წლის შემაჯამებელი პოსტი

 

ჩემი 2012

  • ტრადიციულად, ოჯახთან ერთად შევხვდი  (სხვათა შორის, ხვალ პირველად დავარღვევ ამ ტრადიციას) და მერე მეგობრებთან წავედი. მათთან გატარებული წუთები ყოველთვის კარგად მახსენდება, გამონაკლისი არც ის ღამე ყოფილა.
  • პირველად ვიმოგზაურე ევროპაში. ეს იყო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რომელიც ამ წელს მივიღე – გერმანიაში ვესტუმრე ჩემი ბავშვობის მეგობარს და დაუვიწყარი დღეები გავატარე.
  • მქონდა რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობა ან ურთიერთობის მცდელობა. მათ შორის ერთერთი, ყველაზე ხანგრძლივი, გუშინ დავასრულე და ვაპირებ ძველ წელს გავატანო.
  • გავიარე მარკეტინგის კურსი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც მინდა რომ ვაკეთო უახლოესი 10 წლის განმავლობაში მაინც. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მუშაობასაც ვიწყებ და ამაზე უფრო ვრცლად სხვა პოსტში მოგიყვებით.
  • უნივერსტეტში არაფერი შეცვლილა, არც ჩემი და არც მისი მხრიდან.
  • სულ რაღაც 1 დღით, მაგრამ თავდაუზოგავად ვიმუშავე ყაზბეგში, საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად და ჩემი შრომის პირველი ანაზღაურებაც მივიღე.
  • სხვათა შორის, საახალწლოდ იმ შრომის ანაზღაურებაც მივიღე, რომელიც საერთოდ არ გამიწევია – რატომღაც summer job-ის ხელფასი ჩამერიცხა, თან დეკემბერში, არადა მხოლოდ რეგისტრაცია გავიარე, ერთი დღეც კი არ მიმუშავია.
  • კიდევ – მაჩუქეს ტელესკოპი, ლეპტოპი … ეს ყველაფერი თქვენ უკვე იცით, უფრო მეტი არ იცით ან მე გამომრჩა, მაგრამ არაუშავს. 2013 წელი ჩვენს განკარგულებაშია.

იმედია, ის ყოველი ჩვენგანისათვის ბედნიერი და წარმატებული იქნება. ყოველ შემთხვევაში, მე ამას მთელი გულით გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც !

images

Advertisements

პარასკევა

ამ პოსტთან რობინზონ კრუზო და მისი მეგობარი თითქოს არაფერ შუაში არიან, თუმცა ერთ თემატურ სურათს მაინც გაგიზიარებთ.

ფოტო განწყობისათვის:

Friday

პარასკევი, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე საყვარელი დღეა კვირის დღეებს შორის.

აი, სულ რამდენიმე წუთია, რაც დედაჩემი სამსახურიდან დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში, სავარძელში გემრიელად რომ მოკალათდება, სიამოვნებით იტყვის: “უჰ, რა კარგია, დღეს რომ პარასკევია”.

ჰოდა, ბოლო ხანებში სულ მშურდა დედაჩემის და იმ ადამიანების, რომელთაც თავიანთი კუთვნილი პარასკევები ჰქონდათ.

მაგრამ…

დღეს 2012 წლის ბოლო პარასკევია, შემდეგი კი 2013 წლის 4 იანვარს იქნება და, დიახ!

შემდეგი წლის პირველი პარასკევიდან მეც რობინზონ კრუზო ვიქნები…

სიბრძნე № 1

ადამიანები ხშირად ამბობენ, არაფერს არ ვნანობ, ჩემი ყველა შეცდომა მიყვარსო.

მსგავსი რამ მეც არაერთხელ მითქვამს, თუმცა გუშინ მივხვდი, რომ ამ სიტყვებით, მხოლოდ და მხოლოდ თავს ვიმშვიდებთ.

თუ ჩვენს წარსულში ჩადენილ ქმედებას “შეცდომას” ვუწოდებთ, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ მას და დარწმუნებული ვარ, რეალურად რომ გვქონდეს უკან დაბრუნებისა და მისი გამოსწორების საშუალება, ამას აუცილებლად გავაკეთებდით.

თქვენს შემთხვევაში როგორაა არ ვიცი, მაგრამ მე ამ მოსაზრებით არა მხოლოდ წარსულ შეცდომებს, მომავლებსაც ვამართლებდი. ასე მაგალითად, ვიცი რომ ის, რასაც ვაკეთებ “არასწორია”, მაგრამ მაინც ვაკეთებ და ვფიქრობ, მერე რა, ჩვენ ხომ ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ…

ჰოდა, ერთ ცნობილ გამონათქვამს თუ გავიხსენებთ, გადავწყვიტე დღეიდან ბრძენი გავხდე და საკუთარ შეცდომებზე კი არ ვისწავლო, საერთოდ აღარ დავუშვა ისინი

Wise-Man

My Babe

ჩემი ბლოგის დიზაინი, სათაური და სხვა დეტალები კოსმოსისა და გალაქტიკის განწყობას ქმნის.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის აუცილებელი ნივთი, რომელიც ასეთი ბლოგის ავტორს უნდა ჰქონდეს?

დიახ, დიახ, ტელესკოპი !

და გუშინ ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა სწორედ ის მაჩუქეს.

გაიცანით:

travel scope

 

ეს უკვე ჩემი აწყობილი:

travelscope telescope

 

დასაწყისი (და იქნებ, დასასრულიც)

 

უკვე 1 თვე იქნება, რაც ეს ბლოგი შევქმენი და ველოდებოდი დღევანდელ დღეს, წერა რომ დამეწყო…

გონებაში უამრავჯერ დავაწყვე წინადადებები, მაგრამ ახლა ვზივარ და არაფერი მახსენდება.

ამიტომ, უბრალოდ ვიტყვი: ვინც მიცნობს იცის, რომ ეს ჩემი პირველი ბლოგი არ არის, თუმცა მისი მისამართიდან გამომდინარე მიხვდებოდით რომ ვაპირებ ბოლო მაინც იყოს.

სათაურს რაც შეეხება – ამბობენ ხვალინდელი დღე აღარ გათენდება დედამიწაზეო და თუ ძააალიან მცირე პროცენტით მაინც დავუშვებთ ამის შესაძლებლობას, გამოდის რომ ჩემი ბლოგი უკანასკნელი იქნება მთელს სამყაროში.

გარდა ამისა, დღეს დაბადების დღეც მაქვს და თუ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, მომავალი წლიდან ის უკვე ჩემს ბლოგსაც ექნება ხოლმე ^_^

მოკლედ, let’s float in space.