Where Do We Go Now

 

ფილმს ამ სათაურით, დაახლოებით 1 თვის წინ ვუყურე.

პირველივე სცენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მაშინვე ჩამითრია და რომ დამთავრდა, გადავახვიე და კიდევ ერთხელ ვნახე დასაწყისი.

(უცნაურია, რომ ვერ მივაგენი ცალკე ამოჭრილ ეპიზოდს იუთუბზე, მაგრამ არაუშავს, იმედია, უფრო დაინტრიგდებით და აუცილებლად ნახავთ)

ფილმი ეხება საკმაოდ მძიმე, მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას – რელიგიურ დაპირისპირებას, მაგრამ, ამის მიუხედავად საოცარი სიმსუბუქით, იუმორით, სიმღერით და სიყვარულით ვითარდება.

ველოსიპედს არ გამოვიგონებ თუ ვიტყვი, რომ რელიგია არც ისეთი უწყინარი რამეა, როგორც ერთი შეხედვით უნდა იყოს. არ დავიწყებ ახლა შორეული ისტორიიდან მოყოლებული უახლოესი წარსულის ჩათვლით მაგალითების მოყვანას, რამდენჯერ გახდა კონფლიქტის, დავის, ომის და სისხლისღვრის საგანი.

ასე ხდება ამ ფილმშიც – ერთ ძალიან მშვიდობიან, საყვარელ სოფელში, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქრისტიანი და მუსლიმი ოჯახები, განხეთქილება სწორედ რელიგიურ საფუძველზე ღვივდება. ბავშვები, რომლებიც გუშინ ერთად თამაშობდნენ, ახლა ერთმანეთს ერჩიან; კაცები, რომლებიც გუშინ ერთად აშენებდნენ, ახლა ერთმანეთს უბღვერენ და პატარა მიზეზზეც კი საჩხუბრად იწევენ…

და, აი, ამ დროს – გინდათ სექსისტი მიძახეთ და გინდათ ფემინისტი – რას შვებიან ქალები?

where-do-we-go-now

აი, ეს შავებში ჩაცმული, უბრალო, მხიარული, ჭკვიანი ქალები …

რომლებმაც დაკარგეს ქმრები, ძმები, მამები და შვილები და რომლებმაც იციან, რომ ის თუ რა ჰქვია შენს ღმერთს, სინამდვილეში არაფერს ნიშნავს!

მე ვფიქრობ, რომ ამ ფილმს უნდა უყუროს ყველამ – განსაკუთრებით კი მათ, ვინც რელიგიისა და ღმერთის სახელით თავს უფლებას აძლევს შეიძულოს სხვა, დაივიწყოს პატივისცემა, სიყვარული და ყველა ის ცნება, რასაც წესით რელიგიები გვასწავლიან.

Advertisements

8 thoughts on “Where Do We Go Now

  1. ძალიან შემზარავია ფილმის დასაწყისი. მბურძგლავს ხოლმე. დასაწყისიც და ბოლოც.

    • ისეთი ფილმია თან რომ გბურძგლავს და თან მაგრად რომ გეცინება ))

      • ის უკრაინელების იდეა არ მომეწონა :( ანუ, რაღაც არაბუნებრივი იყო რა. მე ნადინ ლაბაკის კარამელი უფრო მომწონს : )

      • აი, კარამელზე ვლაპარაკობთ ზუსტად ქვემოთ, ლინკს ხომ არ გვიბოძებდი? :))
        უკრაინელებზე გეთანხმები, ცოტა ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან ეგ ამბავი, თუმცა შეიძლება რამე პრე-ისტორია აქვს, რაც არ ვიცით. მაგალითად, შეიძლება სტერეოტიპის არსებოაბს უსვამდეს ხაზს

  2. lobzhanidze says:

    რამდენიმე დღის წინ ვნახე ეს ფილმი და ძალიან მომეწონა! ქალები ძალიან კარგად და სწორად არიან წარმოჩენილები, იმამი და მამაოც… ბოლო ეპიზოდები იყო განსაკუთრებით სასაცილო (სევდა ნარევი მაგრამ სასაცილო), განსაკუთრებით ის მომენტი მერი თუ გამგებელი რომ იღვიძებს და ხედავს ჩადრაში გამოწყობილ ცოლს,..კარამელი ყოფილა კიდევ მაგ რეჟისორის გადაღებული, ამბობენ კარგიაო და თუ ვიპოვე სადმე ონლაინ აუცილებლად უნდა ვნახო.

    • აი, “კარამელის” შესახებ ზედა კომენტარის ავტორის პოსტიდან შევიტყვე,თუმცა ჯერ არ მინახავს და აუცილებლად ვუყურებ.
      ჰო, იმამის და მამაოს აღნიშვნა დამავიწყდა, მართალი ხარ, ძალიან სწორად არიან წარმოჩენილები – ზუსტად ისე, როგორც უნდა იყვნენ :)

    • კი, ნამდვილად ძალიან მომხიბლავი და კარამელივით ქალია <3
      მადლობა, ნატა :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s