“კლასები” კლასში

 

ხანდახან ჩემი ბლოგის არქივებს ვკითხულობ ხოლმე, უფრო იშვიათად – ჩემს დღიურებს. შეიძლება ითქვას, რომ 10 წელია ვწერ. ზუსტად 11 წლის ვიყავი პატარა ბლოკნოტში ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება რომ დავიწყე.

ასე რომ, იმ დღიდან მოყოლებული, არა მხოლოდ უშუალოდ ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების, არამედ ჩემ გარშემო მყოფი საზოგადოების შესახებაც საკმაოდ კარგი არქივი მაქვს…  ამ ჩანაწერებმა რამდენიმე დღის წინ იმ ადამიანებზე დამაფიქრა, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე რადიკალურად შეიცვალნენ – ასეთები კი საკმაოდ ბევრია ჩემ ირგვლივ. გარდამტეხი მომენტი მათს ცხოვრებებში სკოლიდან უნივერსტეტში წასვლა აღმოჩნდა.

სკოლასა და უნივერსტეტს შორის ხომ ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა. ბევრ ჩემს ნაცნობს და მეგობარს სძულს სკოლა. მეც ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ინსტიტუტია, სადაც ბავშვს შეიძლება ისე დაუმახინჯდეს ფსიქიკა, რომ ძალიან ცუდად განვითარდეს. სამწუხაროდ, მე დღეს თითქმის არ მახსენდება მასწავლებელი, რომელიც მსგავს საკითხებზე ფიქრობდა. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი კარგად გვასწავლიდნენ საგანს, თუმცა ამის მიღმა ძალიან ცოტა თუ იხედებოდა. არადა ჩვენს კლასში, ისევე როგორც, ალბათ, კლასების უმრავლესობაში ცუდი რამეები ხდებოდა.

ჩემი სკოლა ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა – აქ, ძირითადად, ვერა-ვაკის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები ვსწავლობდით. იმაზე არ ვილაპარაკებ, თუ როგორ ხდებოდა მიღება “ზემოდან’ ზარის საფუძველზე, რამხელა მნიშვნელობა ენიჭებოდა მშობლების თანამდებობებს და ა.შ.  ამ ჯერზე თავს შევიკავებ კონკრეტული მაგალითების მოყოლისაგან, რადგან, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანისათვის უსიამოვნო იყოს ამის გახსენება, მაგრამ, ზოგადად, ვიტყვი რა პრობლემა იყო – ჩემი კლასელები რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს ერჩოდნენ, დასცინოდნენ და ა.შ.

ორი ასეთი შემთხვევა იყო და დღეს მართლა ვამაყობ საკუთარი თავით, რომ არასოდეს არ აღმოვჩნდი მათ მხარეს, ბავშვობიდანვე შეგნებული ადამიანი ვიყავი და ვემეგობრებოდი და ვესარჩლებოდი მათ, ვისაც სხვები ჩაგრავდნენ. არასოდეს არ მიცდია რაიმე ხელოვნური გზებით დამემკვიდრებინა თავი. ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც კარგადაც სწავლობდა და კარგადაც ერთობოდა. ახლა ჩვენ ყველანი გავიზარდეთ, მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ჩემი კლასელები ამ ყველაფერზე, საერთოდ, არ ვიცი რაიმეს ფიქრობენ თუ არა. შეიძლება, მათი ბრალი სულაც არ იყო მათი ასეთი აზროვნება, შეიძლება, ზუსტად სკოლამ განაპირობა, რომ კლასი “კლასებადვე” დაიყო. მასწავლებელი, ალბათ, არასოდეს გავხდები, მაგრამ სიამოვნებით ვეტყოდი მათ, რომ, პირველ რიგში, ბავშვებს მათემატიკა, ფიზიკა და ბიოლოგია კი არა, ერთმანეთის და სხვების სიყვარული ასწავლონ…

P.S.: პოსტის დასაწყისში სულ არ მიფიქრია ამ თემას თუ შევეხებოდი, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და აქვე დავლინკავ ერთ საინტერესო ბლოგს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი და, რომელიც ზუსტად და კიდევ უფრო გლობალურად ეხმიანება იმ ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე – აუცილებლად წაიკითხეთ !

Advertisements

4 thoughts on ““კლასები” კლასში

  1. გეთანხმები, სკოლა უმეტესობას სძულს, მოაზროვნე ადამიანებს მაინც :ლოლ: იმიტომ, რომ ყველა საშუალო სკოლის საშუალო მასწავლებელს უნდა მთელი კლასი ერთნაირად დაზომბირებული რობოტებით იყოს სავსე და მათ ინდივიდუალურობას ადვილად გაუმკლავდეს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები მიყვარს და ყოველთვის მათ ვიცავ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომრავლებული აგრესიული და სასტიკი მოსწავლეებისა, მაგრამ ესეც ვისი ბრალია? მშობლების და აღზრდის, იმავე უფროსების, რომლებმაც არ იციან ბავშვების აღზრდა.

    უნივერსიტეტი სულ სხვაა და უზომოდ მიყვარს, მენატრება ხშირად და სკოლა ა რ ა ს ო დ ე ს!!! :დ

    • მე კიდევ ხანდახან სკოლაც მენატრება ხოლმე… მაგალითად, დღეს გამახსენდა ცნება სახელად “შატალო” – არც ლექციების და არც სამსახურის გაცდენას არ ჰქონია ის ხიბლი და მნიშვნელობა, რაც სკოლაში ჰქონდა ხოლმე ))

  2. სკოლებზე, კლასელებზე და მასწავლებლებზე საუბრისას/კითხვისას/მოსმენისას ვხვდები რომ გამიმართლა.

    ანუ, იყო ჩემთან ისიც როცა ვიღაცა ვიღაცას “აჩმორებდა” და აბუჩად იგდებდა, თუმცა ძალიან ცოტა ხნით, და ძალიან იშვიათად. იყო ისიც როდესაც მასწავლებეი ვიღაცას უმიზეზოდ უწერდა ნიშანს და ჩვენ ამას ყოველთვის ვაპროტესტებდით.

    თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვთვლი რომ კარგი კლასი მყავდა, თავისი პლიუსებით მინუსებით, მყავდა რამდენიმე გენიალური მასწავლებელი რომლებიც საკუტარი აზრის ხმამაღლა და ომახიანად დაფიქსირებისკენ მოგვიწოდებდნენ, გვყავდა იდეალური დამრიგებელი, თუმცა ცუდი პედაგოგი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მშვიდობა ჩამოეგდო ბავშვებში :)

    თუმცა, სკოლის დასრულების შემდეგ ყველაფერი დასრულდა. აი ასე, მარტივად. იმიტომ რომ უნივერსიტეტი დაიწყო. და ეხლა წელიწადში ერთხელ, მარიამის სასაფლაოზე ვიკრიბებით ხოლმე.

    ჩემი მეგობრის, უფრო სწორად კლასელის რომელიც სკოლაში მეგობარი იყო, ქორწილს ფეისბუქით ვიგებ და რაღაცნაირად გულიც მწყდება.

    ნება რომ დამრთო უზარმაზარ კომენტარს დავწერ ჩემს კლასელებზე და სკოლაზე და მასწავლებელზე და ამიტომ გავჩერდები :დ

  3. ნებას გრთავ ყოველთვის, აწ და მარადის ))))

    სხვათა შორის, ჩვენც გარდაგვეცვალა კლასელი, მაგრამ მის საფლავზეც კი ძალიან, ძალიან დიდი ხანია ერთად არ ავსულვართ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s