Monday Morning

 

როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი. აი, შემოვდივარ ხოლმე აქ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუ ახალი კომენტარი, ლაიქი ან ფოლოუერი მხვდება ხომ საერთოდ – სიხარულით ვივსები, მაგრამ ხანდახან უხერხულობის შეგრძნებასაც მიჩენს, უფრო მაშინ, როცა ჩემი ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები კითხულობენ. ნუ, განსაკუთრებით, დედაჩემი, რომელიც მერე სულ იწყებს ამა თუ იმ თემის განხილვას ჩემთან… ერთხელ ისიც მახსოვს დაბადების დღეზე ვიყავი და შევხვდი ერთ გოგოს, რომელსაც ისე რა ვიცნობ, ჰოდა თითქმის ყველაფერი იცოდა ჩემზე. ანუ, ისე გამოდის, თითქოს უცხო ადამიანებისთვის წერა უფრო მსიამოვნებს, მაგრამ რომ დავუფიქრდე, მთლად ეგრეც არაა და ზოგჯერ მწყინს კიდეც, თუ ჩემი მეგობრები არ მკითხულობენ.

ახლა რაც შეეხება აქაურ ამბებს. გუშინ საღამოს ჩამოვიდა რუთა – მეშვიდე და ჯერჯერობით საბოლოო მოხალისე ჩვენს სახლში. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე კარგი განწყობა გვაკლდა მეთქი, მაგრამ ასე მგონია, მან კიდევ უფრო მეტი დადებითი ენერგია და მხიარულება შემოიტანა – ხმამაღალი, გულიანი სიცილი, ბრჭყვიალა თვალები, პოზიტიური შეხედულებები ცხოვრებაზე. ყველა ჩვენგანზე უფროსი და გამოცდილია, მოხალისეობაც მისთვის ახალი ხილი არ არის. მოკლედ, მჯერა, მასთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს…

დღეს ორშაბათია – რაც ნიშნავს იმას, რომ მე და ჰენი დილით ძალიან, ძალიან ადრე ვდგებით. როდესაც არ ვმუშაობდი და არდადეგები მქონდა, ხანდახან ამ დროს ვიძინებდი ხოლმე თბილისში. მე თვითონაც მიკვირს საკუთარი თავისგან, რომ საერთოდ არ გამჭირვებია ამ რეჟიმზე გადაწყობა. თუმცა ის კი ნამდვილად მიხარია, რომ ეს კვირაში მხოლოდ სამჯერ ხდება და დანარჩენი დღეების განმავლობაში თავისუფალი გრაფიკი მაქვს.

morning

ჩემს ინსტაგრამზე დავდე ეს ფოტო. მატარებლის ფანჯრიდან გადავიღე, როცა სამსახურში მოვდიოდი. ძალიან ლამაზია ხოლმე გათენება. სახლიდან რომ გამოვდივართ, ძირითადად, ბნელა, მაგრამ ნელნელა, ასე ცის კიდეებს ცეცხლი ეკიდება და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ჩვენი ვაგონი სწორედ მისკენ მიექანება (თუმცა, მთლად გაქანებასაც ვერ დავარქმევთ მატარებლის სიჩქარეს).

უკვე მესამე კვირა დაიწყო ამ გზას გავდივარ, მაგრამ სულ არ მომბეზრებია. რა თქმა უნდა, ჩემი ერთერთი საყვარელი საქმიანობით, ადამიანებზე დაკვირვებით ვარ დაკავებული. ზოგიერთ მათგანს უკვე ვცნობ კიდეც. ვიცი, რომელ გაჩერებაზე ამოვლენ, რომელზე ჩავლენ.

რადიოში, ჯერჯერობით, საინტერესოს არაფერს ვაკეთებთ. წესით, პირველი დეკემბრიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი პროექტი, ამიტომ უფრო ვრცლად შემდგომში დავწერ.

Sziastok :)

Advertisements

8 thoughts on “Monday Morning

      • კარგია რომ კარგად გრძნობ თავს და შენ საყვარელ საქმეს აკეთებ, კარგ ადამიანებთან ერთად… :) წარმატებებს გისურვებ,,,,, შენი დაიკო wasp ;)

      • ნათი, მადლობა :* მეც წარმატებებს გისურვებ. გამიხარდა შენი კომენტარი..
        ))

  1. Dedachemma ertxel waikitxa chemi blogi da ar moewona :lol: cudad wer, es ra qartuli an ra “janriao” da gamixarda kidec. Jobia isev ucxobma waikitxon, axloblebs yvelaferi gultan axlos miaqvt.

    Ruta ra sakaifo saxelia, saidanaa? Risi moxaliseebi xart, es mtlad kargad ver gavige :-/ ra misias asrulebt?
    Radios ambebi zalian mainteresebs, chemi usayvarlesi sferoa.

    Velodebi axal-axal postebs.

    • სოფი, აუცილებლად დავწერ უფრო დეტალურად ამ პროექტის შესახებ. ახლა დავფიქრდი და მართლაც პირდაპირ მოგაყარეთ ჩემი რუმინული ამბები, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ))

      რაც შეეხება რუთას – ლიტველია, თუმცა ამჟამად შოტლანდიაში ცხოვრობს. მეც მომეწონა მისი სახელი და ვკითხე რამეს თუ ნიშნავს მეთქი, ჰოდა ყვავილი ყოფილა… თუმცა ერთი ის ვერ გავარკვიე რუთაა თუ რუტა.. ხვალ უნდა დავაზუსტო კარგად (როგორც ისინი ვერ გაერკვნენ, მე თამთა მქვია თუ ტამტა ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s