დათოს ცოლის დაქალის ქორწილი

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ერთგული მაყურებელი ვარ. მომწონს სცენარი, პერსონაჟები, მსახიობების უმრავლესობის შესრულება და ხარისხი. არის რაღაც დეტალები, რაც დასახვეწია, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქამდე და ამ ჟანრში გასულ ქართულ სერიალებს შორის საუკეთესოა.

ჩემი ცოლის დაქალები

მოველოდი კიდეც, რომ ფილმის საპრემიერო ჩვენებაზე (ოღონდ დახურულ პრემიერას არ ვგულისხმობ, ჩვეულებრივად ვიყიდეთ ბილეთები) ანშლაგი იქნებოდა. არც შევმცდარვარ, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ბოლოს როდის ვნახე რუსთაველის დიდი დარბაზი გავსებული, ნამდვილად არ მახსოვს…

ამ პოსტს სპოილერებით არ დავტვირთავ, უბრალოდ ჩემს ცხელ-ცხელ შთაბეჭდილებებს დავწერ : ))

ფილმი მთლიანად ქორწილის გარშემო ვითარდება. პირველი 20-25 წუთი მოსამზადებელ ფუსფუსს ეთმობა, დანარჩენი 1 საათი კი უშუალოდ საქორწინო წვეულებას. როგორც ჩანს, მე გამიმართლა, რადგან ასეთ “ცუდ” ქორწილში რეალურად არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა ფილმისთვის, ალბათ, იდეალური მასალაა ისეთი თემების გამოყენება, როგორიცაა ტრადიციული ჩხუბი ქორწილში, მთვრალი კაცების ტვინი ბურღვა, სიძის ეჭვიანობა და ა.შ.

ქორწილი

ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება – არაუშავდა. ჩემი აზრით, სერიალში ხმაც და გამოსახულებაც (განათება) ბევრად უკეთესია, თუმცა, ალბათ, ფილმს, და თან დიდ ეკრანზე, სხვა სპეციფიკა აქვს.

მსახიობების თამაში მომეწონა – ახალი სახე სულ რამდენიმეა და ისინიც თავიანთ როლს კარგად ასრულებენ. სერიალის გაგრძელებისთვის რამდენიმე ინტრიგაც დაგვიტოვეს, დასასრული კი მოულოდნელი, სახალისო, თუმცა, ჩემი აზრით, ცოოტათი მაინც სუსტი იყო.

ბოლო სცენა

მოკლედ რომ ვთქვა, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ – ბევრჯერ გამეცინა, ბევრჯერ Facepalm-ით ვიჯექი, რამდენჯერმე კი გულიც ამიჩუყდა. ველოდები თებერვალს და, იმედი მაქვს, რომ ახალი სეზონი კიდევ უფრო სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

Update: გული არ მითმენს რამდენიმე დეტალი რომ არ დავამატო

  • ერთერთი მნიშვნელოვანი ინტრიგა ვითარდება კატოს უფროსის, გიორგის გარშემო (მომწონს ეს პერსონაჟი)
  • რეჟისორული ნამუშევარი არის – კარგი !
  • სერიალისგან ველი უფრო გრძელ სერიებს ნაკლები რეკლამებით.
Advertisements

12 thoughts on “დათოს ცოლის დაქალის ქორწილი

    • მადლობა. გამიხარდა თუ მოგეწონა :) ვეცადე ზედმეტი არაფერი მეთქვა, ამიტომ ცოტა ვნერვიულობდი, ძალიან მშრალი ჰო არ გამომივიდა-მეთქი : ))

  1. tatuli says:

    აუ მეც მინდა თან ძალიან აუცილებლად წავიდოდი საქართველოში რომ ვიყო როგორ მაინტერესებს მაგრამ მაგის გამო რომ იტალიიდან ჩამოვიდე ძალიან ძვირი დამიჯდება :D აუ ნეტა მალე დაიდება ონლაინში ? :(

    • ონლაინში როდის დადებენ, ნამდვილად არვიცი, თუმცა სანამ კინოტეატრებშია – არამგონია :(

  2. არ უნდა წამეკითხა ეს პოსტი :|
    ეხლა უფრო მომინდა წასვლა და ამ გამოცდების გადამკიდე როდის მოვახერხებ ვინ იცის -_-

    • ერთ საათნახევარს როგორ ვერ გამონახავ, ძაან ბევრი სეანსი აქვთ თან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია მისვლა :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s