და მაინც, რას ვაკეთებ აქ?

 

უკვე 3 თვე გავიდა, რაც რუმინეთში ვარ და ბევრი რამეც მოგიყევით, თუმცა, ალბათ, გასაგებია, რომ მარტო საგულაოდ არავინ წამომიყვანდა. :D ადრეც ვახსენე, რომ ეს პროექტი რადიოში მუშაობას ითვალისწინებდა, ჰოდა ახლა მოგიყვებით უფრო დეტალურად ჩემი საქმიანობის შესახებ…

prima radio

მოკლედ, რომ ჩამოვედი, პირველივე ორშაბათს გავეშურე რადიო “პრიმაში”, რომელიც სხვა ქალაქში, ჩვენგან დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს. თავიდან, მართლა დიდი შემართებით ვიყავი – დილის 6 საათზე ვდგებოდი, არ ვწუწუნებდი, იმის მიუხედავად, რომ ამ დროს თბილი საწოლიდან გამოძრომა და გარეთ, ყინვასა და სიბნელეში გასვლა ძააალიან ძნელია.

თუმცა, გავიდა 1 თვე, 2 თვე და ვნახე, რომ რეალურად არაფერს ვაკეთებდი. თავიდან გვითხრეს, რომ გვექნებოდა ჩვენი ყოველკვირეული შოუ. მოვიფიქრეთ სახელი, ფორმატი, ყველაფერი – ჩავწერეთ, დავამონტაჟეთ, ვაჩვენეთ, მაგრამ მაგის იქით საქმე არ წასულა.

სიმართლე გითხრათ, დიდად კარგი არგამოგვივიდა, თუმცა არც შენიშვნა მოუცია ვინმეს, არც რაიმე უსწავლებია. მე, პირადად, ასეთმა განწყობამ მოტივაცია დამიკარგა და გამაზარმაცა, რაც საშინელებაა. შეიძლება, უსაქმურობის 1 კვირა სასიამოვნო იყოს, მაგრამ შემდეგ უკვე მოსაბეზრებელი ხდება.

საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებულებსკი ჩვენმა ორგანიზაციამ კარგი ამბავი დაგვახვედრა – ის ჩანაწერი, რომელზეც ზემოთ დავწერე, ლოკალური რადიოს თანამშრომლებისთვის მოუსმენინებიათ და, თქვენ წარმოიდგინეთ, დააინტერესათ.

ასე გადმოვბარგდით Vox fm-ზე, სადაც აბსოლიტურად სხვა გარემო დაგვხვდა.

vox fmპირველ რიგში, 6 საათზე გაღვიძება აღარ გვიწევს, რადგან სტუდია ჩვენი სახლიდან ზუსტად 3 წუთის სავალზეა.

ასევე, საქმე გვაქვს რეალურად: მეც და ჰენისაც მიგვყავს ჩვენ-ჩვენი მუსიკალური გადაცემები – მე ინგლისურ, მას კი უნგრულ ენაზე. გუშინ საღამოს გავიდა ჩემი პირველი შოუ და ჭკუაზე არ ვიყავით. გოგოები შევიკრიბეთ ჩემს ოთახში და ვუსმენდით ერთად.

თქვენც თუ დაგაინტერესებთ, ხუთშაბათობით, საქართველოს დროით საღამოს 10 საათის შემდეგ ამ საიტზე შეგეძლებათ ხოლმე ჩემი მოსმენა.

P.S.: ისე, რა უცნაურია – დაახლოებით 1 წლის წინ, ბლოგზე დავწერე “რაღაც ეტაპზე რადიოში სიამოვნებით ვიმუშავებდი-მეთქი” და ასე აგიხდეთ ყველაფერი :D

Advertisements

3 thoughts on “და მაინც, რას ვაკეთებ აქ?

  1. Zalian kargi xma gaqvs, dabali da mshvidi. Ertaderti, mgonia, cota meti energiit unda isaubro da gaigimo, radioshi aucilebelia gagimebuli xma. Konteqsts unda sheesabamebodes, ra tqma unda.

    Ertxel me da chemma jgufelma reklama chavweret radiostvis aknes kremis :-D chveni sircxvili cota, rom azrze ar viyavit, akne saertod ra iyo da iseti sicil-kiskisa xmebi gvaqvs, axla rom vusmen, mrcxvenia.

    Kidev sheni interviu vnaxe YouTube-ze shens fobiaze rom saubrob… zalian momewona, ra lamazi tma da titebi gaqvs tan.

    • სოფი, მადლობა კომპლიმენტებისთვის ))

      მე არ მომწონს ჩემი ხმა, რადგან ცხვირში ვლაპარაკობ და ვფიქრობ, რომ არ უხდება რადიოს. ღიმილს რაც შეეხება, მართალი ხარ – თავიდან, უბრალოდ, დაძაბული ვიყავი. თან, მარტო როცა ხარ სულ სხვაა სტუდიაში, მეც რომ მეგობართან ერთად მიმყავდეს, ალბათ, უფრო ხალისიანი იქნებოდა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s