პირველი შთაბეჭდილებები

 

მგზავრობა იყო ძალიან ხანგრძლივი – თითქმის 24 საათიანი, თუმცა მე უფრო დიდხანსაც ვყოფილვარ გზაში, ამიტომ ამას სულაც არ შევუწუხებივარ. ერთი ესაა, როდესაც საბოლოო ტრანსპორტში, ტაქსიში ჩავჯექი (მანამდე თვითმფრინავი, ავტობუსი და მატარებელი გამოვიცვალე) ძალიან მალე მივხვდი, რომ ვითიშებოდი, ისე მეძინებოდა.

დილით ადრე გამეღვიძა, მაგრამ 1 საათამდე ჩემს ოთახში ვიყავი და ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა ჩავსულიყავი ქვედა სართულზე, როგორ შევხვედროდი ჩემს ახალ თანამობინადრეებს და ა.შ.

პირველი, ვინც გავიცანი იყო არპინი – სომეხი გოგონა, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ. მასთან საერთო ენის გამონახვა (სხვათა შორის, პირდაპირ თუ გავიგებთ, ეს საერთო ენა ინგლისურთან ერთად რუსულიცაა) ძალიან გამიადვილდა. მოგვიანებით შევხვდი ჰენის, ჟუჟის და დორას – ეს გოგონები უნგრელები არიან. სამივე მათგანი ძალიან საყვარელია. საერთოდ, ამ სახლში ყველა ერთმანეთს უღიმის და ეხმარება. იმედი მაქვს, ეს ასე გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც…

მას შემდეგ რაც პროექტის ორგანიზატორებმა მომცეს ფული – 750 ლეი, მე და არპინი წავედით მარკეტში პროდუქტების საყიდლად.

როგორც არპინმა მითხრა, ჩვენი სახლი ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან, რადგან ძალიან პატარა დასახლებაა – თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ სულ რაღაც 9 672 მოსახლით (ოღონდ ეს 2002 წლის მონაცემებია და, ალბათ, ახლანდელი რიცხვი ცოტათი განსხვავებულია, თუმცა წარმოდგენის შესაქმნელად ესეც საკმარისია).

ქალაქი არის ძალიან მშვიდი და წყნარი. აქ ვერ ნახავთ მაღალ კორპუსებს – დგას მხოლოდ კერძო, ძირითადად, ორსართულიანი, ფერადი სახლები, ასევე რამდენიმე ეკლესიაც. მოსახლეობის უმრავლესობას უნგრელები შეადგენენ, ამიტომ ამ მხარეში თითქმის ყველაფერი ბილინგვურია – რუმინულ და უნგრულ ენებზე.

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ მე და არპინი სუპერმარკეტში წავედით. სალაროსთან მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ 2 თუ 3 ლეი დაგვაკლდა. შეგვეძლო რომელიმე პროდუქტი უკან დაგვებრუნებინა (გამყიდველმა ქალმა ღიმილით გვითხრა, რომ ეს პრობლემა არ იყო), თუმცა ჩვენს გვერდით მდგომმა კეთილმა ბიჭმა გადაწყვიტა, მას დაეფარა სხვაობა… მოკლედ, პირველივე დღეს ადგილობრივებზე ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება შემექმნა.

სხვათა შორის, დღეს უკვე მარტო ვიყავი სუპერმარკეტში, მინდოდა ჭვიშტრის გამოსაცხობად ჭადის ფქვილი მეყიდა, მაგრამ ვერაფრით მივაგენი… იქვე ერთი ასაკოვანი ქალი დააგორებდა კალათას. ინგლისური არ იცოდა, თუმცა მე წინასწარ შეგულებული სიტყვა Kukorica listz (სიმინდის ფქვილი) ვუხსენე. იმ მომენტში ვერ ამიხსნა სად იყო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაბრუნდა და წამიყვანა იმ ადგილისკენ, სადაც ეს ფქვილები იდო. გარდა ამისა, ჩემი დაბნეულობის წყალობით დავაქციე რომელიღაც სარეცხი საშუალებაც. ვიფიქრე, რომ მაინც გადავიხდიდი მის საფასურს, თუმცა მოვიდა მარკეტის დაცვის თანამშრომელი (აქ დავიძაბე და მოვემზადე თავის გასამართლებლად, ოღონდ არ ვიცი რა ენაზე), უბრალოდ გამომართვა ეს ნახევრამდე დაცლილი ბოთლი და საწყობში გაუჩინარდა ))

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ვისთანაც კი შეხება მქონდა, ყველა ძალიან კეთილგანწყობილი და თავაზიანია. ამას ასე ძალიან იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ აქ ჩამოსვლამდე ბევრისგან მოვისმინე, თითქოს რუმინელები ქურდბაცაცები, სომხები ანგარებიანები, უნგრელები კი ცივები იყვნენ – ჩემთვის ყველა ეს სტერეოტიპი 2 დღეში დაიმსხვრა…

ამის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა, თუმცა ყველაფერს თანდათანობით მოგიყვებით.

გორაკებს მიღმა

 

რუმინელი რეჟისორის კრისტიან მუნჯიუს ფილმს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვუყურე. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ ოდესმე ჩემი ცხოვრება რუმინეთს დაუკავშირდებოდა… პრინციპში, მაშინ ამის სურვილი არც გამჩენია – თუ რატომ, ამას თავად მიხვდებით, როცა იხილავთ რა ხდება “გორაკებს მიღმა“(strongly recommended)

Beyond the Hills

მე კი ხვალიდან, 7 თვის განმავლობაში, ჩემს ამბებს მოგიყვებით ხოლმე…

მოკლედ, დღეს, 04:40-ზე თვითმფრინავის ხმა თუ გაიგეთ, იცოდეთ – ეს მე მივფრინავ გორაკებს მიღმა :)

HONY

“The great thing about New York, is that if you sit in one place long enough, the whole world comes to you.”

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩემს news feed-ში გამოჩნდა და კიდევ უფრო შემაყვარა ის ქალაქი, რომელშიც (ჯერ) არასოდეს ვყოფილვარ.

Humans of New York ამერიკელი ფოტოგრაფის, ბრენდონ სტენტონის პროექტია. ერთი შეხედვით, სრულიად მარტივი – დადის ნიუ იორკის ქუჩებში და იღებს მის მაცხოვრებლებს. შემდეგ კი Facebook-ზე ატვირთულ ფოტოებს მათსავე ფრაზებს ურთავს – ზოგიერთ მათგანში მთელი ისტორიაა, ზოგიერთში კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა, თუმცა ეს ყოველივე ერთად რაღაც ძალიან კეთილი, გენიალური და ადამიანურია… კიდევ ის მომწონს, რომ კომენტარები, ძირითადად, არის პოზიტიური, რითიც ჩვენ დიდად განებივრებულები, სამწუხაროდ, არ ვართ.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, დანარჩენი კი იხილეთ აქ (ან, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ წიგნიც შეიძინოთ)

პოსტს წამძღვარებული სიტყვების ავტორი:

HONY

“Sometimes, when I’m going home to see her, I think: ‘Nobody should be this happy on a Tuesday.'”

hony

“We go to four appointments every week, but I don’t mind. She’s my blood.”

hony

He said: “Do what makes you happy.”
I said: “And what makes you happy?”
He said nothing, but patted his son on the back.

hony

“Do me a favor. Send this pic to every modeling agency in town, and tell them you’ve found a face that will really make people stop and stare at their products.”

hony

“Whenever I enter a room, I say: ‘The Queen has arrived!'”

hony

“My philosophy is: ‘If you like yourself, everything around you will fall into place.'”

hony

“He knows how to treat the woman right.

The only thing he can’t do right is dance”

hony

“Do what the fuck you want.”

hony

“What’s something that adults do that they shouldn’t do?”
“Punish kids. And war.”

hony

მსგავსი გვერდები მთელი მსოფლიოდან:

ამსტერდამი

პარიზი

თეირანი

ინდოეთი

ბოსტონი

რომი

ბუქარესტი

ალბათ, თბილისზეც გააკეთებს ვინმე – ნეტავ როგორი გამოვა?