ლოლიტა

 

ალბათ, 10-11 წლის ვიქნებოდი, “ლოლიტას” პირველად რომ ვუყურე. ბუნდოვან შინაარსთან ერთად (შუა ხნის მამაკაცი, რომ პატარა გოგოზეა შეყვარებული) ორი კადრი ჩამრჩა მეხსიერებაში:

ეს

და აი ეს კაცი დერეფანში რომ მირბის გაღეღილი ხალათით…

გუშინ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მენახა ფილმი, რადგან აუდიოწიგნის მოსმენას ვაპირებ რუსულ ენაზე და მინდოდა ისეთი მომენტები აღმედგინა, რომელთა აღქმაც შეიძლებოდა ვიზუალის გარეშე გამჭირვებოდა.

თავიდან ძალიან ავღშოთდი, გული მერეოდა ამ პედოფილ კაცზე, რომელიც 12 წლის გოგოსთან იწვა:

მაგრამ ბოლოს ზიზღის მაგივრად სიბრალული ვიგრძენი და ცრემლებიც კი წამომივიდა მათი ბოლო შეხვედრის სცენაზე. შემეცოდა ეს კაცი, რომელიც ავადმყოფურად იყო შეყვარებული ერთ პატარა, გარყვნილ გოგოზე, რომლისთვისაც ის თურმე არაფერს ნიშნავდა.

მართალია, არ ვიცი ამ წიგნისა თუ ფილმის ისტორია, რა რეზონანსი მოჰყვა და ა.შ., მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი გააკრიტიკებდა მასში აღწერილი ამორალური სცენების გამო.

მე კი, ვფიქრობ, რომ ეს ერთერთი ყველაზე სევდიანი სიყვარულის ისტორიაა, რომლის შესახებაც ოდესმე მსმენია…

Advertisements

7 thoughts on “ლოლიტა

  1. მე ძალიან მომეწონა ფილმი . დედაჩემი ამბობს რომ ფილმზე უკეთესი წიგნია, მაგრამ არ ვიცი ამდენი რუსული :/

    • საკმაოდ გრძელი ფილმია, მაგრამ სულმოუთქმელად ვუყუერბდი, კარგი გადაღებულია 3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s