როგორ დავსაქმდი… კინაღამ

წლის დასაწყისში გადავწყვიტე, რომ სამსახური უნივერსტეტის დამთავრებამდე აღარ მეძებნა, მაგრამ დროდადრო მაინც შემეჭყიტებოდა ხოლმე დასაქმების საიტებზე. რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო ვაკანსიაც აღმოვაჩინე: ჩემს მეზობლად მდებარე პატარა სასტუმრო ადმინისტრატორს ეძებდა.

მოთხოვნებს ასე თუ ისე ვაკმაყოფილებდი. თან, რადგან მუშაობა 3 დღეში ერთხელ მომიწევდა, ვფიქრობდი, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სტუდენტისათვის.

მოკლედ, დღეს დილით გამოვიპრანჭე (ისე, როგორც გასაუბრებას შეეფერება), ამოვბეჭდე ჩემი სივი და მივედი დანიშნულების ადგილას. თავიდანვე გული მიგრძნობდა, რომ მოწონებას დავიმსახურებდი და ასეც მოხდა.

რამდენიმე საათით დამტოვეს, გამარკვიეს შინაგანაწესში და პირველი კლიენტიც კი გამაფორმებინეს. ამის შემდეგ შევთანხმდით, რომ ხვალ დილიდან უკვე შევუდგებოდი მუშაობას. მოვედი სახლში გახარებული, მაგრამ ჩემმა მშობლებმა სასტიკი უარი მაჯახეს.

თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, უარი მეთქვა ამ სამსახურზე, იმიტომ, რომ

  • სასტუმრო დიდად არ მომეწონა
  • ხელფასიც ცოტაა

სხვა შემთხვევაში, ასე ადვილად არ დავნებდებოდი…

მოკლედ, ისევ დროებით უმუშევარი ვარ : )

Advertisements

5 thoughts on “როგორ დავსაქმდი… კინაღამ

  1. მე ყველა ვარიანტში დავთანხმდებოდი. იმიტომ, რომ
    1. 270 ლარი ცოტა არაა 3 დღეში ერთხელ სიარულისთვის და სტუდენტისთვის.
    2. გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

    ასე, რომ ცუდად მოიქეცი რომ არ დათანხმდი, იმჰო

    • ჰო, არვიცი… კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც არ დავთანხდმი.. ბევრი რამის გაცდენა მომიწევდა მაგის გამო. არადა წელს გეგმები მაქვს და დაახლოებით ესეთი არჩევანის წინაშე დავდექი: ან ეს გეგმები ან 270 ლარი ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s