ნუ ყვირი, ბიორკ, Sssshhhh!

 

გუშინ ღამით, როცა მარტო მოვსეირნობდი ქუჩაში, ფეხი აყვავებული ხის ჩრდილს დავაბიჯე და მივხვდი, რომ ეს იყო პირველი აყვავებული ხის ჩრდილი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს ისე, რომ ზემოთ არ ამეხედა. მერე ჩემს თავს შევპირდი, რომ არასოდეს დავივიწყებდი იმ შეგრძნებას, რაც მაგ მომენტში გამიჩნდა და კიდევ ვცადე ეს მოგონება ფოტოდაც მექცია – სამწუხაროდ, ჩემმა ტელეფონმა ლამპიონის შუქზე მხოლოდ რაღაც გაურკვეველი, შავი ლაქა გადაიღო.

დღეს კიდევ, როცა სამსახურიდან მოსულმა, სულ რამდენიმე წამში, კარებზე ზარის დარეკვიდან მის გაღებამდე თვალით გადავზომე ჩემი ორივე ქუჩა, გამახსენდა, რამხელა მეჩვენებოდა ეს დაღმართები 10 და მეტი წლის წინ: ბაქრაძის დაღმართი ზამთარში, როცა მოიყინებოდა და ციგის მაგივრად რაიმე ფიცარზე მაგრად ჩაჭიდებულები ჩავსრიალდებოდით, ბარნოვის ჩიხის დაღმართი კი ზაფხულში, როცა მე და ქეთი, კაბების ფრიალით და სიცილ-კისკისით ჩავირბენდით ხოლმე…

მაშინ ჩემი სახლიც დიდი მეჩვენებოდა. ახლა ამ სახლში ვეღარ ვეტევი, ვერ ვპოულობ კუთხეს, სადაც სიმშვიდე იქნება, დავჯდები და წიგნს ისე წავიკითხავ, ყურადღება რომ არ გამეფანტოს.

აი, ეხლაც, ჩემი ძმა მოვიდა და ისეთი მუსიკა (კაბუ) ჩართო ამ პოსტს ფონად რომ არაფრის დიდებით შეეფერება…

როგორ მინდა ცოტა სიჩუმე.

Advertisements

4 thoughts on “ნუ ყვირი, ბიორკ, Sssshhhh!

    • მოვუსმინე : )))) ისე, რატომ ხდება ხოლმე ეს ხველა და ცემინება ასეთ დროს რომ აუტყდება ყველას :/

      გადავწყვიტე ხვალ სიჩუმის დღე მოვიწყო.

  1. “..მივხვდი, რომ ეს იყო პირველი აყვავებული ხის ჩრდილი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს ისე, რომ ზემოთ არ ამეხედა…” – რა მაგარი იყო :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s