Barfuss

 

დღეს ძაან უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდი. მეგობარმა მომწერა რომ ჰქონდათ იოგა ფართი და ავსულიყავი. იქ მისულმა გავიგე, რომ შიგნით თუ შევიდოდი, ფეხსაცმელი უნდა გამეხადა.

გამახსენდა ჩემი ვიზიტი გერმანიაში. იქ სახლებში ყველა ფეხშიშველი დადის (ყოველ შემთხვევაში, იმ ოჯახებში სადაც მე ვიყავი). მე ვერაფრით გადავლახე ეგ მომენტი და შესაბამისად, ვარღვევდი კიდეც მათ ტრადიციას.

დღესაც ზუსტად 5 წუთი ვიდექი იოგა სფეისის კარებთან და ვცდილობდი ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ არაფერი არ მოხდებოდა თუ ფეხზე გავიხდიდი, მაგრამ ვერ დავარწმუნე :| არადა, თბილისის ქუჩებშიც კი მივლია ასე, მე და ჩემი მეგობარი წვიმაში მოვჭყლაპუნობდით ერთხელ.

ახლა კი ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ამით რაღაცნაირად პირად სივრცეს დავირღვევდი და აბსოლიტურად უცხო ადამიანების გარემოცვაში სრულიად ფეხშიშველი აღმოვჩნდებოდი.

მერე, როცა მეგობრებისთვის ვცდილობდი ამეხსნა, თუ რატომ გამიჭირდა ასე ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგალითად ნუდისტების პლაჟი მოვიყვანე. ზუსტად ვიცი, რომ თუ ოდესმე იქ მოვხვდები, ბოლომდე ვერ გავშიშვლდები. ყოველ შემთხვევაში, პირველივე დღეს. შეიძლება სისტემატიური სიარულის შემდეგ გავიხადო ჯერ ლიფი, მერე ბიკინი : )))

მოკლედ, ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავმა. მივხვდი, რომ იმაზე მეტი შიში და კომპლექსი მაქვს, ვიდრე ვაცნობიერებ. კარს მიღმა ჩემი მეგობრები და ნაცნობები რომ მსხდარიყვნენ, ალბათ, უპრობლემოდ გავიხდიდი ფეხსაცმელს, მაგრამ უცხო სოციუმში შეჭრა და თავიდანვე მათთვის დამახასიათებელი ნიშის მორგება ფამილარობად მომეჩვენა, ამას კი ვერ ვიტან.

რა ვქნა – ასეთი დისტანციური ვარ და არ შემიძლია, სადაც მივალ მაშინვე იქაური ქუდი დავიხურო.

ვიცი ამან შეიძლება მომავალში პრობლემები თუ არა, მინიმუმ დისკომფორტი მაინც შემიქმნას, რადგან დღეს იქ შესვლა მაინც ჩემს ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ოდესმე მოვხვდე ისეთ ადგილას, სადაც ამის ვალდებულებაც მექნება?

P.S.: მითხარით, რომ გესმით ჩემი და მე მარტო არ ვარ : ))

P.P.S.: ამ ფილმსაც უყურეთ, თუ არ გინახავთ. პოსტის სათაურის სწორედ მისგან მოვიპარე

barfuss

Advertisements

6 thoughts on “Barfuss

  1. ჩემი მეგობარი ბოულინგს ვერ თამაშობს იმის გამო, რომ ფეხსაცმელების გახდა მოუწევს ბევრ ხალხში :D

    • ჰაჰაჰა, ძაან გამიხარდა ეხლა ამის წაკითხვა. :D, სხვათა შორის. ნუ, ბოულინგზე გამოსაცვლელ ოთახში იცვლი, მაგრამ ცოტა დისკომფორტი მეც მაქვს ხოლმე : ))

  2. ვერ ვიტან ფეხზე გახდას სხვაგან. აი, თუ ვინმესთან ვრჩები ღამით დავუშვათ, ყველაფრის გავიხდი დაუკანასკნელი იქნება ფეხსაცმელი რომელსაც გავიხდი :დ პროსტ არ ვიცი რატომ -_-

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s