყვარდა და ვხვდები, რომ ამ სიტყვას წარსულის ფორმა არ გააჩნია. მე ყოველთვის მეყვარებიან ისინი…

ზოგიერთი მათგანი ახლა ისეთი შორეულია ჩემთვის, მაგრამ როდესაც ვიხსენებ იმ დროს, რომელიც მათთან მაკავშირებს, ცრემლები მადგება და თან მეღიმება.

აღარ მინდა ვინმე წავიდეს ჩემგან… და ვინც წავიდა, მინდა, დაბრუნდნენ…

 

მე – მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფოტოგრაფის ობიექტივში ^^

 

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ (2010 წლის მარტში ან აპრილში)  facebook-ზე ერთმა გოგომ მომწერა. მითხრა, რომ ჩემი სურათები ნახა და გადაღება უნდოდა. სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მისი წინა ნამუშევრები ძალიან მომეწონა. დავთქვით შეხვედრა და მოვაწყვეთ ფოტოსესია ბოტანიკური ბაღის მიდამოებში.

დღეს ეს გოგო მსოფლიოს 30 საუკეთესო ფოტოგრაფ ქალს შორისაა და ძალიან მიხარია მისი წარმატება. ორმაგად ამაყი ვარ, იმიტომ რომ ერთხელ მეც ვიყავი მისი მოდელი <3

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფოტოები ყველაზე ნაკლებად მომწონს მისი შემოქმედებიდან. ალბათ ჩემი ბრალია, კარგად ვერ გავიხსენი ფოტოაპარატთან.

ამის მიუხედავად, მაინც გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

photographer: Mariam Sitchinava

მისი სხვა ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ facebook-ის გვერდზე (ზემოთ მივუთითე) და საიტზე mariam.ge

plans for this year

ახალი ათვლის წერტილი გამომიჩნდა – 2012 წელი.

ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამეები ხანდახან თავისთავადაც ხდება, ჰოდა ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ზუსტად 2011 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, თითქმის ჩემგან დამოუკიდებლად.

უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ “ორშაბათიდან”, “1 სექტემბრიდან” და “ახალი წლიდან” არაფერი იცვლება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, განვლილი 20 წლის გააზრება რაღაცის გაუმჯობესებაში მაინც დამეხმარება.

ასე რომ, სრულიად თამამად და დიდი ხალისით ვადგენ ერთობ პოპულარულ To Do List-ს, რომლის მთავარი მიზანიც მხოლოდ ერთი რამ არის: მომავალ წელს, ამ დროს მე კიდევ უფრო თავდაჯერებული, მოტივირებული და კმაყოფილი ვიყო.

ჩემი გეგმები ძირითადად სწავლას, კარიერას, სოციალურ აქტივობებს უკავშირდება. პირად ცხოვრებას ნამდვილად ვერ დავიგეგმავ. სამწუხაროდ, ჩემს გარშემო ან ცოტათი იმის იქით ერთი ბიჭიც კი არ მოიძებნება, ვის მიმართაც განსაკუთრებულ ინტერესს გამოვიჩენ.

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ გადავწყვიტე კიდევ რამდენიმე კურსი გავიარო. აი, იხილეთ რის სწავლას ვაპირებ 2012-ში:

  1.  მანქანის ტარების – (თავისი თეორიით და ბოლოს გამოცდის წარმატებით ჩაბარებით)
  2. ინგლისურის – ეს ენა ერთხელ უკვე ვისწავლე, საკმაოდ კარგადაც, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში საერთოდ არ მქონდა შეხება, ამიტომ გადამავიწყდა. თანაც მინდა რომელიმე საერთაშორისო სერტიფიკატი ავიღო და ბარემ მოვემზადები
  3. რუსულის – უბრალოდ, რამდენიმე რუსულ წიგნს წავიკითხავ და ჩემს მოსკოველ ნათესავთან რუსულად ვილაპარაკებ ხოლმე.
  4. გერმანულის – სექტემბრიდან დავიწყებ… აუცილებლად !!!
  5. ასევე სექტემბრიდან მინდა თავისუფალი უნივერსიტეტში CBA პროგრამის კურსზე სიარული. თუ მამა დამაფინანსებს…
კიდევ მაქვს რაღაც გეგმები, მაგრამ არ დავწერ. 
რაღაც მშრალი და თან აჯაფსანდალი პოსტი გამოვიდა, მაგრამ whatever ))