Дождь

ჩემი საგამოცდო ესე 

მედიამენეჯმენტში

ისტორია

„უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან … შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე“ (ძვ. აღთქმა, თავი მეშვიდე, 1; 4) – ეს არის ბიბლიური ისტორია იმისა, თუ როგორ შეიქმნა წვიმა, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ამის შესახებ საუბარს არ ვაპირებ. უბრალოდ, როდესაც საპრეზენტაციოდ ჩემ მიერ არჩეული მედიასაშუალების სახელსა და წარდგენაზე ვფიქრობდი, პირველ რიგში სწორედ ეს ამბავი გამახსენდა.

სინამდვილეში კი ყველაფერი 2010 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც რუსულ ტელეარხებს შორის ნამდვილი ალტერნატივა გამოჩნდა და მისი თავდაპირველი გამოჩენა მართლაც შეიძლება შევადაროთ უეცრად მოვარდნილ კოკისპირულ წვიმას. როგორც ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“ წერს, მანამდე რუსი მაყურებელი მიჩვეული იყო დამონტაჟებულ საინფორმაციო გამოშვებებსა და რუსული ესტრადის „ბრწყინვალებით“ თვალის მოჭრას, „წვიმამ“ კი მათ სრულიად ახალი და უპრეცენდენტო ხედვა შესთავაზა – მანამდე ტაბუდადებული პოლიტიკური თუ სოციალური თემები და ადამიანები, რომელთათვისაც სხვა რუსული ტელევიზიების კარები, როგორც წესი, დაკეტილი იყო.

„რაღაც ეტაპზე, რუსეთში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ შეწყვიტა ტელევიზორის ყურება, ცენტრალური არხები მხოლოდ თრეშს გვთავაზობდნენ, მოაზროვნე ადამიანისათვის კი ეს ნაკლებად საინტერესოა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ გამეკეთებინა ტელევიზია, განკუთვნილი იმ ხალხისთვის, რომელსაც მისი აღარ სჯერა.“ – ასე იხსენებს „дождь“-ის შექმნის ისტორიას მისი დამაარსებელი და გენერალური დირექტორი, ნატალია სინდეევა.

dojd_optimistic_channel

დამფუძნებელი

ნატალია სინდეევა მანამდეც პოპულარობით სარგებლობდა რუსეთში, 14 წლის განმავლობაში იყო რადიო სადგურ „ვერცხლის წვიმის“ და რამდენიმე ტელეგადაცემის გენერალური პროდიუსერი. ამბობს რომ ყოველთვის სწამდა ადამიანის განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა და სჯეროდა რომ თავი ყველა სფეროში უნდა მოესინჯა. სწორედ ამიტომ, 2009 წელს სინდეევამ გადაწყვიტა მოსკოვის ერთ-ერთ ელიტარულ უბანში თავისი სასახლე გაეყიდა და ეს ფული „დოჟდში“ საწყის კაპიტალად ჩაედო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ის არ იყო დამწყები ჟურნალისტი, რომელიც მოსკოვში თავის დამკვიდრებას ცდილობდა – 2004 წელს მას უკვე მიღებული ჰქონდა რუსეთში საუკეთესო მედია მენეჯერის ჯილდო და წოდება. ახლა კი, ბიზნესჟურნალ „The Next Women”-ის მონაცემებზე დაყრდნობით რუსეთის ათ ყველაზე გავლენიან ქალს შორის იკავებს ადგილს.

sindeyeva

თუმცა, როგორც სინდეევა „Open democracy“-სა და რადიო თავისუფლების ჟურნალისტებთან საუბარში იხსენებს, ბავშვობაში ის ჩვეულებრივი პიონერი იყო, რომელმაც ბრეჟნევის გარდაცვალების გამო გულწრფელად იტირა. ნატალია მიჩურისნკის რაიონში, ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. როდესაც წამოიზარდა, გადაწყვიტა სანქტ-პეტერბურგში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაებარებინა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ თავის მოხუცებს ვერ მიატოვებდა და ადგილობრივ ინსტიტუტში, დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო.

„მიჩურინსკში თავს ყოველთვის დატყვევებულად ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ გაცილებით მეტის პოტენციალი მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე მოსკოვში წავსულიყავი და იქ ცხოვრების 1 კვირის თავზე მე უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი ქალაქი იყო. არასოდეს შევუწუხებივარ კომპლექსებს იმის გამო, რომ ჩამოსული ვიყავი. მიზნად დავისახე, რომ რუსულ შოუბიზნესში შემეღწია და ეს გამომივიდა კიდეც. დამოუკიდებლობითა და მიზანსწრაფულობით მივაღწიე იმას, რაც ახლა მაქვს და რასაც ახლა წარმოვადგენ.“

სინდეევამ და მისმა გუნდმა „დოჟდ“-ს ოპტიმისტური ტელეარხი უწოდეს, თუმცა ზემოთხსენებულ ინტერვიუში მან განმარტა – „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ კარგ ამბებზე ვლაპარაკობთ!“

მოგვიანებით, როცა მაყურებელმა მათ ოპოზიციურის იარლიყი მიაკერა, მან აღნიშნა: „როცა ამას მეუბნებიან, მე ვპასუხობ – მოიცადეთ, თქვენ აშკარად სხვა რამეზე საუბრობთ. ჩვენ არც ბარიკადებზე ასვლას ვაპირებთ და არც გიჟი რადიკალები ვართ. ჩვენ ერთადერთი პასუხისმგებლობა გვაქვს მაყურებლის წინაშე – მას ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ!“

ამის მიუხედავად, სინდეევას არ აუკრძალავს ჟურნალისტებისათვის პირდაპირ ეთერში თავიანთი პოზიცია გამოეხატათ – მიტინგების პერიოდში, რომელსაც „დოჟდი“ აქტიურად აშუქებდა ზოგიერთ წამყვანს გულზე თეთრი ლენტი, არჩევნების გამყალბებელთა წინააღმდეგ გამოსულ მომიტინგეთა სიმბოლო ეკეთა.

„ჩვენ და ჩვენი მაყურებელიც არაგულგრილი, აქტიური მოქალაქეები ვართ, რომელთათვისაც სულერთი არ არის თუ რა ხდება ჩვენ გარშემო.“

ამის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა აპირებდა თუ არა თავად სინდეევა პოლიტიკური კარიერის მოწყობას, რასთან დაკავშირებითაც მან განაცხადა – „ მე არასოდეს ჩამითვლია, რომ რაიმე მესაქმება პოლიტიკაში, რადგან გავაცნობიერე რომ მისი არაფერი გამეგება და ის ძალიან ბინძურია.“

წარმატება და მარცხი

ამ განცხადების მიუხედავად, „დოჟდი“ ძალიან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. „The Moscow Times“-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ის აღმოჩნდა პირველი ტელევიზია რუსეთში, რომელმაც 2011 წელს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული მასობრივი დემონსტრაციები გააშუქა.

თუმცა მანამდე, 2011 წლის აპრილში საინტერესო შემთხვევა მოხდა – „დოჟდ“-ის სტუდიას პრეზიდენტი მედვედევი ესტუმრა. ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მაყურებელი გაოცებული უყურებდა იმას, თუ როგორ შესციცინებდა თვალებში ნატალია სინდეევა დიმიტრი ანატოლევიჩს.

dmitry-medvedev-nataliya-sindeyeva-2012-2-16-9-0-48

ამის შემდეგ რუსულ ინტერნეტსივრცეში დიდხანს არ ცხრებოდა ვნებათაღელვა, ბლოგერების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ აღარასოდეს აკრეფდნენ ელექტრონულ მისამართს TVRAIN.RU, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა – არხის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, ბევრმა თანამგზავრულმა და საკაბელო ტელევიზიამ „დოჟდი“ თავის ძირითად პაკეტში შეიტანა, ბიზნესმენებმა კი იქ რეკლამის განთავსება დაიწყეს.

ტელესტუდიაში სტუმრობიდან 7 თვის თავზე მედვედევმა „დოჟდი“ ტვიტერიდან ამოშალა – დეკემბერში ყველა დარწმუნდა, რომ „ოპტიმისტური ტელევიზია“ მართლაც არ ეძებდა კრემლში მფარველებს. ამის შემდეგ, „დოჟდი“ გახდა უპირობო ლიდერი ყველა იმ გამოკითხვაში, რომელიც რუსი საზოგადოების საყვარელი და ყველაზე სანდო მედიასაშუალების გამოვლენას ისახავდა მიზნად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს არის ის ჯილდო, რომელიც ამ ტელეარხმა მიიღო.

 ყველაზე საინტერესო პროექტი

          იქიდან გამომდინარე, რომ „დოჟდ“-ის ყველაზე ცნობილი სახე მისივე დამფუძნებელი ნატალია სინდეევაა, გადავწყვიტე თემის ბოლო ნაწილში არა პოპულარული სახის, არამედ პოპულარული ინიციატივის შესახებ მესაუბრა, რომელიც სწორედ „დოჟდ“-მა განახორციელა, იდეის ავტორი კი არხის კრეატიული რედაქტორი და პროდიუსერი, ვერა კრიჩევსკაია იყო – „დოჟდ“-ის პირდაპირ ეთერში ცნობილი ადამიანები არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას კითხულობდნენ.

„როდესაც ამ პროექტს ვიწყებდით, არც კი წარმოგვედგინა თუ რა შედეგამდე შეიძლებოდა, რომ მივსულიყავით – აღმოჩნდა, რომ თითქმის არავის ჰქონდა წაკითხული კონსტიტუცია. ასე რომ, ჩვენს ამ ინიციატივას არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ საგანმანათლებლო დატვირთვაც კი აღმოაჩნდა – ადამიანებმა შეიტყვეს საკუთარი უფლებების შესახებ და აღმოაჩინეს, რომ დღევანდელი რუსეთი, ფაქტობრივად, წინააღმდეგობაში მოდის მათთან.“

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ამ ყოველივეს შემდეგ „დოჟდი“ რუსეთის მომავალს, სინდეევა პასუხობს – „როგორ პომპეზურადაც არ უნდა ჟღერდეს, მჯერა რომ რუსეთს განსაკუთრებული როლი და მისია აკისრია, მჯერა რომ რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება. ძალიან კარგად მახსენდება 90-იანი წლები – როგორ მიყვარდა ის დრო ! ჩვენ ყველანი ძალიან ამაყები ვიყავით იმით, რომ რუსეთში ვცხოვრობდით და, იმედი მაქვს, ახლაც დავიბრუნებთ ამ შეგრძნებას. მე რაციონალურად ვაზროვნებ და ვხვდები, რომ ის რაც ახლა ხდება, კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს, მაგრამ ჩემი გული და სული არ ეთანხმება ჩემს გონებას – თუ ასე მოხდება, გამოდის რომ უნდა შევწყვიტოთ იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდით და რისიც გვჯეროდა. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება!“

Advertisements

9 thoughts on “Дождь

  1. უი ეგ არხი ამასწინად მომხვდა თვალში,შემდეგში მოვუსმენ აუცილებლად…

      • უი მადლობა, ისე სიმართლე რომ ვთქვათ საქართველოშიც,რევოლუციის მოყვარულ ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია,ოღონდ ტელევიზიაში :)) კარგია იქნება უახლოეს მომავალში თუ გამოჩნდება ეგეთი ტელევიზია,მომავალი შენ ხარ ასე რომ…

  2. რაღა დაგიმალო და მეც ხშირად ვფიქრობ მაგაზე :გაჯგიმვა:
    ისე, ვის ვესაუბრები? : )))

    • ხოდა იფიქრე და კიდევ იფიქრე,ფიქრმა შექმნა ადამიანი,ფიქრმა ანუ აზროვნებამ :)) ააა სახელი თუ გაინტერესებს სანდრო ვარ,უბრალოდ სანდრო,შენ თამთა გქვია,მივხვდი(ნეტა როგორ :D) ხოდა რაზზე ვწერდი და მართლა იფიქრე,შემოიკრიბე თანამოაზრეები,არ არის აუცილებელი ყველა ჟურნალისტი იყოს და გააკეთე ტელევიზია,ეს მომავალში…

      • მე უცბად მეგონა, რომ ჩემი რომელიმე facebook-ელი მეგობარი იყავი, რადგან იქ გავაზიარე პოსტი და მაგიტომ გკითხე სახელი :))
        ტელევიზიის გაკეთებას რაც შეეხება, ეგ მართლაც სამომავლო საქმეა, თუმცა სულაც არ განვიხილავ, როგორც რაღაც შეუძლებელს… ბევრი გეგმა მაქვს, მთავარია არ ვიზარმაცო და ყველაფერი გამოვა, მერე თქვენ შეაფასეთ : )

        მადლობა

  3. Ver vitan medias da dakargulad vtvli im wlebs, roca amas vswavlobdi :/ashkaraa, rom dojdic axla xelisuflebisaa da savaraudod, yoveltvis iyo, ubralod kargad nigbavdnen
    Aravis mjera me mediashi.

    • მე თუ ვიქნები ოდესმე მედიის ნაწილი, მე დამიჯერე, სოფი ))
      არ ვიცი, დოჟდის უკან რეალურად რა დგას, მაგრამ ის მიზანი, რაც აქ წერია, რომ ადამიანებისთვის, აი, შენნაირი ადამიანებისთის მედიისადმი ნდობა დაებრუნებინათ, მე რაღაც ამაღლებულად მიმაჩნია და მომწონს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s