ჟურნალისტიკა (?)

 

დღეს სწავლა დაიწყო – ჩემი ბოლო სემესტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში. გულაჩუყებულ პოსტს, ალბათ, უფრო საზაფხულოდ დავწერ. უკვე საბოლოოდ რომ გავალ ‘დამკაში” : ))

უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, ე.ი. მეორე და მესამე კურსზე სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჟურნალისტობა არ მინდოდა. ამაზე არაერთი პოსტი დავწერე ძველ ბლოგზე, რომლებიც ახლა უკვე აქაც შეგიძლიათ წაიკითხოთ (მაგალითად, ეს, ან ეს, ან თუნდაც აი, ეს).

მაგრამ წინა სემესტრის მიწურულს რაღაც ჭია შემიჩნდა გულში და დამიწყო ღრღნა. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი და ვაიგნორებდი, მაგრამ ნელ-ნელა ეს ჭია გაიზარდა, გაიზარდა და ეხლა მთლიანად მოიცვა ჩემი ტვინი. არადა, თითქოს უკვე ვიპოვე ჩემი გზა და ვმუშაობ იქ და იმ პოზიციაზე, რომელსაც მოვიაზრებდი ჩემი ცხოვრების საქმედ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ასე აღარაა. ძალიან მომწონს საზოგადოებასთან ურთიერთობა და სოცმედია, მით უმეტეს, რომ რაღაც შეხების წერტილები აქვს ჩემს პროფესიასთან, მაგრამ ჟურნალისტიკაზე საინტერესო აღარაფერი მეგულება.

ვიცი, ჩემი ცვალებადი ბუნების ამბავი. შეიძლება ამ აღფრთოვანებამაც გადამიაროს ოდესმე, მაგრამ ეხლა ამ კუთხით გამიჩნდა სამომავლო გეგმები და ვნახოთ. აგერ მე და აგერ ჩემი ბლოგი :D

 

Advertisements

2 thoughts on “ჟურნალისტიკა (?)

  1. რა ცუდი მომენტია ეს “დასასრულისდასაწყისი”.
    მედავრწმუნდი, რომ საკუთარ პროფესიას იქამდე ვერ შეიყვარებ, სანამ კარგად არ გაუგებ და დამკაში არ გახვალ. მეც ეგრე ვარ ახლა.იმის მიუხედავად,რომ ვიცი, შეიძლება კარგა ხანს არ მეღირსოს ჩემიპროფესიით მუშაობა, მაინც ზუსტად ვიცი, რომ იმას ვსწავლობ, რაც ჩემია.

    • ბედნიერი ხარ თუ ეგრე ფიქრობ. მე არ ვიცი რას ვიფიქრებ ხვალ ან 1 წლის შემდეგ. თუმცა ეხლა ვზივარ და ჟურნალისტიკის მაგისტრატურებს ვსერჩავ : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s