ძველებური პოსტი

ეხლა მივხვდი რომ 2013 წელი ბლოგზე მკითხველისთვის საერთოდ უცნობი ადამიანისათვის მილოცვით დავიწყე, ისე რომ თქვენთვის არც მომილოცავს. დღევანდელი დღე მაძლევს ამის გამოსწორების საშუალებას: გილოცავთ შობას და ახალ წელს!

გისურვებთ რომ იყოთ ბედნიერები, წარმატებულები, ჯანმრთელები, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ასევე ბედნიერები, წარმატებულები და ჯანმრთელები იქნებიან.

და კიდევ გისურვებთ და ჩემს თავსაც ვუსურვებ, რომ იკითხოთ ჩემი ბლოგი.

ვიცი, ჯერ ძალიან ცოტანი ხართ, მაგრამ ამაზე არ ვღელავ. სინამდვილეში გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია ბლოგის წერა და კარგად ვიცი, რომ ძნელია ბევრი და ერთგული მკითხველის ყოლა.

მით უმეტეს ახლა, როცა ბლოგები უკვე აღარ არის, ის რაც რამდენიმე წლის წინ იყო. ახლა ის ადამიანები, რომლებიც მის წარმოებას სერიოზულად ეკიდებიან, ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ რას მიუძღვნან შემდეგი პოსტი, საგულდაგულოდ არჩევენ სიტყვებს, წინადადებებს, გასაფორმებლად ფოტოებსა და ვიდეოებს.

მე კიდევ, სიმართლე გითხრათ, ძველი, გულწრფელი ბლოგები უფრო მიყვარდა – 2008ში რომ დავიწყე კითხვა.

ხანდახან ჩავუჯდები ხოლმე ჩემი საყვარელი ბლოგერების ან საკუთარი ბლოგის არქივებს, თუმცა ვიცი რომ ეგ ყველაფერი წარსულში დარჩა და, პროფესიული კუთხით თუ შევხედავ, ასეც უნდა ყოფილიყო.

ბევრი იმასაც ამბობს, რომ Facebook-მა, ტვიტერმა, თამბლრ-მა და კიდევ ათასმა, დროის მხრივ უფრო ეკონომიურმა მინიბლოგმა ჩაყლაპა სვეტებად ჩამოწერილი ამბები.

ამის მიუხედავად, მე მაინც ძალიან მინდა ვწერო და, თუნდაც, facebook-დან გადმოსულმა 20-მა მეგობარმა წამიკითხოს ხოლმე.

საიდან დავიწყე და სად მივედი, თუმცა ზუსტად ეს მინდოდა – ამეკრიფა ყველაფერი, რაც თავში მომივიდოდა და არ მეფიქრა იმაზე, ვის რაში აინტერესებს ეს.

მინდა ვწერო ისე, როგორც ვწერდი მაშინ, 4 წლის წინ – როცა სხვებმა არ ვიცი და დედაჩემმა ნამდვილად არ იცოდა რა იყო ბლოგი. არც იმ ბიჭებმა იცოდნენ, ვის შესახებაც დაწვრილებით ვყვებოდი ხოლმე და მკითხველთან ერთად განვიხილავდი რაღაცეებს. ბევრმა ჩემმა მეგობარმაც არ იცოდა – მხოლოდ რამდენიმემ.

ჩემი spaceship ყველაფერთან ერთად დროის მანქანაცაა, ამიტომ, ladies and gentlemen, ჩასხედით და გავიხსენოთ ყველაფერი, რაც კარგად დავიწყებული ძველია :  )

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s