აჩოტები

 

მართლა არ მჯერა, რომ უნივერსტეტში სწავლის ბოლო კვირა დაიწყო. აქ, ბლოგზე, ისე მარტივად შეიძლება 2009 წლის არქივში გადასვლა, თუმცა 4 წელი გავიდა – სრული 4 წელი !

ჯერ ამ ფაქტს მართლა ვერ ვიაზრებ და, ალბათ, სანამ 7-ვე საგანს წარმატებით არ ჩავაბარებ საბაკალავროსთან ერთად, მაინცდამაინც არც ღირს თავის რამეში დარწმუნება. ახლა ყველაზე მეტად მობილიზება მჭირდება იმისთვის, რომ მომავალ წელსაც სტუდენტის სტატუსით აღარ ვწერო.

ამ 1 კვირაში ბევრი რამე უნდა მოვასწრო:

  • მოვამზადო თემა და პრეზენტაცია მედია მენეჯმენტში
  • ჩავწერო მინიმუმ 2 რადიორეპორტაჟი
  • გადავიღო სატელევიზიო სიუჟეტი
  • მეტ-ნაკლებად აღვადგინო გამოტოვებული დავალებები

და, რაც მთავარია:

  • უნდა დავიწყო საბაკალავროს წერა.

პრინციპში, დაწყებული მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი მასალაა დასამუშავებელი, რამდენიმე ადამიანსაც უნდა შევხვდე, რამდენიმე წიგნიც უნდა წავიკითხო და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ 10 დღე დამრჩა… ვერ ვიტყვი, პანიკაში ვარ-მეთქი. ვიცი, რომ თუ დამჭირდა (და, ვეჭვობ, აუცილებლად დამჭირდება) ღამეებსაც გავათენებ და დღე-ღამეს 25 საათიანსაც გავხდი (1 საათი ასეთ დროს ცოტა არ არის, დამიჯერეთ). მამაჩემს უყვარს ხოლმე სიტყვა “ცაიტნოტი”, ჰოდა დაახლოებით მაგ მდგომარეობაში ვიმყოფები ახლა მეც…

ამ ყველაფერს რომ მოვიშორებ, მერე უფრო თავისუფლად და მშვიდად შევუდგები დარჩენილი გამოცდების ჩაბარებას. იმედი მაქვს, ივნისის ბოლომდე ყველაფერს მოვაგვარებ და შემდეგ 2 თვეს დასასვენებლად და სახეტიალოდ გამოვიყენებ.

ჰო, კიდევ – საგაზაფხულო To do list მედო სადღაც, რადგან ამ პოსტში თქვენც და საკუთარ თავსაც აჩოტებს ვაბარებ, ბარემ იმასაც გადავხედავ და ვნახავ, რა შევასრულე, რა არა და რა ვერ…

  • Zumba Fitness – არ დამიწყია, სამაგიეროდ იოგაზე შევედი, ამიტომ ამ პუნქტს შესრულებულად ვთვლი : )
  • მართვის მოწმობა – არ ამიღია… ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ის მარადმწვანე პუნქტია, რომელსაც გვერდით არასოდეს დაისმება პწიჩკა ))
  • სწავლა – იხ. პოსტის ძირითადი ნაწილი ))
  • მუშაობა – ვიმუშავე და ვმუშაობ პატიოსნად, მოგვიანებით დავწერ უფრო ვრცლად ამ თემაზე 
  • მოგზაურობა – ყველაზე გემრიელი პუნქტი, რომელიც 100%-ით შევასრულე. ვიყავი სტამბულში, ვიყავი ბირთვისში, ვიყავი კახეთში და ვგეგმავ, რომ ზაფხულში კიდევ უფრო მეტ ადგილას ვიყო

მორჩა, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ ეტაპზე – დროა, მოქმედებაზე გადავიდე და new post-ის მაგივრად word-ის დოკუმენტში, სახელად “საბაკალავრო”, ვწერო : )

Advertisements

6 thoughts on “აჩოტები

  1. შენი პოსტი წავიკითხე სოფისთან და დებილივით ვიცინი. ასეთი რამ არ ვიცი კიდევ თუ ჰქონია ვინმეს ვინმესთან. ხოდა აი მე შენთან მქონდა.
    იქ კომენტარიც დაგიტოვე.

    ძილინების.

  2. ვაიმე ახლა ეს პოსტი წავიკითხე და კიდევ უფრო დებილივით ვიცინი :D

    1) იოგაზე დავდივარ მეც.
    2) მართვის მოწმობა მეც უნდა ავიღო.
    3) ნუ სწავლას კი მოვრჩი, მაგრამ მაინც მინდა რაღაცეების სწავლა.
    4) ვმუშაობ, მაგრამ მეორე სამსახურის ვეძებ.
    5) ოოოო მოგზაურობას რაც შეეხება, თებერვალში უკვე ვიყავი საზღვარგარეთ და ახლა ივლისშიც მივდივარ.

    ეჰ, ჩემი სადიპლომო რომ მახსენდება.. 2009 წლის ივნისი :D

    • კეფაზე ხალი ხომ არ გაქვს? :S :S უფრო სწორად, კეფაზე მე ხალი არა, მაგრამ ტატუ მაქვს და ა :? )))

      • ტატუ გაქვს????????
        მეც მაქვს.

        შენ საიდან იცი, მე რომ ტატუ მაქვს.
        ახლა გადავირევი :D

      • არა, მე კი არ ვიცოდი :D კეფაზე ხალის პონტში გკითხე ბაშიაჩუკში რომაა, ეგრე ))))
        Enough :D თორემ ინდივიდუალიზმის შეგრძნებას დავკარგავთ, მგონი ))) ისე კი, სასიამოვნოა შენი გაცნობა ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s