მეოთხეკურსელის მოწიფულობის სინდრომი

 

პირველ კურსზე რომ ვიყავი, ერთერთ ლექციაზე მეცხრესემესტრდამატებული ბიჭი გვესწრებოდა. ეს ბიჭი არასოდეს გვესალმებოდა, საერთოდ ხმას არ იღებდა ხოლმე და, მოკლედ, ზედ არ გვიყურებდა “პინგვინებს” (არ ვიცი რატომ ეძახიან ასე პირველკურსელებს). ამის გამო, გიორგი გოგუამ “მოწიფული მამაკაციც” კი შეარქვა.

სემესტრის მიწურულს ლექტორმა დაფასთან “გამიძახა”. საუბარს რომ მოვრჩი, იკითხა, ვის აქვს გაგრძელების სურვილიო, ჰოდა სანამ ვინმე გამოიჩენდა ინიციატივას, მე დავასწარი და ვუთხარი, იქნებ სანდრო გამოვიდეს და აქედან მაინც გაგვაგონოს თავისი ხმა, თორემ მთელი წელია ერთხელაც არ მოგვსალმებია-მეთქი :D ნუ, მოყვა ამ სიტყვებს აჟიოტაჟი, სიცილი, თავის მართლება და ა.შ.

რას მოვაყოლე ეხლა ეს ამბავი. დღეს თავი მეც მოწიფულ “მამაკაცად’ ვიგრძენი :))

ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცი

ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცი

ლექციაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ ლექტორი იგვიანებდა. აუდიტორიის კარებთან კი ძალიან ბევრი მეორეკურსელი გოგონა იდგა, რომლებიც ისე ზუზუნებდნენ, რომ გული არა, მაგრამ ყურები კინაღამ გამისკდა. ამას ემატებოდა დერეფნის სივიწროვე და იქ დაბუდებული ტუალეტის სუნი, ამიტომ გადავწყვიტე მეორე სართულზე ასვლა და ლოდინის რეჟიმში ტახტზე მოკალათება.

ჩემმა იდილიამ დიდხანს არც იქ გასტანა. ამოვიდა 5 თუ 6 გოგო, მომისხდა გვერდით და დაიწყო ისევ ყურისწამღები ყაყანი. 5 წუთი ვითმინე, ვითმინე და ბოლოს საცოდავად ავდექი. კიბეზე ჩამომავალს მომხვდა შემდეგი რეპლიკა “ვითომ არაფერი, მაგრამ რამხელა ადგილი გათავისუფლდა?!”

ჩემი და ამ გოგონების ურთიერთობა დღეს აღარ გაგრძელებულა, რადგან ლექტორი საერთოდ არ მოვიდა, მაგრამ ცოტა მაშინებს ის პერსპექტივა, რომ მთელი სემესტრი მათთან ერთად უნდა გავატარო. ეტყობა არსებობს რაღაც მეოთხეკურსელური სინდრომი, ან შეიძლება მართლაც მოწიფული ვარ : ))

Advertisements

7 thoughts on “მეოთხეკურსელის მოწიფულობის სინდრომი

  1. აუ კიი… მეც ვიგრძენი რაღაც ეგეთი ”მოწიფულობა” ამას წინათ საგნების ასარჩევად ზაქარაიას კარებთან რიგში ჩამდგარ პირველ-მეორე კურსელებს გემრიელი ლექცია რომ წავუკითხე და ბოლოს ერთმა რომ მკითხა უკაცრავად რომელ კურსელი ხაროო ^_^

    რაღაცნაირია რა მართლა… უკვე დიდი ხარ, მეტი იცი თუნდაც უნის ამბები და რავი ძალაუნებურად თითქოს მართლა ზევიდა ”გეყურებინება” :)))

    • ჰოდა, დღეს შევამჩნიე ერთი საინტერესო განცხადება მეექვსე კორპუსის კედლებზე :))) “სტუდენტები სტუდნეტებისთვის” ჰქვია და, როგორც მივხვდი, უფროსკურსელები უზიარებენ თავიანთ ცოდნა “პატარებს” :))

      • უი არ მინახავს ჯერ, ერთხელ ვიყავი მე-6ში მარტო :| წერია რამე საინტერესო? ^_^

  2. ბევრი არაფერი წერია, გაუზიარე შენი ცოდნა სხვებსო და გახდი უწყვეტი განთლების ცენტრის მასწავლებელიო ))) ვაპირებ რომ მივიდე ღია კარის დღეზე ^^ შეათვალიერე შენც ეგ განცხადება, აბა ))

  3. :დდდდდდდ რა ნაცნობია :დ ნეტა მეოთხეკურსზე რომ ვიქნები მაშინ რაღა იქნება დ

  4. Eka says:

    პინგვინებს იმიტომ ეძახიან, რომ პინგვინებივით დადიან ოთახების ძებნისას (თავი მაღლა და ნელი ბაჯბაჯით) თავიდან ხომ არ იციან რა სად არის და ძებნის პროცესში პინგვინებს გვანან :P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s