სიბრძნე № 1

ადამიანები ხშირად ამბობენ, არაფერს არ ვნანობ, ჩემი ყველა შეცდომა მიყვარსო.

მსგავსი რამ მეც არაერთხელ მითქვამს, თუმცა გუშინ მივხვდი, რომ ამ სიტყვებით, მხოლოდ და მხოლოდ თავს ვიმშვიდებთ.

თუ ჩვენს წარსულში ჩადენილ ქმედებას “შეცდომას” ვუწოდებთ, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ მას და დარწმუნებული ვარ, რეალურად რომ გვქონდეს უკან დაბრუნებისა და მისი გამოსწორების საშუალება, ამას აუცილებლად გავაკეთებდით.

თქვენს შემთხვევაში როგორაა არ ვიცი, მაგრამ მე ამ მოსაზრებით არა მხოლოდ წარსულ შეცდომებს, მომავლებსაც ვამართლებდი. ასე მაგალითად, ვიცი რომ ის, რასაც ვაკეთებ “არასწორია”, მაგრამ მაინც ვაკეთებ და ვფიქრობ, მერე რა, ჩვენ ხომ ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ…

ჰოდა, ერთ ცნობილ გამონათქვამს თუ გავიხსენებთ, გადავწყვიტე დღეიდან ბრძენი გავხდე და საკუთარ შეცდომებზე კი არ ვისწავლო, საერთოდ აღარ დავუშვა ისინი

Wise-Man

Advertisements

7 thoughts on “სიბრძნე № 1

    • არა, მე ესე ვიცი “ჭკვიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, სულელები საერთოდ ვერ სწავლობენ და ბრძენები შეცდომას არ უშვებენ”

      • nuca says:

        ბრძენები სხვის შეცდომებზე სწავლობენ არის :დ

  1. ჩემი აზრით, ადამიანი არ უნდა ნანობდეს საერთდ არაფერს, რაც დაფიქრებით გააკეთა და ეგონა, რომ სწორად იქცეოდა, რადგანაც იმ მომენტში, იმ გარემოებებიდან გამომდინა, იმ იფორმაციულ და საკუთარ გონებრივ რესურსზე დაყრდნობით ადამიანი მაქსიმალურად სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
    თუ ეს გადაწყველიტება აღმოჩნდება არასწორი, აზრი არ აქვს სინანულს, რაგდანაც ზუსტად იმავე სიტუაცი რომ აღმოჩნდეს იგი მაინც იმ – იმ მომენტისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. :)

    • სინანულში თვითგვემას არ ვგულისხმობ, მაგრამ აღიარება უნდა შეგეძლოს საკუთარი შეცდომების.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s