მატერიალისტის დღიური

დღეს დედას ფული ვთხოვე (აბა კარგი იყო, სამსახურზე უარი რომ მათქმევინა ?: )) და მითხრა, “მილიონერივით იქცევიო”.

რა თქმა უნდა, ძალიანაც რომ მინდოდეს (და მინდა კიდეც) ეგრე ვერ მოვიქცევი. მიზეზი ძალიან მარტივი და გულდასაწყვეტია – მილიონი არ მაქვს :(

უბრალოდ, ბოლო დროს მართლა ბევრი ხარჯი დამიგროვდა… 10 დეკემბერს მამამ 1000 ლარი მაჩუქა, დაბადების დღეზე კიდევ 200 დამიმატა და ახალ წელს 100-ით დაასრულა. ე.ი. 20 დღეში 1400 ლარი ( 100 კიდევ საჩუქრად მივიღე) დავხარჯე (თუმცა ამაში შევიდა ჩემი წვეულების და ყოველდღიური ხარჯებიც).

იანვრის განმავლობაში გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი მქონდა. გავაკეთე ორი მნიშვნელოვანი შენაძენი: 120 ლარად სვუპზე ვიყიდე სტომატოლოგიური კლინიკის ერთწლიანი უფასო მომსახურების ვაუჩერი (ე.ი. ფული კი არ დავხარჯე, არამედ დავზოგე ) და ასევე 30$-ად ჩემი საოცნებო Victoria’s secret-ის კორსეტი… სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შეკვეთა გაგვიუქმეს და 2-3 კვირაში თანხა უკან დამიბრუნდება. ასევე დეკემბრის ფულიდან ველოდები 50$-ს, რომელიც forever21-მა უნდა დამიბრუნოს.

სხვა წვრილმანი ხარჯები სათვალავში ჩასაგდები არ არის…

ეხლა კი რისთვის “ვიბუღალტრე” ამდენი – მინდა თებერვლის განმავლობაში ზედმიწევნით აღვწერო მთელი ჩემი გასავალი… უფრო სწორად, ჩემი მშობლების დანახარჯი ჩემზე : )) მინდა ვიცოდე საშუალოდ რამდენი მჭირდება თვეში იმისთვის, რომ “მილიონერივით” თუ არა, ჩემს გემოზე მაინც ვიცხოვრო.

ამ ექსპერიმენტის მიზანი ისიც არის, რომ დავადგინო მეყოფოდა თუ არა 270 ლარი (ჩემი დაკარგული ხელფასი : )) ერთი თვის განმავლობაში.

ბოლოს კი, გემშვიდობებით “ფულიანი” სურვილებით და თემატურად აბბა-ს მშვენიერ სიმღერას გიტოვებთ :

Advertisements

4 thoughts on “მატერიალისტის დღიური

  1. როდესაც 270-ლარზე მეტი არ გექნებოდა იძულებული იქნებოდი გყოფნოდა. მე მაგალაითად თვეში 50-ლარსაც არ ვხარჯავ : ) იმიტომ რომ არ მაქვს. რაც ბევრი გაქვს უფრო ბევრს ხარჯავ და ა.შ

    • მერე შეიძლებოდა ისევ მშობლებისთვის მეთხოვა… ან მეგობრებისგან მესესხებინა (თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა). ზოგჯერ მეც 50 ლარამდე მეხარჯება თვეში. ეხლა ზუსტად უნდა დავიანგარიშო ))

  2. ჩემი მეგობარი მუშაობს, მაგრამ მაინც სთხოვს მშობლებს ფულს. სწორად და რაციონალურად უნდა გადაანწილო ხარჯები და გეყოფა (თუ გადასახდებს არ იხდი და ოჯახს არ ინახავ, რა თქმა უნდა).

    • მეც ეგრე ვფიქრობ, თან, მაინტერესებს გამომივა თუ არა ეს “სწორი და რაციონალური” გადანაწილება. ძალიან მხარჯველი თითქოს არ ვარ, მაგრამ მაინც… ერთხელ ესეთი ექსპერიმენტიც უნდა ჩავატარო: წინასწარ გამოვართვა რამე განსაზღვრული თანხა და მთელი თვე ვიმყოფინო : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s