To kill a Mockingbird

 

დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემმა მეგობარმა თამთამ მკითხა, შენი ჰარი პოტერის წიგნებში ძალიან ბევრი ფული რომ გადაგიხადონ თუ გაყიდდიო (ეს იდეა იმიტომ დაებადა, რომ რომელიღაც აუქციონზე პირველი გამოშვება გაიყიდა საკმაოდ ძვირად), ჰოდა, მაშინ დავფიქრდი, რომ წიგნებს არა მხოლოდ დაწერისას, არამედ მკითხველის და პატრონის ხელში აღმოჩენისასაც თავიანთი ისტორია აქვთ. ჰოდა, აბა როგორ უნდა გავიმეტო ჩემი წიგნები, რომლებიც თოვლის ბაბუას 7  ახალი წლის განმავლობაში მოჰქონდა საჩუქრად – უკვე დიდი გოგო რომ ვიყავი, მაშინაც კი…

კიდევ ერთი ასეთი ისტორიიანი წიგნი შეემატა ჩემს ბიბლიოთეკას, დაახლოებით, 1 თვის წინ. ჩვენს სახლში დიდი აურზაური იყო, რომელიღაც პროექტის ფარგლებში ბავშვები გვყავდა მოწვეული და ვათამაშებდით. დამიძახეს, შენთვის ამანათიაო. თავიდან მეგონა რაღაც დოკუმენტები იყო, რადგან ახლა დროებით მოქალაქეობაზე მაქვს შეტანილი განცხადება, მაგრამ აი, რა დამხვდა:

To kill a mockingbird - Georgian

ამბავი არის პატარა გოგო ჭყიტაზე, მის გულად ძამიკო ჯემზე, ყველაზე კარგ მამა ატიკუსზე და კიდევ ბევრ ძალიან კეთილ ადამიანზე, რომლებიც მეიკომში ცხოვრობენ. ზოგი “ბოროტიცაა”, მაგრამ ბავშვის თვალით დანახული ბოროტება ცოტა სხვანაირია, ხანდახან სასაცილო და კომიკური, თუმცა ისეთი უბრალო და ადვილად აღსაქმელი, რომ იმის გარჩევისას, თუ რა არის თეთრი და რა შავი, აღარ იბნევი…

ჩემი აზრით, ღმერთს ერთი რაღაც შეეშალა, სამყაროს შექმნისას – ადამი და ევა კაცად და ქალად კი არა, გოგოდ და ბიჭად უნდა მოევლინა. მაშინ, მგონი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა დედამიწაზე. ყოველ შემთხვევაში, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ასე ვფიქრობ.

რამდენიმე დღის წინ ზუსტად ამ თემაზე ველაპარაკებოდი ერთ ბიჭს, ოღონდ ჯერ წიგნი დამთავრებული არ მქონდა და უფრო პესიმისტურად ვუყურებდი მსოფლიოში სიკეთის გავრცელებას. მაშინ მითხრა, სულ ცოტა ხნის წინ ამერიკაში შავკანიანებს ადამიანებადაც კი არ თვლიდნენ, მაგრამ ყველაფერი კარგისკენ იცვლებაო. “ნუ მოკლავ ჯაფარა” სწორედ ამ თემის გარშემო ტრიალებს – ზუსტად ის გარდამტეხი პერიოდია, როდესაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი ხმას იმაღლებს თანასწორობისათვის. ამავე პერიოდში, მათგან შორეულ გერმანიაში ჰიტლერის დიქტატურა მძვინვარებს.

მასწავლებელი დაფაზე დიდი ასოებით წერს “ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიააო”, ჭყიტას კი უკვირს – თუ ებრაელების დევნა დიქტატურაა, ზანგებმა რაღა დააშავესო.

ამ წიგნის კითხვისას ბევრჯერ გულიანად გაგეცინებათ, ხანდახან ცრემლიც მოგერევათ, მაგრამ როდესაც საბოლოოდ დახურავთ აუცილებლად იგრძნობთ, რომ ცოტათი უფრო კეთილი გახდით. ისწავლით, როგორ გაუგოთ ადამიანებს და როგორ ჩაძვრეთ მათ ტყავში. მერე კი, იმასაც მიხვდებით, რომ მათი უმრავლესობა ძალიანაც კარგია, როდესაც ახლოს გაიცნობთ…

Advertisements

2 thoughts on “To kill a Mockingbird

  1. რა კარგი წიგნია!!! ისე მიკვირს, ბევრისგან გავიგე, რომ ბავშვობაში არ წაუკითხავთ ეს წიგნი. მე კიდევ გამიმართლა და სოფელში, ზაფხულის არდადეგებზე, ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, ჭყიტაზე ცოტა დიდი ვიყავი და ხომ წარმოგიდგენია, როგორ მომეწონა და შემიყვარდა ეს წიგნი მთელი თავისი პერსონაჟებით. დიდი სიამოვნებით გადავიკითხავდი ახლა.

    • კი, ჩემთვისაც ისეთი წიგნია, დრო და დრო სიამოვნებით რომ გადავიკითხავ. ბავშვობაში თუ წაიკითხავ, ალბათ, კიდევ უფრო მაგარია, რადგან მეტად შეიტანს წვლილს ადამიანის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში.
      ჩემს შვილებს შევუნახავ : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s