flowerz in my brain

 

ამ დღეებში ჩემი მისამართით ხშირად ისმის კითხვა “are you ok?”… მე კიდევ საპასუხოდ ცოტათი გულგრილ, მაგრამ ამავდროულად სევდიან სახეს ვიღებ და ვამბობ “Yes, just…

თუმცა აღარავინ ელოდება ბოლო სიტყვებს, იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან… არა, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთ გოგონებს შევხვდი. გამართლება ჰო გინდა, არა? 5 უცნობთან ერთად იწყებ ცხოვრებას… ხუთივე ისეთი კარგია, ისეთი საყვარელი. უბრალოდ, მე ვარ (Just…) ცოტათი ნოსტალგიური და მარტოსული.

ეს მხოლოდ იმის ბრალი არაა, რომ სამშობლოდან (აქ შემიყვარდა ეს სიტყვა, მანამდე პათეტიკურად მეჩვენებოდა) შორს ვარ… იქაც მქონდა ხოლმე ასეთი პერიოდები. აი, ცოტა ხნის წინ  Kung Fu Junkie-ს სიმღერას ვუსმენდი, სადაც” nobody knows how does it feel to be alone with the million people”… ნეტავ, ამ ბიჭებს მართლა ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათ იციან?

არ მინდა რაღაც ემო პოსტი გამომივიდეს და ვინმემ, თუნდაც დედაჩემმა ინერვიულოს იმაზე, რომ თავს ცუდად ვგრძნობ. სინამდვილეში, მართლა არ არის ასე… უბრალოდ, საქართველო მენატრება, თბილისი მენატრება. ისევ და ისევ, კუნგ Fu ჯანქი (კუნფუ ტყნაჩი გახსოვთ? : ))) და აი ეს სიმღერა:

სიმღერა სიმღერად, მაგრამ როცა ვუსმენ ვიდეოსაც სულ ვუყურებ ხოლმე,ჰოდა ეხლა ძალიან მომენატრა ეს სიტუაცია. გვიანი გაზაფხული, კონცერტი ღია ცის ქვეშ, ბევრი ფერადი ადამიანი – ბიჭები კუბოკრული პერანგებით, გოგოები ყვავილებიანი სარაფნებით, კეტები, ზურგჩანთები, ლუდი, სიგარეტი, ჩაკიდებული ხელები, ბალახზე წოლა, მუხლებში ჩადებული თავი, ცეკვა, სიმღერა, სიცილი, ფოტოების გადაღება, კოცნა, ჩახუტება, სცენასთან დგომა და ფიქრი იმაზე, რომ ეს სიმპათიური მუსიკოსი მხოლოდ შენთვის უკრავს…

გუშინ გადავწყვიტე აქ მესეირნა… რატომღაც სახელს ვერ წარმოვთქვამ ქალაქის. ცოტა უცნაურად ჟღერს – “გასეირნება კრისტურუ სეკუიესკში”… პატარა ქალაქია, ჰო გითხარით. ალბათ, 2 საათში შემოივლი ფეხით. მე ერთი დიდი წრე დავარტყი. ბნელოდა უკვე, ქუჩაში ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა. ძალიან ცოტას რომ ვამბობ, არ იფიქროთ 20 და 30… იფიქრეთ, 3 ან 4… ან ოდნავ მეტი. დავდიოდი მეც. ყურებში ნიქ ქეივი მღეროდა და ფილმის გმირი ვიყავი – წითელთმიანი, ხუჭუჭა და მაღალი გოგო, რომელმაც შარვალი პირდაპირ ელასტიკებზე ამოიცვა, ლიფის გაკეთება კი საერთოდ დაეზარა – 2 სვიტრის და დუტის კურტკის ქვეშ მაინც არაფერი ჩანს.

მიყვარს იმის წარმოდგენა, რომ ამ დროს მართლა ვიღაც გიყურებს… ვიღაცისთვის მართლა პერსონაჟი ხარ, რომელიც ისე, უმიზნოდ დაეხეტება პატარა ქალაქის ქუჩებში და ისეთ ადგილებში ჩერდება, სადაც არაფერი საინტერესო არ არის. რას აკვირდება ნეტა ასე გულმოდგინებით? ან სად მიდის… რა უცნაურები არიან ეს გოგონები ფილმებიდან : )

eternal sunshine

მაგრამ ცუდი ის არის, რომ ზოგს ეშინია შენი. ისეთ ადამიანებს, რომლებიც გიყვარს – ოჯახის წევრებს, პირველ რიგში… ეშინიათ პატარა ბრჭყვიალა წერტილის შენს ცხვირზე, რომელიც ბრჭყვიალის გარდა არაფერს აკეთებს. ეშინიათ რაღაც პატარა ნახატების შენს სხეულზე. ნეტავ დაბადებიდან დიდი ლაქა რომ დამყოლოდა, მისიც შეეშინდებოდათ?

ცოტა ხნის წინ ერთი მოჰიპო ქომიუნითის ფოტოებს წავაწყდი ინტერნეტში და იქ ეწერა “People are so funny with their norms and rules… At first they invent different restrictions, and then can`t be happy, because don`t want to break them”. ჰოდა, დაუკვირდით რა საშინელებაა… გვქონდეს რა ეს მშვენივრად მოფიქრებული 10 მცნება, რატომ ვართულებთ ყველაფერს? განა რამე განსაკუთრებულს ვითხოვ… სინამდვილეში, ძალიანაც ჩვეულებრივი გოგო ვარ, უბრალოდ ის მინდა, რომ ეს ჩვეულებრიობა და უბრალოება თავიდან ბოლომდე ჩემი იყოს და არა სხვებისთვის და სხვებისგან ნაკარნახები.

სხვათა შორის, გუშინ “Carrie”-ს ვუყურე – არც წიგნი მაქვს წაკითხული და არც ძველი ეკრანიზაცია მქონდა ნანახი. ჰოდა, ვიღაცეებისთვის ჰორორ ფილმია, თან, ძირითადად, ცუდი შეფასებები მოვისმინე, მაგრამ ახლა საერთოდ სხვა კუთხით მინდა შევეხო. ამბავი არის გოგოზე, რომელიც განსაკუთრებული უნარითაა დაჯილდოებული. დედამისს კი, რომელსაც ძალიან უყვარს ეს თავისი შვილი, მაგრამ რელიგიური ფანატიკოსია და საერთოდ ვერ ხედავს მის უნიკალურობას, ყველგან ცოდვები ელანდება და ტვირთავს ბავშვს აუარება კომპლექსებით. ზუსტად ამიტომ ტრიალდება ყველა ის უბედურება ბოლოს, რაც ტრიალდება (უყურეთ ან წაიკითხეთ) – მაგრამ, ამ ისტორიას მსგავსი ფინალი რომც არ ჰქონდეს, ჩემთვის მაინც იქნებოდა ორი ადამიანის ტრაგედია…

carrie 2013

ჰოდა,

ერთხელ, ერთმა ჩემმა მეგობარმა დედამისს უთხრა, მარტო მინდა ვიცხოვროო… დედამისმა ჰკითხა, რატომ, უნდა იბოზოო?

მეორე მეგობარმაც უთხრა დედამისს, რომ ცალკე უნდოდა გადასვლა და ცოტა უფრო ცივილური პასუხი მიიღო “სექსი რომ გქონდესო?”

მოკლედ, საქმე იმაშია, რომ აი თქვენ, ვისაც ახლა ეს სიტყვები გულზე მოგხვდათ, თავში თვითონ გაქვთ ჩადებული რაღაც “ხიხია” თემები და მხოლოდ მის გარშემო ტრიალებთ. ადამიანს მარტო ცხოვრება იმიტომ უნდა, რომ საკუთარი სივრცე ჭირდება, საკუთარი გამოცდილება… მე აქ რომ მოვდიოდი, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ “იი, ევროპაში მივდივარ და ავიშვებ” და ზუსტად ამიტომ მწყდება გული, როცა დედაჩემთან ლაპარაკისას ამის ფარულ შიშს ვხედავ.

ისიც ვიცი, ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მისაყვედურებს, რადგან უკვე ძალიან ბევრი მკითხულობს. აღარ ვარ ანონიმური ბლოგერი – ნათესავები, მეზობლები, ათასი უცნობ-ნაცნობი (ნუ, მთლად ათასიც არა :D ). ჩემზე ბევრად უფროსი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხი და მეუბნებიან, რომ მოსწონთ. მართლა, ბოლო დროს იმდენჯერ მოვისმინე კომპლიმენტები ჩემი ბლოგის მისამართით, რომ კიდევ უფრო შემიყვარდა. ვიღაც ქვის მსროლელი ყოველთვის გამოჩნდება და ადრე ძალიან მეშინოდა მათი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შანსი არ არის ცხოვრებაში მხოლოდ კეთილგანწყობილ ადამიანებს შეხვდე. უბრალოდ, შენზეა დამოკიდებული რას მიანიჭებ უფრო დი მნიშვნელობას – კარგს თუ ცუდს.

ზუსტად მაგიტომ არის, რომ ხშირად ვურჩევ ჩემს მეგობრებს ცუდი ამბები დიდხანს არ ჩაიხვიონ გულში და არ დაიხვიონ ენაზე. არსებობს მართლა ეს კარმა და რაც გინდათ ის თქვით. კი არ გმოძღვრავთ ეხლა, უბრალოდ ჩემს აზრებს გიზიარებთ. ჩემმა ძმამ მკითხა იმ დღეს, 50 და 60 წლის ასაკში გინდა შეუცვალო შეხედულებები ადამიანებსო? არაფერი არ მინდა, მაგრამ კიდევ ერთ რამეს მოგიყვებით.

აქ ერთი ბიჭია, ერთად გვიწევს ხანდახან მუშაობა, ჰოდა ზუსტად ამ “ხიდჩატეხილობის” პრობლემაზე ვსაუბრობდით და იცით, რა მითხრა – მოიცა რა, who cares-ო… ჩვენ ვართ მომავალი, ეგენი უკვე მიდიან და რატომ უნდა გაითვალისწინოო. მე ამ აზრს არ გავიზიარებ არასოდეს და ზუსტად ეს მინდა, რომ ჩემმა, პირადად ჩემმა მშობლებმა გამიჯნონ ჩემი და თუნდაც ამ ადამიანის დამოკიდებულებები ერთმანეთისგან.

ღამის და დილის 5 საათია ერთდროულად და ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად არის…

Advertisements

11 thoughts on “flowerz in my brain

  1. სეზონურად არ ეთანხმება ეს სიმღერა შენს პოსტს, მაგრამ იდეურად მგონი კი :)

    სასწაული ფილმივით პოსტია, დიდი მადლობა! ფილმების ნახვისთვის საერთოდ ვერ ვიცლი და შენი პოსტი მისწრება აღმოჩნდა.

    ძალიან კარგად მოიყვანე “კერის” მაგალითი. მე ძველი ფილმი მაქვს ნანახი, სადაც სისი სპეისეკია კერის როლში და საშინლად კარგად ასრულებს. მშობლებს მართლა დიდი გავლენა აქვთ, მაგრამ როგორც ჩემთან დავწერე, ყველაფერი პოზიტიურად უნდა მიიღო და საკუთარი პიროვნების ზრდისთვის გამოიყენო.
    ისეთი დედები კიდევ მაოცებენ, შვილებს თავისუფლებას რომ არ ანიჭებენ და ასეთ რამეს აკადრებენ :( ეს პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ საერთოდ არ იცნობენ თავიანთ შვილებს, რომ ასეთი რაღაცები წარმოუდგენიათ :/

    განაგრძე წერა, ისე ველოდები შენს მანდაურ ისტორიებს, ფიქრებს და ყველაფერს. ჩემი აზრით, ბევრად გაიზარდე და დაბრძენდი, რაც დამოუკიდებლად ცხოვრობ მანდ.
    წარმატებებს გისურვებ ყველაფერში!

    • სოფი, როგორი კომენტარი დამიტოვე… გული ამიჩუყდა მართლა, დ ამერე, შენს ბლოგზე რომ გადმოვედი, საერთოდ ცრემლები წამომივიდა. შენნაირი ადამიანისგან ასეთ შეფასებებს რომ მოისმენ, მგონი, ცოტათი მართლა კარგი ხარ… რა ბედნიერებაა :)

      ეს სიმღერა კი ძალიან მიყვარს და მართლაც მოუხდა ამ პოსტს, მით უმეტეს რომ ჩემს გულში ახლა ზაფხული და კაშკაშა მზეა (სხვათა შორის, უმზეობას არც ამ ზამთარში ვუჩივით. მანდაც ასეთი კარგი ამინდებია?)

      დედები მეც მაოცებენ ხანდახან. იცი, სულ რა მახსენდება ხოლმე? “ოთარაანთ ქვრივში” არის ასეთი ფრაზა (ზუსტ ციტირებას ვერ მოვახდენ, რადგან ბოლოს აბიტურიენტობის დროს წავიკითხე) – როცა მშობელი ხდები, სამყაროს შენი კი არა, შენი შვილის თვალებით უნდა უყუროო… შეიძლება, შვილის მხრიდან ცოტა ეგოისტურად ჟღერდეს ახლა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როდესაც დედა ვიქნები, მაშინ უფრო ვიფიქრებ ასე.

      მადლობა კიდევ ერთხელ : )

  2. Eliza Doollittle says:

    მართლა რა კარგი პოსტია… რა რთულია, როცა შვილიც და მშობელიც უკვე ზრდასრულია. ამ დროს ალბათ ორივეს უნდა ქონდეს პირადი ცხოვრება და ერთმანეთის ცხოვრებით არ უნდა ცხოვრობდნენ… რთულია და ხან როგორი დამღლელი…
    There is only one way to avoid criticism: do nothing, say nothing, and be nothing – ასე რომ, ქვის მსროლელები თუ არიან, ესეიგი ყველაფერი კარგად გამოდის და სწორ გზაზე დგახარ ;)

    • აი, ზუსტად – ორივეს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირადი ცხოვრება. ძალიან არ მომწონს, როცა მშობლები საკუთარ თავს ივიწყებენ და შვილის ცხოვრებით იწყებენ არსებობას.
      ზუსტად ვიცი, რომ მაგაშია დამარხული ძაღლის თავი და ამის თვალსაჩინო მაგალითებიც მაქვს გარშემო ))

      მადლობა კომენტარისთვის !

      • კი, მაქედან იწყება ბევრი რამე. მშობლებმა არ იციან, რომ დგება მომენტი, when they have to let go და არიან ჩაბღაუჭებულები შვილებზე. შვილებიც მინახავს ასე, მშობლებზე გამოკერებულები მაგალითად 40 წლის ასაკში ;)

  3. აი ეგ უცნაური , ცოტა ნოსტალგიურ სევდასთან შერეული თავისუფლების და დამოუკიდებლობის გრძნობა, შენს კომპორტის ზონას რომ შორდები, შენს ქალაქს , შენს სამყაროს და დროებით მარტო შენი ხარ, არავისი სხვისი… ძალიან კარგია, თავგადასავალს ჰგავს.

    • კი, ნამდვილად თავგადასავალი და კარგი გამოცდილებაა ჩემთვის. საინტერესოა უკან რომ დავბრუნდები, მერე რა იქნება : ))

  4. სევდიანი პოსტია :/

    და, რომ გავიგო რომ ჩემი ნათესავები, ახლობლები, და ა.შ ჩემს ბლოგს კითხულობენ და რომც შემიქონ ალბათ ძალიან შევიცვლები ბლოგზე და ვიქნები ძალიან მშრალი და ისეთი როგორიც იმ ნათესავებთან ვარ :|

    • ჰოდა მე ზუსტად მაგის შეცვლა მინდა, რამდენადაც მოვახერხებ. რატომ უნდა მიწევდეს ჩემი აზრების დამალვა, როდესაც მე არ მრცხვენია მათი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s