Save Our Home

 

ჩემს დაბადების დღეზე, როდესაც გოგონებმა ტელესკოპი მაჩუქეს, facebook-ზე ყველამ თითო პლანეტის ფოტო დაიყენა. გადავწყვიტე მათთვის მეც მიმებაძა და ბევრი არ მიფიქრია ისე ავტვირთე ჩემი საყვარელი პლანეტის სურათი ქავერების ალბომში:

dedamiwa

დღეს დედამიწის დღეა.

დღე იმისთვის, რომ გვახსოვდეს რამდენი საფრთხე ემუქრება ჩვენს საერთო სახლსა და თავშესაფარს.

earthday.org-ზე ვკითხულობ: “კლიმატის ცვლილება, შესაძლოა, შორეულ პრობლემად ეჩვენებოდეთ ჩვენს ლიდერებს, თუმცა ფაქტია, რომ ის უკვე ზიანს აყენებს ადამიანებს, ცხოველებსა და საყვარელ ადგილებს.”

ჩვენ თავად ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვზივართ და არ ვფიქრობთ შედეგებზე. მე თვითონაც, ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მიდარდია ამ საკითხზე, თუმცა დღევანდელმა დღემ ნამდვილად გამახსენა პრობლემა, რომელიც ხშირად გვავიწყდება სხვა, ყოველდღიური წვრილმანებიდან გამომდინარე.

დავინტერესდი, ჩვენ, უბრალო ადამიანებს, რომელთაც არ გვაქვს რაიმე მნიშვნელოვანი ბერკეტები ხელში, ვერ ვაკონტროლებთ სად შენდება ქარხნები, ჰესები და ა.შ., რა შეგვიძლია გავაკეთოთ დედამიწისთვის.

პირველ რიგში, თავში ხეების დარგვა მომდის. სხვათა შორის, არასოდეს დამირგავს ხე და ბოლო დროს ამის დიდი სურვილი მაქვს. თან, თურმე, ჩინური ანდაზა ამბობს, რომ ხის დარგვა არის ის აუცილებელი რამ, რაც ადამიანმა სიცოცხლეში სახლის აშენებასთან და შვილის გაჩენასთან ერთად უნდა მოასწროს.

ასევე, კარგი იქნება თუ გამონაბოლქვს შევამცირებთ. ამის რამდენიმე გზა არსებობს: საერთოდ უარი ვთქვათ ავტომობილზე და ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით, ან გადავსხდეთ ეკოლოგიურ მანქანებზე.

ნუ, იმის თქმა, რომ ნაგავი ძირს არ დავყაროთ, მე მგონი, ზედმეტია, მაგრამ რადგან ქუჩაშიც და ბუნებაშიც ხშირად შევსწრებივარ მსგავს ფაქტს, მაინც განვმეორდები :)

23 მარტს, დედამიწის დღემდე 1 თვით ადრე, მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვან და გაჩახჩახებულ ობიექტებში ერთი საათით ირთვება ელექტრო ენერგია, რაც, როგორც ამბობენ მნიშვნელოვან  და პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს კლიმატური ცვლილებისაკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ, ჩავაქაროთ შუქი, მაშინ როცა არ არის ამის საჭიროება – ამით დედამიწის საათთან ერთად საკუთარ ჯიბესაც დავზოგავთ. :D

იქიდან გამომდინარე, რომ მაინცდამაინც ვერ ვერკვევი გარემოსდაცვით საკითხებში, სხვა ინიციატივები თქვენთვის მომინდია. ინტერესით გავეცნობი კომენტარებს :)

Advertisements

3 thoughts on “Save Our Home

  1. კარგია, ამ თემაზე რომ ალაპარაკდი. 3 წლის წინ მარტო მე ვყვიროდი და მიხარია, თანამოაზრები რომ გამომიჩნდნენ.
    გლობალური დათბობა რაღა შორეული პრობლემაა, როცა გაზაფხული და შემოდგომა ფაქტობრივად აღარ არსებობს?
    ჰოდა შემოდი ჩემს ბლოგზე და გადააწყდები რაღაც ცნობებს.
    პ.ს. მე და შენ, ორ მოკვდავთ, ძირითადად ხეების დარგვის მეტი არაფერი ძალგვიძს ამ ეტაპზე ;)

    • შენს ბლოგზე შემოვდივარ ხოლმე აგერ უკვე რამდენი წელია :*
      ჰო, ხეების დარგვა და ბუნების არდაბინძურება:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s