sleep paralysis

 

ყველაფერი დაიწყო ასე 1 წლის წინ და განმეორდა დაახლოებით 5-6ჯერ. ახლაც ამიტომ გამეღვიძა და გადავწყვიტე, ბლოგზე დამეწერა, იქნებ თქვენც გამოგიცდიათ და არ იცით, რა არის…

ღამით, ტრადიციულად, გვიან დავიძინე. ნელ-ნელა ჩავიძირე ბურანში, მაგრამ უცბად თვალები გავახილე და ზედ ჩემს ცხვირთან, ძლივ-ძლიობით გავარჩიე თეთრი კაცის მოკუნტული სხეული. რამდენიმე წამის შემდეგ გამოსახულება უფრო მკაფიო და რეალური გახდა, მე კი საბოლოოდ გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ უნდა შემშინებოდა, მაგრამ ამასობაში კაცი გაქრა და ჩემი თვალები სულ რამდენიმე მილიმეტრში აღმართულ კედელს მიაშტერდნენ. ალბათ, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი, რადგან მალევე დავიძინე და დილით ეს ამბავი აღარც გამხსენებია.

Gollum

მომდევნო გამოღვიძებისას, რომელიც, ალბათ, პირველი შემთხვევიდან 2-3 კვირის შემდეგ განმეორდა, სახე ჭერისკენ მქონდა მიშვერილი, იქ კი უზამაზარი ობობა დაცოცავდა. საერთოდ, მწერების არ მეშინია, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევა იყო. მინდოდა ავმდგარიყავი და გავქცეულიყავი, თუმცა ვერაფერი მოვახერხე. თითქოს ჩემი სხეული მე არ მემორჩილებოდა. უძრავად ვიწექი საწოლში და თვალებსაც კი ვერ ვხუჭავდი. ცოტა ხანში ობობა გაიცრიცა, გაიცრიცა და გაქრა.

გარკვევით გავიგონე საკუთარი გულის ცემა, რომელიც ძალიან იყო აჩქარებული. როგორც იქნა, საწოლში წამოვჯექი, წყალი დავლიე (ყოველთვის გვერდზე მიდგას ჭიქით) და ცოტა დავმშვიდდი.

ამ უცნაურ მოვლენებზე პასუხის ძებნა ინტერნეტში დავიწყე და თბილისის ფორუმზე ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას გადავწყდი:

Sleep Paralysis ის მდგომარეობაა, როდესაც მოულოდნელად გეღვიძება და ხვდები, რომ მთელ სხეულს დამბლა აქვს. ვერ მოძრაობ, ვერ საუბრობ, არადა მთლიანად ფხიზელი ხარ. ხშირად მას თან ახლავს გაუგებარი წარმომავლობის პანიკის ან შიშის შეგრძნება, მოჩვენებები და ჰალუცინაციები. გგონია, რომ ოთახში კიდევ ვინმე არის და მისგან საფრთხე მომდინარეობს. ასევე, გუდვის შეგრძნება, ხმაური ყურებში, სხეულიდან „გასვლა“ და ა.შ.

დამბლა ძილში ჩვეულებრივი მოვლენაა – ტვინი გამოიმუშავებს ნივთიერებას იმისათვის, რომ სხეულმა რეალურად არ შეასრულოს ის მოძრაობები, რასაც სიზმარში ახორციელებს, ამიტომ, როდესაც ადამიანი მოულოდნელად იღვიძებს და ნივთიერება ჯერ არ განეიტრალებულა, სხეული დამბლადაცემული რჩება

ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზებად მიიჩნევა:

  • სახით მაღლა წოლა
  • ძილის არეული რეჟიმი
  • ძლიერი სტრესი
  • გარემოს მოულოდნელი ცვლილება
  • გააზრებული სიზმარი – ანუ, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ძინავს

რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ ასახვა ჰპოვა ფოლკლორში და, ძირითადად, ავსულებს მიაწერენ ხოლმე.

ძილის რეჟიმის დარეგულირების შემდეგ, როგორც წესი, ეს მოვლენა ქრება.“

ახლაც, ჩემი რუმინული არდადეგების გამო მაგრად ამერია რეჟიმი და, ალბათ, მაგიტომ განმეორდა. უკვე მივეჩვიე და ისე ძალიან აღარ მეშინია, რადგან უკვე ვიცი, რაც არის. თან გადავწყვიტე მეც გამოვიყენო ეს შეგრძნებები და უკვე დავიწყე მოთხრობის წერა, რომლის გმირებსაც დაძინების ძალიან ეშინიათ და მაკონდოელების შურთ,

Advertisements

4 thoughts on “sleep paralysis

  1. რეალობაშიც გადაგივიდა შენ ჰორორები :)) მეც მემართებოდა უძლობისგან ცუდი რამეები. მაგალითად, ტანსაცმელზე , ასფალტზე და კედლებზე ფერად-ეფრადი ლაქები მეჩვენებოდა, საჭმლის გემოს ვერ ვგრძნობდი, სუნთქვა მავიწყდებოდა :))

  2. რამდენჯერმე დამემართა მსგავსი რაღაც, რისი ბრალი იყო ვერ მივხვდი. რო გავიღვიძე მეგონა რომ ვიღაცის ცივი ხელი მედო სახეზე,მიცვალებულისას გავდა, ვერ ვინძრეოდი, თითქოს მარტო თავი იყო ჩემი და ტანი არ მქონდა, მერე ნელ-ნელა გრძნობა დამიბრუნდა ტანში და მივხვდი რომ საკუთარი ხელი მედო ზედ ცხვირზე :D

  3. მარი, ჰო, მართლა არ დამატყდა თავს? :D უძილობას კი უფრო ვერ დავარქმევ, უფრო არეულ რეჟიმს – დილით მძინავს ხოლმე, მაგრამ ახლა არდადეგები დამთავრდა და მომიწევს ისევ ფორმაში ჩადგომა.

    მაგა და რედჰედ,
    ჰოდა, აი, ახლა გეცოდინებათ რა ჭირიც გვჭირს :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s