My humble PR opinions

პოსტი მონაწილეობას იღებს

peritus group-ის კონკურსში

დაახლოებით 3 წლის წინ დავინტერესდი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი და გადავწყვიტე ის ჩემს მეორე პროფესიად მექცია. პიარს უნივერსიტეტშიც გვასწავლიდნენ – მისი ისტორია ხომ ჟურნალისტიკიდან იწყება, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. თუმცა ამ პოსტში ისტორიაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ, როგორც ბლოგის თემატიკას შეეფერება, მინდა საკუთარი გამოცდილება და ნააზრევი გაგიზიაროთ.

Public Relations

აქვე გეტყვით, რომ ჩემთვის ეს თემა კონკურსგარეთაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ამიტომ გამიხარდება, თუ კომენტარებს დამიტოვებთ და თქვენს აზრს გამოთქვამთ იმ მაგალითებზე, რომელთაც ქვემოთ მოვიყვან.

მაშ ასე,

  1. ჟურნალისტები პიარში – თითქმის ყველა ჩემი ლექტორი, რომელიც დღესდღეობით საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწეობს, ჟურნალისტიკიდან მოდის. რატომ არის დღემდე ასე გადაჯაჭვული ეს ორი მიმართულება? უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში პიარი ცალკე აკადემიური სფეროდ ჩამოყალიბდა, თუმცა მას ყოველთვის მხარში უდგას ჟურნალისტიკაც. ალბათ, ამის ძირითადი მიზეზი არის, ის, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი “იარაღი” სწორედ მედიაა. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც სოციალური ქსელები იძლევიან აუდიტორიასთან წვდომის პირდაპირ საშუალებას, უფრო პრესტიჟულად ითვლება ის ღონისძიება, რომელიც ტელევიზიაში გაშუქდა, უფრო წარმატებულად ითვლება ის ადამიანი, რომელიც ხშირად ხვდება პრესის ფურცლებზე და ა.შ.  გარდა ამისა, არის გარკვეული საერთო უნარები, რომელსაც უნდა ფლობდნენ ორივე პროფესიის წარმომადგენლები – კარგად წერა, გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა და ა.შ.
  2. პიარი ჟურნალისტიკაში – ხშირად მომისმენია მსგავსი მოსაზრება, რომ პიარი ჟურნალისტს აფუჭებს. ჩემი ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება სწორედ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს უკავშირდება, როდესაც ბოლო კურსზე სწავლის პარალელურად, “ელფის გამომცემლობის” პიარ მენეჯერი ვიყავი. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი იმაზე, მართლა შემიშლიდა თუ არა ხელს ეს მომავალში, როგორც ჟურნალისტს. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამ ორი პროფესიის შეთავსებაც შეიძლება, მთავარია არ გადაიკვეთოს თემატიკა. თუ ჩემსავით საგამომცემლო სახლის პიარში მუშაობ, ნუ გამოიდებ თავს კონკურენტი გამომცემლობების წიგნებზე წერით. შესაძლოა, ცუდი სულაც არაფერი თქვა, თუმცა ყოველი შენი სიტყვა, ალბათ, მაინც აღიქმება სუბიექტურად და, შესაძლოა, მიკერძოებულობაშიც დაგადანაშაულონ.
  3. ქათამი თუ კვერცხი – ვთქვი, ისტორიას არ შევეხები მეთქი, თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად  PR- ის ახალგაზრდა სფეროდ შერაცხვისა, მჯერა რომ იგი, როგორც ურთიერთობის ფორმა, ოდითგანვე არსებობდა და შესაძლოა თვით ე.წ. უძველეს პროფესიაზე ძველიც კი იყოს. ამის მაგალითებს ძალიან მარტივად, თუნდაც ბიბლიაში ვიპოვით…
  4. ხედვა – ერთხელ გასაუბრებაზე ვიყავი “ლიტვური პურის საცხობში” და დამქირავებელმა მკითხა, თუ როგორ აღვიქვამდი პიარს. ვუპასუხე, რომ პოზიტიურად, რადგან მართლა ასე მგონია. (მეოთხე პუნქტში მოგიყვებით, რა მიდგომა არ მომწონს მის მიმართ, მაგრამ ახლა ამ ამბავს დავუბრუნდეთ)… მოკლედ, დამსაქმებელი ჩემმა პასუხმა გააკვირვა და მკითხა, კი მაგრამ, შავი პიარის შესახებ არაფერი გსმენიაო? კი, ბატონო, როგორ არ მსმენია, მაგრამ, მჯერა, რომ ადამიანებს გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ის გზა, რომელსაც გავყვებით. ამაზე სულ ჩემი საყვარელი “ჰარი პოტერი” მახსენდება – თეთრი და შავი მაგია. ბოლოს ჰო ვნახეთ, რომელმაც გაიმარჯვა? ჩემს დასაქმებას რაც შეეხება, ზუსტად იმავე დროს გამოჩნდა “ელფის გამომცემლობაც” და არჩევანი მის სასარგებლოდ გავაკეთე. ალბათ, დამეთანხმებით, წიგნებთან მუშაობა უფრო საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია, ვიდრე საცხობში (თუმცა კი, პური და ცომეული ძალიან მიყვარს : )
  5. სტერეოტიპები – ადრე ინტერნეტში ინტერვიუ წავიკითხე ლალი მოროშკინასთან, რომელმაც ერთ-ერთ ქართულ შოუში საკუთარი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო და თქვა, რომ თხოვდებოდა. მოგვიანებით ეს ამბავი ტყუილი აღმოჩნდა და ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუში, მოროშკინამ განაცხადა – მე პიარ ტექნოლოგი ვარ, ამიტომ ვიცი როგორ ვიცრუო ისე, რომ ჩემი პროდუქტი პოპულარული გახდესო. მაშინ ამ ფაქტმა აღმაშფოთა, რადგან ისედაც, ჩემი ორივე პროფესიის მიმართ ადამიანები ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მათ ჟურნალისტები და პიარის წარმომადგენლებიც გაქნილი მატყუარები ჰგონიათ და ისეთი ადამიანები, როგორიც ლალი მოროშკინაა, ამ შემთხვევაში, ხელს უწყობენ მსგავსი სტერეოტიპის გამყარებას, თანაც არა მხოლოდ ყვითელი პრესიდან, არამედ აკადემიურ სივრცეშიც, რადგან, როგორც იმავე ინტერვიუში ამოვიკითხე, ლალი მოროშკინა სწორედ პიარის შესახებ კითხულობდა ლექციებს ერთ-ერთ უნივერსტეტში – საინტერესოა, რას ასწავლიდა საკუთარ სტუდენტებს.

ზოგადად, ჩემი შეხედულებები, შესაძლოა, ძალიან იდეალისტურია, თუმცა ვფიქრობ, რომ “საზოგადოებასთან ურთიერთობა” საკუთარი თავიდან იწყება. მე ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ უნდა იზრუნო იმ პროდუქტის, სერვისის თუ ადამიანის გაპიარებაზე, რომელიც თავად არ მოგწონს და რომლისაც თავად არ გწამს. ვიცი, რომ რეალობა ჩემი წარმოდგენებისაგან საკმაოდ შორს დგას, თუმცა თუ ოდესმე ამ სფეროში გადამწყვეტი სიტყვის თქმა მომიწევს, აუცილებლად ვიტყვი “იყავით გულწრფელები”.

Advertisements

6 thoughts on “My humble PR opinions

  1. მაგა რაიუელა says:

    ბოლოს რაც აღნიშნე ის გენიალური იყო. საზოგადოებასთან ურთიერთობა ჯერ საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება…სრული სიმართლეა.
    აქ მხოლოდ იმ საგანის გაპაიარებაზე არ არის საუბარი, რომელიც ან მოგწონს , ან – არა.
    ვფიქრობ ეს ერთგვარი ხელოვნებაა, რომ ჯერ თავდაპირველად საკუთარი თავი წარმოიდგინო იმ პროდუქტის მფლობელად და მხოლოდ ამის შემდეგ ადამიანს მიაწოდო ეს პროდუქტი საზოგადოებას. ამიტომააც გულწრფელობა აუცილებელი.
    საკუთარ თავს თუ მოატყუებ, ე.ი. სხვებს ორმაგად ატყუებ….
    მოკლედ, მე გულწრფელობის მომხრე ვარ :)

    • მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. ზუსტად გაიგე, რისი თქმაც მინდოდა. შენ გაქვს ამ სფეროსთან შეხება?

  2. ძალიან კარგად დალაგებული პოსტია, ყოჩაღ.
    მე ვსწავლობდი ერთი წელი პიარს, მერე გააუქმეს ეს “ხელოვნება” თსუ-ში და ნაწილი ჟურნალისტები გავხდით (ჰმ!), ნაწილი – სოციოლოგ-ფსიქოლოგები და ა.შ.

    ეს ისე, პროლოგისთვის :D

    ყველაფერი ბიზნესია, მარკეტინგი, რეკლამა და მაიმუნობა, მაგრამ ის პიარი, რაც საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებობს, საზოგადოებასთან ურთიერთობა კი არა, ხალხის მოტყუება და გასულელებაა. ესეც მოროშკინას მაგალითი და გეხვეწები, ისეთი შტერი თუ ხარ, ამ ქალის წიგნს ყიდულობ, მაშინ იმსახურებ კიდეც ასეთ პიარს :D

    აქ, მაგალითად, დიდი კომპანიების “პიარისტები” საერთოდ არ ჩანან ტელევიზიებში, როგორც საქართველოში, ყველგან რომ გამოდიან. ეგ საზოგადოებასთან კი არა, მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტობაა. პიარი ის არის, როცა შენს კლიენტებს სხვადასხვა ჭკვიანურ და მომგებიან (ორივე მხრისთვის) აქციებს სთავაზობ. მე “მყავს” ასეთი რამდენიმე კომპანია აქ, მაგალითად, რომელიც ყოველთვე გვიგზვანის სხვადასხვა შემოთავაზებებს, საჩუქრებს და მეც შესაბამისად, მხოლოდ მათ მაღაზიაში დავდივარ სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად.
    ანუ, ხო მიხვდი, რას ვგულისხმობ კარგ პიარში?
    პირდაპირ საზოგადოებასთან ურთიერთობას და არა – მედიიდან პოპულისტობას.

    (საშინელი კომენტარები ვიცი, რამდენს ვწერ!)

    • პ.ს. “შტერი თუ ხარ”-ში შენ არა, საზოგადოებას ვგულისხმობ ზოგადად, იმედია, სწორად გამიგე, თორემ ამ ბოლო დროს საშინელი ქართულით ვწერ და ხალხს სწყინს.

      • სოფი, მივხვდი რომ მე არ მიგულისხმე, თან წიგნი არც შემიძენია :)
        კომენტარს რაც შეეხება, პირიქით- ძალიან საინტერესოა ყოველთვის შენი აზრის მოსმენა. საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს სფერო კიდევ უფრო უკანაა, ვიდრე მსოფლიოში… სხვათა შორის, ზუსტად დღეს ვუყურე სტუდენტების გაკეთებულ სიუჟეტს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პრობლემატურობაზე (http://youtu.be/yuYglpSrroo) და ზუსტად იგივე შენიშვნა გამიჩნდა, რაც შენ დაწერე – საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურები აურ-დაურიეს ერთმანეთში.
        მაგრამ ჩვენთან ეგ ორი, ალბატ, მხოლოდ უმაღლესი დონის კომპანიებში თუა გამიჯნული, თორემ მე რომ ვწერ პიარ მენეჯერად ვმუშაობდი მეთქი, ასე მერქვა, თორემ ამის გარდა კიდევ იცი რამდენ ფუნქციას ვითავსებდი? – საზოგადოება, პრესა, კორპორატიული კლიენტები, სოც.მედია… ჰო, ოფისმენეჯერიც ვიყავი, მარტივ ტექსტებსაც ვთარგმნიდი ხანდახან ინგლისურიდან და ზოგჯერ რთულ ტექსტებსაც ვარედაქტირებდი :)
        (ხელფასი არ მკითხო :D )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s