პირდაპირი ჩართვა ჯოჯოხეთიდან

 

ახლა წესით უნდა მეძინოს. იმიტომ არა, რომ ღამეა. უბრალოდ ძალიან მეძინება, მაგრამ სტუმრად ვარ და ჩემი მასპინძელი საოცრად ხმამაღლა ხვრინავს – აი,  ვინ არის ნამდვილი ადამიანი ორკესტრი :| (მისი ვიბრაცია ბოლომდე აწეულ ყურსასმენებშიც კი აღწევს)

ხვრინვა ჩემთვის საძულველი რამეების ტოპათეულშია. ამ დროს თავს ყოველთვის უსუსურად ვგრძნობ და მგონია, რომ აღარასოდეს გათენდება. შეიძლება ჩემი პირადი ჯოჯოხეთი ასეთიც კი იყოს – მე ვერასოდეს ვიძინებდე, ეშმაკები კი გამუდმებით ხვრინავდნენ და ხვრინავდნენ…

დღეს კიდევ იცით, რისი შემეშინდა? ჩაიში შაქარს ვიყრიდი და უცბად დავეჭვდი, მარილი არ იყოს-მეთქი, ჰოდა გავსინჯე და თითქოს გემო ვერ გავარჩიე თავიდან: თან ტკბილიც იყო და თან მლაშეც… ბებიაჩემი სულ იმას იძახის, მირჩევნია კიდურები მომაჭრან ან დავყრუვდე, ვიდრე თვალის ჩინი დავკარგოო… ისე, გემოს შეგრძნება მხედველობასთან მართლა რა მოსატანია? ან რომელი გურმანი მე ვარ, რომ გამოვიდე თავი. და საერთოდ რა სიგიჟეა ეს არსაიდან მოსული შიშები ?

შიშებზე ჩემი ფობიოგრაფია გამახსენდა.  სულ მინდა ხოლმე ბლოგზე დავდო, მაგრამ ხან მავიწყდება, ხან კიდევ გამომცემლობისგან ნებართვის აღება მეზარება.  იმ დღეს გაგრძელების იდეა მომივიდა თავში. მთლად გაგრძელებასაც ვერ დავარქმევ, სულ სხვა ისტორია უნდა იყოს, მაგრამ იმავე ხაზით, ანუ თმებზე.

პრეზენტაციაზე თქვა კოშკამ, ვერასოდეს წარმოვიდგენდო ქუჩაში თუ დადის გოგო, რომელსაც თმების ეშინიაო და ხალხი ჩემკენ გამოახედა. ალბათ, სანამ მოტრიალდებოდნენ იფიქრეს ვინმე თავგადაპარსული დახვდებოდათ. მე კი ვიდექი მხრებს ჩამოცდენილი კულულებით და ვუღიმოდი:

მოგატყუეთ, მოგატყუეთ – დაცვენილი და მოჭრილი თმების მართლა კი არ მეშინია, უფრო მეზიზღება: პირსაბანში, საპონზე, სველ იატაკზე, ავტობუსში შენ წინ მჯდომი ქალის ქურთუკზე, სკოლასთან 50 თეთრად ნაყიდ ფენოვან ხაჭაპურში…

ემანუელი აღარ ხვრინავს. ჯობს, მოვასწრო და დავიძინო. დილის 5 საათი და 30 წუთია და არაფერიც არ არის კარგად. პუტკუნა და ლამაზი იუსტინას გვერდზე, კედელსა და მის მკერდს შორის საწყლად ვარ ჩაკვეხებული და გული მისკდება იმის წარმოდგენაზე, რომ რამდენიმე საათში ხანგრძლივ და ცივ გზას უნდა დავადგე. 3 დღე – 3 ჰიჩჰაიკი.

ჰოდა, იმას ვამბობდი, მაინც ჯობს დავიძინო-მეთქი. ჩემს შიშებზე, მოგზაურობაზე და კიდევ როგორ გავატარე ეს გრძელი ღამე, შემდეგ პოსტში გიამბობთ.

Advertisements

5 thoughts on “პირდაპირი ჩართვა ჯოჯოხეთიდან

  1. მაგა რაიუელა says:

    უიიიჰ, ახლა მივხვდი რაში ყოფილა საქმე… :(

    • ნანახი მაქვს ეს ფილმი, კარგია :)
      მაგ მთავარ შეგრძნებას თუ ვიპოვი, არა მგონია კიდევ დავკარგო…

  2. მე შემიძლია დავიძინო ნებისმიერ ხმაურში და ნებისმიერი სინათლის არსებობისას თუ მეძინება და ვარ ბედნიერი :3

    • ნამდვილად მშურს შენნაირი ადამიანების. უკიდურესად დაღლილი უნდა ვიყო რომ თავი დავდო ბალიშზე დამაშინვე დამეძინოს :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s