წიგნების ფესტივალი 2013

2010-2011 წლები

(შარშან ვიყავი  თუ არა ვერ ვიხსენებ)

წელს მართლა მეშინოდა იმის, რომ წიგნების ფესტივალზე ვერ წავიდოდი… იმიტომ რომ, ალბათ, ყველაზე გადატვირთული დღეები მაქვს მათ შორის, რაც კი ცხოვრებაში მქონია. საბედნიეროდ, დღეს შუადღისას გამოვნახე 1 თავისუფალი საათი და მივაშურე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონს 100 ლარით შეიარაღებულმა :D

პირველ რიგში “წიგნის სამყაროს” სტენდთან მივედი. ჯერ ერთი, იმიტომ რომ შესასვლელშივეა, მერე კიდევ, ძალიან მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ელფის კუთხე. აი, ისიც <3

ელფის წიგნები ელფის წიგნები

ამის შემდეგ ჩამოვუყევი სხვა გამომცემლობებს. შევხვდი სალომეს, რომელიც 2 დღეა ლამის პირად ფოტოგრაფად მექცა : ))

სალომეს ფოტო წიგნების ფესტივალიდან

შევიძინე 12 ახალი წიგნი:

  • ასტრიდ ლინდგრენის 6 ტომი – 30 ლარი
  • ორჰან ფამუქის 3 წიგნი – 35 ლარი
  • ანე ფრანკის დღიური – 11,5 ლარი (ინგლისურად)
  • 2013 წლის 15 საუკეთესო მოთხრობა – ფასი არ მახსოვს
  • ჩემი გეოგრაფიის მასწავლებლის, მაია ბლიაძის მოთხრობების კრებული – არც ამის ფასი მახსოვს

კიდევ მინდოდა რამდენიმე წიგნის შეძენა, თუმცა აღარც ფული მქონდა ჯიბეში და აღარც ძალა მკლავებში.

დატკბით:

ლინდგრენი ფამუქი

ანე და სხვები ქართული მოთხრობები

Advertisements

4 thoughts on “წიგნების ფესტივალი 2013

  1. momo says:

    აუჰ ლინდგრენზე ფასდაკლება იყო? მეც მინდა :( მთლიანად მისი შემოქმედებაა შესული? ნუ ქართულად რაც ითარგმნა ის მაინც?

    • არა, ყველა წიგნი არ შედის, თუმცა 6 ტომისთვისაც კარგი ფასია. დატაცებაზე იყო, რიგში ვიდექი ამის გამო :D

  2. რამდენი რამე გიყიდია.. კარგადაც გაწეწილხარ :D ახლა ისღა დაგრჩენია ჩაუჯდე <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s