რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით

ამ ლექსის აუდიოჩანაწერს რამდენიმე თვის წინ გადავაწყდი.

იმის შემდეგ ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე…

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,

ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,

მარადიული ის არის მხოლოდ

და ასეთია ყოველთვის ბოლო

ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების

და მეც ამ დიდი კანონის ნებით

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

მაგრამ ამ სიტყვას ახლა

იაფი სცენის სურნელი ახლავს

რაც არც უხდება და არც სჭირდება,

ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება

მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს,

მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს

არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,

შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.

და გზა რომელიც გაიყო ორად

და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად

იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,

თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით

ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:

ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,

გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,

რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,

რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი

და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,

ჩემს დასაცავად და დასაღუპად

და რისხვა გულმა რაც დააგუბა,

რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,

წვრილმან გრძნობების წასალეკავად

გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით

შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.

და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით

და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით

იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,

დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება

რომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსად

აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.

მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი

ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,

ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს

და იმ ღიმილის უხეში ქიმი

გაგვივლის გულში…

შენ კი გახსოვდეს,

რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,

რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც

და ჩემი სულის ყველა ნაფოტი

იმ კოცონისთვის მზადდება ახლა,

რომელზეც შენი სურვილით ახვალ.

მაგრამ იქამდე შენი სახელი,

ვით ჩემი მტრების თანამზრახველი.

ან ვით ურჩხული, ცხრა ხმლით, ცხრა ხელით

დამახრჩობს, თუკი

ამოძახებას ვერ შევძლებ უცებ.

ოთარ ჭილაძე

Advertisements

9 thoughts on “რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით

  1. მაგა რაიუელა says:

    ჭილაძის გენიალურობა ერთხელაც ….. ან გამაგიჟებს ან უკეთეს ადამინს გამხდის.

  2. საოცრება გვყავს ქართველებს,გენია..
    ჩვენსას არ ვაფასებთ,სამწუხაროდ.
    “აქედან რასაც ანთებული თვალებით ვუმზერთ,
    სხვისი რომ იყოს,ალბათ,შურით გავსკდებით გულზე” .(ენვერ ნიჟარაძე)

  3. ჰოდა, ამ ბოლო დროს ფბ-ზე დაიწყეს რაღაც სისულელეების წერა და ბოლოში “ო. ჭილაძეს” მიაწერენ ხოლმე… იმედია, არ აგორდება ეგ ტალღა ))

    • ჰო, მე ამ შემთხვევაში მოსმენა იმიტომ აღვნიშნე, რომ თავად ავტორი კითხულობს და ჩემთვის ორმაგად ემოციურია…

      • kii, tan ragac damaxasiateblad kitxulobs :) dzalian mckdeba guli FB ze gavrcelebul uazro ,,gadaobebze” kvela sisuleles rom o.chiladze aceria :(

  4. ეგ იქიდან წამოვიდა, რომ ერთი ბიჭი დადიოდა და წერდა მის ფრაზებს ლექსებიდან თბილისის ქუჩებში… მერე ვიღაცეებმა ფოტოები გადაუღეს და ფბ-ზე ატვირთეს, ზოგმა ასე გაიგო, ზოგმა ისე… თუმცა, მგონი უკვე გადაიარა :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s