მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს

და  არა მხოლოდ .

დაახლოებით ორი თვის წინ და კიდევ იმის წინ ლამის დეპრესიაში ჩავვარდი – “უკვე 20 წლის ვარ, თითქმის 21-ის და ჯერ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება არ მიმიღია, ჯიბის ფულს ისევ მშობლებს ვთხოვ ხოლმე, არც ჩემი წილი პარასკევი საღამოები მაქვს… ნახევარ წელში უნივერსტეტსაც დავამთავრებ და თავს სწავლის მომიზეზებითაც ვეღარ გავიმართლებ. ძალიან მეშინია მომავლის, ნორმალური სამსახური რომ ვერ ვიპოვო? ისიც არ მინდა, რომ მხოლოდ ხელფასისთვის ვიმუშაო. მინდა პროფესიულად განვვითარდე, ჩემი საქმე მიყვარდეს და დილით ადგომა მიხაროდეს. ამ საიტებზეც საჩემო ვაკანსიები სულ არ იდება – ან მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება უნდათ, ან სტუდენტი არ ჭირდებათ, ან კიდევ სადაც დავიწყე, არც ერთი გამომადგა… უკვე ყველა მეკითხება – არ მუშაობ, არ მუშაობ? სახლშიც რამდენჯერმე შემომაპარეს, რას ფიქრობო… დედაჩემის მეგობრის შვილს აქ დაუწყია, მამაჩემისას იქ… ბიჭი, რომელსაც ვხვდები, მეუბნება – რაც ასაკი გვემატება, სანამ რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ უკვე ბევრ რამეზე ვიწყებთ ფიქრს, მაგალითად, გვაქვს თუ არა ორივეს სამსახური და ჩვენ-ჩვენი შემოსავალიო… იმასაც ამბობენ, ჯერ კიდევ ყველაფერი ნაცნობობითააო. მე კიდევ არ მინდა ესე დასაქმება, მინდა ჩემით მივაღწიო ყველაფერს… რა ვიცი, ან ვის უნდა ვთხოვო, რა უნდა ვთხოვო ?! მაშინ შევთავაზებ უხელფასოდ მაინც ამიყვანონ, გამოცდილებას დავაგროვებ და მერე ჩემით მოვახერხებ რამეს. თუ არადა, წავალ EVS-ით სადმე, ჩეხეთში ან გერმანიაში, როგორც უჯმა იყო. მერე ჩამოვიდა და მუშაობაც დაიწყო. იქნებ აღარც ჩამოვიდე, იქ ვნახო რამე ან მაგისტრატურაზე ჩავაბარო ? არ ვიცი, არ ვიცი რა უნდა ვქნა… :( “

to be continued

Advertisements

9 thoughts on “მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს

  1. მე ვარ ახლა ასე. საინტერესო ვაკანსიები ვერ ვნახე რაღაც ..ყველაგან გამოცდილებას ითხოვენ და ა.შ .არასაინტერესო თუნდაც მაღალანაზღაურებადი არ მაინტერესებს და ასე:) ,,წავალ EVS-ით სადმე, ჩეხეთში ან გერმანიაში, როგორც უჯმა იყო. მერე ჩამოვიდა და მუშაობაც დაიწყო. იქნებ აღარც ჩამოვიდე, იქ ვნახო რამე ან მაგისტრატურაზე ჩავაბარო ? არ ვიცი, არ ვიცი რა უნდა ვქნა… :( “” _მსგავს ფიქრებში ვარ გართული :):) მაგრამ რას ვიზამ აზრზე არ ვარ ისევ ……

    • წარმატებებს გისურვებ…
      რაღაც უნდა მოიფიქრო და მერე მიყვე გეგმას მის შესასრულებლად… გამოგივა, I’m sure :)

  2. მადლობა :) მაგრამ საქმეც იმაშია რომ მეც არ ვიცი რა მინდა..რომ ვიცოდე გაცილებით ადვილი იქნება ყველაფერი :)

    • სულაც არაა ტრაგედია, რომ არ იცი… ხან ის ცადე, ხან ეს და ოდესმე მიხვდები :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s