8,9,10,11

 

ჰო არის დღეები, როცა არაფერი ხდება ხოლმე. დრო უაზროდ გადის და ერთფეროვნებისგან დეპრესიის ნიშნები გვიჩნდება.

ჩემი ბოლო 4 დღე სრულიად განსხვავებული იყო.

დავიწყოთ 8 მარტით. დილით გამაღვიძა ფანჯარაზე კაკუნმა. სანამ საწოლიდან წამოვდექი და ქუჩაში გადავიხედე, გონებაში ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე, თუ ვის შეეძლო დაერღვია ჩემი ტკბილი ძილი. მაგრამ იქ დიდი სურპრიზი დამხვდა – არც მეტი, არც ნაკლები, ქეთი <3

ვინ არის ქეთი?

ქეთი ასათიანი, ჩემი ბავშვობის დაქალი. იმაზე კიდევ უფრო ბავშვობის, ვიდრე შეიძლება რომ ადამიანმა წარმოიდგინოს.

ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში.

მისი ჩამოსვლა მოულოდნელი იყო სრულიად სამეგობროსათვის, რომლის ყოველი წარმომადგენელიც იმავე საღამოს ქეთის სახლში შეიკრიბა.

გავიცანით ვივიენი, მისი გერმანელი სტუმარი და ახლად შეძენილი მეგობარი. ვართ აბსოლიტურად აღფრთოვანებულები.

8 მარტი – ქალთა დღე

დილის სურპრიზსა და საღამოს შეკრებას შორის შუალედი გავატარე სპეციალურად ჩემთვის სარვამარტოდ მოწყობილ რომანტიკულ სადილზე (ინტრიგა)

9-10 მარტი

შაბათს საღამოს ვივიენი წავიყვანეთ ნარიყალაზე და გადავწყვიტეთ, რომ მეორე დღეს მცხეთა მოგვენახულებინა.

მართლაც, მეორე დღეს წავედით მცხეთაში, მაგრამ მე სულ რაღაც ნახევარ საათში უკან გამოსაქცევი გავხდი.

რუსთავი 2

მირეკავს ტელეფონი, “დილა მშვიდობისა, საქართველოს” წამყვანი და პროდიუსერი. საღამოსთვის გამომცემლობის ოფისში უნდა შევკრიბო ბავშვები და გადავიღოთ კადრები, რომ ხვალ უკვე მივიდე პირდაპირ ეთერში. თავიდან სრული პანიკა დამეუფლა, დარწმუნებული ვიყავი, რომ 2-3 დღით ადრე მაინც გამაფრთხილებდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ აბსოლიტურად მოუმზადებელი აღმოვჩნდი. მაშინვე გადავურეკე ჩემს უფროსს, თანამშრომლებს. გზიდან ვაგვარებდი ყველაფერს და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა.

მართალია, გული დამწყდა, მცხეთიდან წამოსვლა რომ მომიწია, მაგრამ თავი საქმიან ქალად ვიგრძენი და კარგი იყო :D

მოკლედ, ჩამოვედი თბილისში, შევირბინე სალონში, შემდეგ კი წავედი სამსახურში, სადაც უკვე შეკრებილიყვნენ ჩემი თანამშრომლები და ბავშვები, ჩვენი პატარა ილუზიონისტები.

ცოტა ხანში მოვიდნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და ოპერატორი, გადაიღეს კადრები. ბავშვები დიდი მონდომებით აკეთებდნენ ფოკუსებს, რომლებიც ჩვენი წიგნიდან სახელდახელოდ ისწავლეს. ამ პროცესმაც ძალიან მხიარულად ჩაიარა.

სად მიფრინავენ სქაილანთერები

ადრე მახსოვს წავიკითხე დოდკას პოსტი, სადაც მას აინტერესებდა თუ სად მიფრინავენ სქაილანთერები. კვირას ვნახე, როგორ ჩამოვარდა ერთერთი მათგანი და დაეცა ხეს, რომელსაც შეიძლებოდა რომ ცეცხლი წაკიდებოდა, მაგრამ არ წაეკიდა – ცოტა ხანს იბრდღვიალა, იბრდღვიალა და ჩაქრა.

პირდაპირი ეთერი

ვნერვიულობდი, როგორ არა ?!

მაგრამ ყველაფერი უცბად მოხდა – გრიმი გამიკეთეს, სტუდიაში შემიყვანეს. აი, ყოველ დილით თუ არ ვუყურებ, თვალს მაინც რომ მოვკრავ ხოლმე იმ სტუდიაში. წამყვანებთან საერთოდ არ დავძაბულვარ, თუმცა ახლა რომ ვუყურებ, ცოტათი მაინც შებოჭილი ვიყავი. პატარა ალექსანდრემ მარჯვედ გააკეთა წინა საღამოს ნასწავლი რამდენიმე ფოკუსი და სულ ეს იყო. ამ ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ როცა წამყვანებმა თქვეს – რეკლამის შემდეგ დავბრუნდებითო, ღრმად ამოვისუნთქე.

ხვალ კიდევ ერთი ეთერი მაქვს, ამჯერად რადიოში.

იო

23 თებერვალს დაიბადა და დღეს პირველად უნდა ვნახო.

9 თვე მუცლიდან მიბრახუნებდა ფეხუცებს, მე კიდევ მივალ ეხლა და ჩავუკოცნი გემრიელად.

Advertisements

3 thoughts on “8,9,10,11

  1. პირდაპირი ეთერი კიარა ინტერვიუს მიცემა არ მინდა ხოლმე ჟურნალისტებისთვის :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s