Imagine NO politics

 

21 წელია პოლიტიკით ვარ შეწუხებული-მეთქი ვერ ვიტყვი. რატომღაც ეს ბნელი და ბევრისთვის საძულველი 90-იანებიც კი ტკბილად მახსენდება. ალბათ, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი და იმის მეტი სადარდელი არ მქონდა, რომ დედას “5 წუთით” კიდევ დავეტოვებინე ეზოში სათამაშოდ.

ჩემი პოლიტიკური მეხსიერება უფრო 2003 წლიდან იწყება. ვარდების რევოლუცია რომ მოხდა 12 წლის ვხდებოდი. 23 ნოემბერს მეც ვიდექი პარლამენტის წინ და იმავე საღამოს შევარდნაძე გადადგაო, რომ გამოაცხადეს ტელევიზორში, ისე გამიხარდა, ვითომ რამის აზრზე ვიყავი.

მაშინ მართლა არ მქონდა ჩამოყალიბებული წარმოდგენები ამ საკითხზე და უფრო ოჯახის გავლენით ვაზროვნებდი ( ჰო, ვიცი, ცუდია ბავშვებისთვის თავსმოხვეული პოლიტიკა, მაგრამ მაგ მდგომარეობიდან დღესაც ვერ გამოვსულვართ და 10 წლის წინ რა გასაკვირია ?! )

ბოლო ხანებში უფრო დალაგდა ჩემს ტვინში აზრები და აღარც მშობლების პოლიტიკურ შეხედულებებს ვიზიარებ ბრმად. ამის გამო რამდენჯერმე შევკამათდით კიდეც, მაგრამ ეგ არაფერი. ღმერთმა დაგვიფაროს ყველანი ერთნაირად ვფიქრობდეთ, თუმცა…

ძალიან დამღალა ერთმანეთის სიძულვილმა, ლანძღვამ, დაცინვამ და მიწასთან გასწორებამ.

no-politics

დღესდღეობით Facebook-ზე უკეთესი დასაკვირვებელი საშუალება არ მეგულება და დასკვნებსაც მასზე დაყრდნობით ვაკეთებ. ჩემი ზოგიერთი friend-ის ან friend of friend-ის პოლიტიკურ ანგაჟირებას და ამის საფუძველზე აგრესიას საზღვარი აღარ აქვს. ნუ, მესმის რომ ქვეყანაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, პოლიტიკურად აქტიური პერიოდია და არც საქართველოა იმ მდგომარეობაში, რომ მოქალაქეებმა “არ იცოდნენ პრეზიდენტი ვინაა”, მაგრამ როგორ შეიძლება პოლიტიკური შეხედულებების გამო ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი, მართლა ვერ ვხვდები.

მამაჩემმა მომიყვა ამას წინათ, მისი ბავშვობიდან მოყოლებული სამეზობლოში 2 გოგო მეგობრობდა განსაკუთრებით, მაგრამ 90-იან წლებში ზვიადისტებსა და შევარდნაძისტებს შორის დაპირისპირების შემდეგ ეს გოგონებიც (ნუ, მაშინ უკვე ქალები) სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და იქამდე მივიდნენ, რომ უკვე წლებია ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.

ნუ, ეს “ვიღაცისტობა” და ადამიანის გაკერპება ჰო საერთოდ ცალკე საკითხი და პრობლემაა. არ მინდა ახლა მორალის კითხვა გამოგვივიდეს, მაგრამ კრიტიკული აზროვნების და შეფასების უნარი არ უნდა დავკარგოთ არავის მიმართ და საერთოდ, საკუთარ ცხოვრებასაც თუ არ დავკარგავთ და არ გადავაყოლებთ პოლიტიკურ პროცესებს, მგონი, კარგი იქნება…

პოსტკრიპტუმად ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სტატუსს შემოგთავაზებთ ისევ და ისევ facebook-დან.

სტატუსი

ნუ, მე უფრო მეტი და უფრო “მოკრძალებით” ვილაპარაკე, მაგრამ საბოლოო ჯამში იმავე აზრზე ვდგავარ და ვეთანხმები :)

Advertisements

7 thoughts on “Imagine NO politics

  1. სირაქლემა უნდა იყო, საქართველოში ცხოვრობდე და პოლიტიკურ სიტუაციას ყურადღებას აქცევდე და ნერვები არ გეშლებოდეს. ახალგაზრდები კიდევ ბავშვობიდან ტრავმირებულები არიან და რას იზამენ. ყველა მე–3 სამყაროს ქვეყნის მოქალაქეები ასე არიან და იქნებიან კიდეც, იმიტომ, რომ ნორმალური ცხოვრება არ გააჩნიათ – პოლიტიკა და პოლიტიკოსები მათ ცხოვრებაში დაუკითხავად ერევიან და ყოველ წელს რეფორმებს უწყობენ; ამი მერე რა ქნან, როგორ უნდა ი****ურონ სხვების თანდასწრებით, if you know what I mean.

    • მესმის და გარკვეულწილად გეთანხმები. მეც, ასე თუ ისე, აქტიურად ვიყავი ჩართული რაღაც პროცესებში, იმასაც ვთვლი, რომ სტუდენტობას ხმა უნდა ამოეღო, მაშინ როცა იღებდა და მაშინაც, როცა გასუსული იჯდა.
      უბრალოდ, იმაზე ვლაპარაკობ, რომ პოლიტიკა სიძულვილს თესავს და ეგ ტენდენცია არ მომწონს, თორემ ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, მართლა შეუძლებელია, გინდა თუ არ გინდა, არ ჩაერთო ამ პროცესებში. ძალიან ცოტა მეგულება ასეთი ადამიანი და ეგ სტატუსი ვისაც ეკუთვნის თვითონ ერთ-ერთი აქტიური ჟურნალისტია, უბრალოდ კიდევ გავიმეორებ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირება არის ჩემთვის მიუღებელი და არა ის რომ ინტერსდებოდე იმით რა ხდება შენს სამშობლოში და აფასებდე მოვლენებს და აზროვნებდე :)

  2. ნათია says:

    კარგი პოსტია ძალიან და დიდი ხანია ეს საკითხი მეც მაწუხებს. უბრალოდ მგონია, რომ პოლიტიკა საბაბია და არა მიზეზი. ეს ადამიანები ვინც ესე დამოკიდებული ხდებიან ამ მოვლენების მიმართ, რომ არა პოლიტიკა, ალბათ სხვა რამეში გამოხატავდნენ თავიანთ რადიკალიზმს (თუმცა პოლიტიკა ეფექტურად უწყობს ხელს). ალბათ ჯობს ყველამ პირადი ცხოვრება წინ წამოწიოს, შემდეგ უფრო დისტანციურები და ადეკვატურებიც იქნებიან ესეთი მოვლენების შეფასების დროს და სავარაუდოდ უფრო ბედნიერებიც.

    • ჰო, მაგრამ, ალბათ, თვითონ სულ არ აწუხებთ ეს საკითხი, თორემ იფიქრებდნენ ამაზე :))

      მადლობა ვრცელი და საინტერესო გამოხმაურებისთვის :*

  3. 2003 წლის მოვლენებს მე ჩემი ისტორიის მასწავლებლის გავლენით ვადევნებდი თვალყურს. ანუ, ყოველთვის მოითხოვდა რომ პოლიტიკური ამბების საქმის კურსში ვყოფილიყავით დ გვემსჯელა ამა თუ იმ ადმიანების ქმედებებზე და მოსალოდნელ შედეგებზე. მაშინ იყო ჩემი პირველი შეხება პოლიტიკასთან და მაშინ მეც გამიხარდა შევარდნაძის გადადგომა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s