MissTanbul

 

არქივს ვუსმენდი და უცბად მივხვდი, რამხელა მნიშვნელობის ამბავი იყო ის, რომ სტამბულში ვიყავი, მათ კონცერტს დავესწარი, უმანკოების მუზეუმში წიგნით ხელში შევაბიჯე და ქემალ ბეის საწოლთან ემოციებისგან ვიტირე…

მე კი ჩამოვედი და ჯერ რაღაც ცარიელი პოსტი დავწერე, შემდეგ კი რადიოსიუჟეტი გავაკეთე, რომელშიც ერთი სიტყვაც კი არ იყო ჩემი… რა უგუნურებაა : ))

სტამბული, იცით, როგორი ქალაქი აღმოჩნდა? – თავს რომ მოგანატრებს…

სად არ ვყოფილვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ სადღაც მაინც ჰო ვიყავი და ასეთი ძლიერი მიჯაჭვულობა არც ერთის მიმართ მიგრძნია.

დილით იღვიძებ და გემების ხმა გესმის (ან მოლების : )

მიუყვები დაღმართს, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩას, გზად გამოფენილი მაღაზიებით, ყვავილებით, გრაფიტებით, ტაბურეტებზე ჩამომჯდარი ადამიანებით, კატებით, ფიქრებით და შთაბეჭდილებებით.

Istanbul

ჩადიხარ ბოსფორზე… ბოსფორის სრუტე – რამდენჯერ გაგიგია ეს სიტყვა და რამდენჯერ გიფიქრია იმაზე, რომ იქაურობა აუცილებლად ფოსფორივით კაშკაშა უნდა ყოფილიყო … მართლაც ასეა, უბრალოდ, ეს ბოსფორ-ფოსფორი ცისფრად კაშკაშებს.

Bosphorus

სანაპიროზე კაფეებია, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი ზის. საერთოდ, ბევრი ადამიანის ქალაქია სტამბული – სულ ფუსფუსი, მიმოსვლა და ხმაურია. ღამითაც კი საცობებია, ავტობუსებსა და მეტროებში კი ზუსტად ისეთივე ჭყლეტაა, როგორიც ჩვენთან, თბილისში.

ალბათ, ყველა ქალაქში უნდა იხეტიალო, მაგრამ ასე მგონია აქ არ დაიკარგები – ძალიან დიდია, მაგრამ მისი ყველა გზა ტაქსიმზე ადის.

ყველა ტურისტის ათვლის წერტილი ტაქსიმია. ჩემთვის ფამუქის ტაქსიმი… უფრო სწორად, ქემალის და ფუსუნის ტაქსიმი (აბა, მაშინ ფამუქის სხვა არაფერი მქონდა წაკითხული)

ე.ი. აქვე სადღაც “უმანკოების მუზეუმიც” უნდა იყოს – რამდენიმე მიხვეულ-მოხვეული ქუჩა და უკვე იმ ბორდოსფერ შენობასთან ხარ, რომლის შესახებაც ჯერაც არ იცი სიმართლე – ყველაფერი გამოგონილია !

ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ 3 სართულის განმავლობაში მჯეროდა მათი არსებობის. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ თავი ქესქინების ნამდვილ ოჯახში მეგონა. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ აქ, ამ საწოლთან რამდენიმე წუთი ვიჯექი და მეგონა, რომ სულ ცოტა ხნის წინ იქ ჩემი უფროსი მეგობარი, ქემალ ბეი იწვა, რომელმაც სიკვდილის წინ მითხრა – თამთა ხანუმ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე…

ღია ბარათი უმანკოების მუზეუმიდან ...

ღია ბარათი უმანკოების მუზეუმიდან …

To be continued…

 

Advertisements

5 thoughts on “MissTanbul

  1. არ მგონია, ოდესმე ეგეთი მიჯაჭვულობა დამემართოს ქალაქზე, მაგრამ ერთი რამე კი მჭირს. სადაც ოდესმე ვყოფილვარ, ყოველთვის მინდება კიდევ ერთხელ დაბრუნება..

    • ნუ, იმას მეც ვერ ვიტყვი, სტამბულში ცხოვრება მინდა-მეთქი (თუმცა ერთი 6 თვით კი წავიდოდი, თან კარგ კონცერტებსაც დავესწრებოდი)…
      და ერთხელზე მეტად დავბრუნდებოდი ხოლმე (იმედია, ასეც იქნება : )

    • მეც მშურს საკუთარი თავის )))) ისე, ბარემ აქვე ვიტყვი… სტამბულში საშინელი ამბები ხდება, იმედია, ყველაფერი მალე დამთავრდება და თურქი ხალხი მიიღებს იმას, რასაც მოითხოვს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s