დედა ციხის დალაშქვრა

დასაწყისი

დილა დაიწყო ცხელი შოკოლადით (რომელსაც სპეციალურ ჭურჭელში ადუღებენ, სახელი დამავიწყდა) და ცეცხლზე შეფიცხებული თონის  პურის სენდვიჩით.

განსაკუთრებით გემრიელი იყო…

შემდეგ ავლაგდით, ნაგავი და ნარჩენები დიდ პარკში მოვათავსეთ, კარვებიც დავშალეთ, ჩანთებში ჩავაწყეთ და ხუთნი: მე, ნინი, დათო, მიშა და შარლე გავემართეთ დედა ციხის დასალაშქრად. ბიჭები აქამდეც იყვნენ ნამყოფები, თუმცა თავიდან გზა მაინც აგვებნა. შემდეგ შევხვდით ბავშვებს, რომლებიც იმავე მარშუტით მიდიოდნენ და მათ მივყევით.

gza

გზაში სულ ასეთი ლამაზი და ეგზოტიკური ადგილებია. შემდეგ კი მივადექით ციხის შესასვლელს, რომელიც კლდის ძირში გადის. უკვე საკმაოდ მაღლა ვართ და ძალიან ლამაზი ხედიც იშლება, თუმცა ბიჭები გვარწმუნებენ, რომ მთავარ მწვერვალზე ასვლის გარეშე უკან მიბრუნება არ ღირს. ჩვენ კიდევ ამ კლდეს ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებთ – შორიდან ისე ჩანს თითქოს ძალიან ციცაბო და სალია.

kldeze

საბოლოოდ მაინც გადავწყვიტეთ გარისკვა. ახლოს მისულმა აღმოვაჩინე, რომ აცოცება არც ისე რთული იყო. ერთი, ორი, სამი და უკვე ზემოთ ვარ. ველოდები ჩემს მეგობრებს და სიამაყით ვივსები – ახლა ვხვდები, რად უღირთ მწვერვალების დაპყრობა : )))

cocva

ხუთივე ზემოთ ვართ. პირველი რაც თვალში მხვდება დამყაყებული წყლით სავსე აუზია, რომელსაც ადრე თურმე სასმელი წყლის მოსამარაგებლად იყენებდნენ. დედა ციხე საკმაოდ მაღლაა, ასე რომ იქ წყლის აზიდვა თითქმის შეუძლებელია. ამისთვის გაუთხრიათ ეს აუზიც, რომ იქ წვიმის წყალი დაეგროვებინათ. საოცარი შეგრძნებაა ასეთი რამეების გააზრება, თითქოს დროის მანქანით მოგზაურობ – საუკუნეები გადის, ეს კლდეები კი დგანან…

auzi

არ ვიცი დაღლილობის ბრალი იყო, ემოციების თუ ყველაფრის ერთად, მაგრამ ვიდექი კლდეზე და საკუთარი გულის ცემა მესმოდა… ძალიან ცხელოდა და ხალხიც საკმაოდ იყო, ამიტომ დიდხანს არ გავჩერდით. უკან ჩამოცოცება, უფრო სწორად ჩამოხოხებაც ძალიან სახალისო აღმოჩნდა, თუმცა შარლს იმ მომენტში სულ არ ეხალისებოდა. მისი ჩამოყვანა ნამდვილ სამაშველო ოპერაციას ჰგავდა, თუმცა საბოლოოდ ყველამ იყოჩაღა და მშვიდობიანად დავბრუნდით ბანაკში, სადაც ავთო და ქეშელა გველოდნენ.

deda cixe

ხეობიდან ტრასამდე უკანა გზა გაცილებით მარტივი გამოდგა, რადგან ძირითადად დაღმართი იყო. მართალია, ამ დროს ფეხის კუნთები საკმაოდ იტვირთება, თუმცა გახშირებული სუნთქვით მაინც არ იღლები. დასასრულს მიუახლოვდა ჩემი პირველი პახოდი და უკვე შემდეგზე ვფიქრობ – სად წავალთ, როდის წავალთ…

არასოდეს დამავიწყდება : )

Advertisements

4 thoughts on “დედა ციხის დალაშქვრა

  1. ძალიან მაგარია, აი გავგიჟდი, გადავირიე. შენც ძალიან მაგარი ხარ. რომ მომისაჯო, მე მანდ ვერასოდეს ავალ.

  2. კი მარ ადვილია ახვალ :* :* თუ რამეა შეგიძია, თოკებით ჩაება და ისე ახვიდე :)+

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s