ჩე(მი) მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში

“მოგზაურობას აქვს ორი პუნქტი: დაწყება და დამთავრება”

15 წლის ვიყავი, როცა პირველად დავიწყე მუშაობა – სამწუხაროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჟურნალი მალევე დაიხურა, თუმცა 1 ნომრის გამოშვება მაინც მოასწრეს. ნამდვილად არ მახსოვს ჩემი სურვილი იყო თუ რედაქტორებმა დამავალეს, მაგრამ ამ პირველ და, როგორც შემდეგ გაირკვა, უკანასკნელ “ვიტამინში” (ასე ერქვა ჟურნალს) ჩე გევარას შესახებ დავწერე.

ეს ამბავი ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ გუშინ დავამთავრე მისი ანუ მოტოციკლეტისტის დღიურების კითხვა და შემდეგ ფილმსაც ვუყურე.

ernesto-che-guevara-

რაღა დაგიმალოთ და წიგნის კითხვის პროცესი საკმაოდ გამიჭიანურდა, ფაქტობრივად, პირველ 150 გვერდს 3 კვირის განმავლობაში ვკითხულობდი, თუმცა დანარჩენი 150 ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

ეს იმის ბრალია, რომ თავიდან ამ დღიურებს მივუდექი როგორც ნაწარმოებს, რომელიც მწერალმა დაწერა – მოუფიქრა სიუჟეტი, ჯერ ჩახლართა და შემდეგ გახსნა კვანძები, შემოგვთავაზა საინტერესო და მოულოდნელი დასასრული… ამის ფონზე კი ყველაფერი ცოტა მდორედ მეჩვენებოდა – მიდიოდნენ ერნესტო და ალბერტო, მიდიოდნენ და მიდიოდნენ… მათი თავგადასავალი თითქოს ყოველ გვერდზე ერთმანეთს გავდა – შიოდათ, ციოდათ, ფული არ ჰქონდათ, თავშესაფარს ეძებდნენ, მოტოციკლეტი უფუჭდებოდათ და აკეთებდნენ (ბოლოს საერთოდ გამომშვიდობება მოუწიათ მასთან და გზის ნახევარზე მეტი ნაწილი ჰიჩჰაიკინგით, გემებით და, როგორც ხედავთ, ტივითაც კი გაიარეს)…

Alberto Granado and Ernesto Che Guevara-420x0

შემდეგ საკუთარ თავს შევახსენე, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ლიტერატურული პერსონაჟები და არც დღიურში აღწერილი ამბები იყო გამოგონილი. ამას დაერთო ის, რომ წიგნის მეორე ნაწილში ჩე გევარა უფრო მეტად ინტერესდება სამხრეთ ამერიკელი ხალხით და დეტალურად გვიყვება მათი ცხოვრების შესახებ.

მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ ამ მოგზაურობამ იმაზე მეტად შეცვალა, ვიდრე თავად წარმოიდგენდა – ამას მკითხველიც კარგად ხედავს და გრძნობს. თუ თავიდან ჩე და ალბერტო საკუთარ სამედიცინო ცოდნასა და გამოცდილებას მხოლოდ თავის გამოსაჩენად და გამორჩენის მიზნით იყენებენ, ბოლოს ისინი მართლა იწყებენ იმ ადამიანებზე ზრუნვას, რომელთაც ეს სჭირდებათ.

სხვათა შორის, კეთროვანთა კოლონიის მომენტი ფილმში კარგადაა გადაღებული. დღიურებისგან განსხვავებით, ფილმი, რა თქმა უნდა, უფრო მოითხოვს სიუჟეტურობას, რის გამოც რაღაც დეტალები შეცვლილია, ჩეს პერსონაჟი კი უფრო გაიდეალებული.

წიგნის და ფილმის ბოლოში დართულია ის ფოტოსურათები, რომლებიც მოტოციკლეტისტებმა ამ მოგზაურობისას გადაიღეს. ჩემთვის, როგორც დროში მოგზაურობის სურვილით შეპყრობილი ადამიანისათვის, ძალიან საინტერესო იყო იმ ყველაფრის ვიზუალურად გაცოცხლება, რაც მანამდე წიგნში ამოვიკითხე.

დეტალურად არ ვიცნობ ჩე გევარას შემდგომი მოღვაწეობის დეტალებს, ამ  ყველაფრის შესახებ მხოლოდ ზოგადი და ზედაპირული წარმოდგენა მაქვს, ამიტომ ამ პოსტში თავს შევიკავებ მისი, როგორც რევოლუციონერისა და პოლიტიკოსის შეფასებისაგან. ცალკე აღებული ეს წიგნი კი მაინც საინტერესოა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც სურს გაიგოს თუ როგორი იყო 50-იანი წლების სამხრეთ ამერიკა – ნამდვილი სამხრეთ ამერიკა, სადაც მაჩუ-პიკჩუს მახლობლად ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ინდიელები…

che

Advertisements

5 thoughts on “ჩე(მი) მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში

  1. . says:

    around the south america <3

    ეს ვიდეო უკვე თანამედროვეობაზე მაგრამ მაინც უხდება ჩემი აზრით :))))

  2. Artanjelo says:

    პოსტი,ბლოგი თუ სტატია, აქედან რომელია ?

    ისე არაუშავს კარგია.

  3. მე ჩე გევარა ამ წიგნის წაკითხვამდე ბევრად ადრე მიყვარდა, თუ შეიძლება ასე ვთქვა პოლიტიკურ გმირზე.
    სულ სხვაა ეს ჩე, რომელიც ამ დღიურებს წერდა და აბსოლუტურად სხვა – რომელმაც კასტროსთან ერთად რევოლუცია მოახდინა და ახალი სახელმწიფო ააშენა ფაქტიურად. პირველი ჩე ძალიან იდეალისტი და ჩვეულებრივი სტუდენტია, დიდი არაფერი, ხო? აი, წიგნის მეორე ნაწილიდან უკვე ჩნდება მომენტები, სადაც ხვდები, რომ ერნესტო გევარა “ჩედ” იქცევა ოდესმე და ადამიანებს დაეხმარება.
    ახლა ავტორს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მისი ძალიან კარგი ბიოგრაფიული წიგნი მაქვს საქართველოში, ახლა გადავიკითხავდი კიდევ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s