The half

 

ზუსტად 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთის მიწაზე დავდგი ფეხი.

არ იყო ბევრი და არც ცოტა… იყო ზუსტად ნახევარი.

the half

გუშინ მეგობარს ველაპარაკებოდი და საუბარმა ალტერნატიული რეალობების თემა მოიტანა – ანუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახლა. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ ამაზე… შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მას მაინც ვეღარ შევცვლით (ზოგიერთი ფილმისა და წიგნისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები დროში მოგზაურობენ), მაგრამ მაინც საინტერესოა იმის გააზრება, თუ რომელი ნაბიჯები იყო გადამწყვეტი შენს ცხოვრებაში, რამ მოგიყვანა აქამდე და სად შეიძლება ყოფილიყავი, თუ “ასე” კი არა, “ისე” მოიქცეოდი…

აქ წამოსვლამდე ფსიქოლოგთან ვიყავი. ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩემთვის, მაინტერესებდა ეს პროცესი მართლა ჰგავდა თუ არა ფილმებში ნაჩვენებს. ცოტათი, ალბათ, რაღაც პრობლემების გადალახვის იმედიც მქონდა… მაგრამ ყველაზე საინტერესო, რაც იქ აღმოვაჩინე, ცხოვრებისეული ჯაჭვია. ვიჯექი, ვლაპარაკობდი და ვაანალიზებდი, როგორ ებმოდა ყოველი მოვლენა ერთმანეთს… თითქოს რაღაც კანონზომიერება არსებობს, რომელსაც ვექვემდებარებით, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ბევრი რამ ჩვენს ქვეცნობიერში ისე ღრმად ილექება, რომ ადვილად ვივიწყებთ.

მოკლედ, ფსიქოლოგი არ არის ადამიანი, რომელიც დაგამშვიდებთ. პირიქით, მასთან ვიზიტმა თავდაპირველად, შეიძლება, ძალიან აგაფორიაქოთ. მოგკიდებთ ხელს და შეგიყვანთ თქვენი თავის ჩაბნელებულ, გამოკეტილ ოთახებში… შეიძლება, თვითონ კარებთან დაგელოდოთ, მაგრამ თქვენ აუცილებლად შეხვალთ შიგნით და ნელ-ნელა დალაგებას დაიწყებთ. ალბათ, ზუსტად ამ მომენტში არის საჭირო დახმარება, რადგან ზოგიერთი ძალიან მგრძნობიარეა, უჭირს საკუთარი ემოციების მართვა და, შესაძლოა, ამდენ სიახლესთან შეჯახებამ (რაც, სინამდვილეში, კარგად დავიწყებული ძველია) არასასურველ შედეგამდე მიიყვანოს.

ვიცი, რომ თერაპევტთან 2 ვიზიტით, ზერელედ გავლილი ფსიქოლოგიის შესავლითა და აქა-იქ წაკითხული სტატიებით ამ თემას ვერ ამოვწურავ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ მაქვს კარგი ალღო, რაც ადამიანების გაცნობაში მეხმარება. გარკვეული პერიოდის და ზოგჯერ, პირველივე შევხედრის დროსაც კი, ვხვდები, რა იქნება ჩემი ნაცნობის რეაქცია ან შემდეგი ნაბიჯი. მგონია, რომ ვხვდები იმასაც, თუ რატომ ამბობენ ან აკეთებენ რაღაცას, რა აწუხებთ და რის დამალვას ცდილობენ.

მოკლედ, რაღა მე და რაღა ირაკლი ლომაია :D

ლომაია

რაც შეეხება, აქ გატარებულ 4 თვეს – შეიძლება ითქვას, რომ გამოვიზამთრე… ახლა კი, ველოდები გაზაფხულს, რადგან ძალიან ბევრი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი – საფრანგეთი, იტალია, ავსტრია და უნგრეთი.

რა თქმა უნდა, ჯერ რუმინეთიც არ ამომიწურავს… დარჩა რამდენიმე საინტერესო ადგილი, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ და აუცილებლად უნდა წავიდე. მერე კი, საქართველოში რომ დავბრუნდები, მანდ უნდა ვიბოდიალო!

სხვათა შორის, ვხვდები, რომ ველოდები დაბრუნებასაც. იმას ვერ ვიტყვი, რომ მეჩქარება და მზად ვარ ახლავე ფეხი დავკრა და გამოვიქცე, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვითვლი თითქოს თვეებს და ვთქვათ, უცბად, რომ მითხრან კიდევ 2-3 თვე დარჩიო, ზუსტად ვიცი, რომ უარს ვიტყვი. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი დაბრუნება იდეალურად ემთხვევა ზაფხულს – ე.ი. კიდევ ერთ და, შესაძლოა, ბოლო არდადეგებსაც კი ჩემს ცხოვრებაში (რადგან, შემდეგ, უკვე “შვებულებები” გამიჩნდება)…

travel

Advertisements

10 thoughts on “The half

  1. ”რატომღაც ვფიქრობ, რომ მაქვს კარგი ალღო, რაც ადამიანების გაცნობაში მეხმარება. გარკვეული პერიოდის და ზოგჯერ, პირველივე შევხედრის დროსაც კი, ვხვდები, რა იქნება ჩემი ნაცნობის რეაქცია ან შემდეგი ნაბიჯი. მგონია, რომ ვხვდები იმასაც, თუ რატომ ამბობენ ან აკეთებენ რაღაცას, რა აწუხებთ და რის დამალვას ცდილობენ.” – ჩემი ”დიდი” ცხოვრებისეული გამოცდილებით ვიცი რომ ეგ ალღო არც ისე ბევრ ადამიანს აქვს, ძალიან დიდი უპირატესობაა, მე თუ მკითხავ, მეც პირველივე შეხვედრიდან ვხვდები ხოლმე ვისთან მაქვს საქმე და რას უნდა ველოდე იმ ადამიანისგან, ხანგრძლივი ნაცნობობის შემდეგ ხანდახან ფიქრებსაც კი ვხვდები (ან ასე მგონია) მეგობრის სახეზე ბევრჯერ წამიკითხავს რა გაიფიქრა, არ ვიცი ცუდია თუ კარგი :/

    • მე ვფიქრობ, რომ უპირატესობაა ნამდვილად, რადგან იშვიათად თუ მქონია იმედგაცრუება ახლობელი ადამიანებისგან… და რაც უფრო ვიზრდები და გამოცდილებას ვიძენ, მით უფრო მცირდება ასეთ შემთხვევათა რიცხვი… ასევე, ჭკვიანი თუ ხარ ადამიანი, ბევრ რამეში შეიძლება “გამოიყენო” ეს უნარი – კარგადაც და ცუდადაც :)

    • შენს ნაცვლადაც ვნახავ და ჩემ ნაცვლადაც :))
      ზამთარში ვიყავი ბრაშოვში, მაგრამ არ წამომყვნენ სანახავად და გაზაფხულისთვის გადავდე. თან იქვე საკემპინგე ადგილებიც ყოფილა, გავიგე, და შეიძლება ბარემ ცოტა გავილაშქრო – წარმოიდგინე, კარავი რომ გაქვს დაცემული დრაკულას სასახლესთან ^^

  2. ასე რაა, წერე ხოლმე : ))

    აუ, არდადეგებსა და შვებულებაზე არასოდეს დავფიქრებულვარ :(

    • ოჰ, ვეკო, შენ ვის რას ეუბნები?
      მეც კი მომენატრა შენს ბლოგზე ახალი პოსტის წაკითხვა ^_^

    • ბრაშოვში ვიყავი ერთხელ, თუმცა მხოლოდ 1 დღით და ცოტა რომ დათბება ვაპირებ კიდევ.
      რუმინეთში საიდან? :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s