December Magics

 

დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერი წელიწადის ყველაზე ჯადოსნური თვეა – ერთი რამ მინდა ვინატრო მხოლოდ, ადამიანებს, რომელთაც მისი დადგომით ზამთრის მოსვლა აშინებთ, არასოდეს გამოელიოთ შეშა ღუმელში და ცხელი წვნიანი ჯამებში…

ჩემი დილა კი რუმმეითის მიერ საწოლში მორთმეული ჩაით დაიწყო. რა შეიძლება იყოს ამაზე  თბილი და სასიამოვნო?

Tea in winter

ჰო, მართლა – კიდევ იცით სად შეიძლება იპოვოთ ბედნიერება? არაქისის კარაქის ქილაში!

მე ნუტელაზე გაზრდილი გოგო ვარ და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ თუ უფრო მეტ სიმსუბუქეს ეძებთ აუცილებლად გასინჯეთ ეს:

peanutbutter

და ბოლოს, 1 დეკემბრის კიდევ ერთი მაგია:

თინათინმა მითხრა, თბილისში უკვე დაიწყეს საახალწლო განათებების დამონტაჟებაო…ნეტავ აქაც დააყენონ, მაინც პატარა ქალაქია და ვიფიქრე, იქნებ სულ არ აქვთ მეთქი ასეთი ტრადიცია. მაგრამ როცა მაღაზიიდან სახლისაკენ მოვდიოდი, დავინახე ლამპიონზე მიდგმული კიბე და ზედ აცოცებული კაცი, რომელსაც ხელში ციმციმების დიდი გორგალი ეჭირა.

ზუსტად ამ მომენტში კი გვერდით წითელმა ტრაილერმა ჩამიარა, რომელსაც, მართალია, კოკა-კოლასთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცა მე მაინც ამ მელოდიის ღიღინი დავიწყე:

ბევრ ჯადოსნურ დღეს გისურვებთ !

Advertisements

10 thoughts on “December Magics

    • ჰო, მაგრამ ეს მეჯიქები ყველგან ხდება… ანუ იქაც, სადაც შენ ხარ :*

  1. ყველაზე გემრიელი პერიოდია,მანდარინისა და გოზინაყის გემოთი )) <3 და კიდე ბევრი ლიმონიანი ჩაი <3

  2. აუცილებლად გააკეთე რა მანდ გოზინაყი ^_^
    აი არაქისის კარაქი კიდე წელიწადის ყველა დროში უგემრეილესია :))

    • გავაკეთებ, აბა რა… დედაჩემის რეცეპტით.
      ყველაზე გემრიელი გოზინაყი გამოსდის ხოლმე <3

      • უკვე წარმოვიდგინე, რა საოცრად რომანტიკული ახალი წელი გექნება. დედასრეცეპტითგაკეთებულგოზინაყიანია, გარეთსაახალწლოგანათებებიანი და შენ სახლმონატრებული <3 ნოსტალგიურi და მშვიდი, ოღონდ მხოლოდ სასიამოვნო რომანტიკისთვის, ისიც დროებით ^_^

      • ჰო, ეს ბოლო დღეებია ცოოტათი ნოსტალგიური გავხდი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s