ბედის ირონია, ანუ ორჰან ფამუქი თბილისს მიემგზავრება

 

ეს მოხდა 2010 წლის ზაფხულში, თურქეთში, კუშადასში.

ჩანთები რომ ამოვალაგეთ, მამიდაჩემმა წიგნი ამოიღო, საიდანაც სათვალიანი კაცი მიმზერდა.

ორჰან ფამუქი

ვინ არის-მეთქი, ვკითხე.

თანამედროვე თურქი მწერალიაო.

მაშინ “ჯევდეთ ბეის და მისი ვაჟიშვილების” მხოლოდ რამდენიმე გვერდს გადავავლე თვალი და წაკითხვა სამომავლოდ გადავდე… აბა, ამისთვის მეცალა? მთელ დღეებს ან სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისების ათვისებაში ვატარებდი (სხვათა შორის, Carpe diem ერქვა და მეც ვცდილობდი, ყოველი წამი დამეჭირა) ან სკაიპში (სადაც ჩემს მორიგ სასიყვარულო ურთიერთობას ეყრებოდა არც თუ ისე მყარი საფუძველი)…

ნამდვილი სიყვარული კი თურმე “უმანკოების მუზეუმში” იყო და ჩვენც იქ შევხვდით – ჯერ წიგნის ფურცლებზე (გერმანიისკენ მიმავალს, მინსკის აეროპორტში წინა და უკანა გზაზეც 6-6 საათი მიწევდა მარტოს ლოდინი. ჰოდა, სწორედ ეს მარტოობა გადამატანინა)… შემდეგ სტამბულში ჩავაკითხე.

და წიგნების ფესტივალზეც მთელი ფული მას დავახარჯე.

ბედნიერი ვიყავი იმის აღმოჩენით, რომ საქართველოში პირველად ორჰან ფამუქი სწორედ იმ გამომცემლობამ თარგმნა და დაბეჭდა, რომელშიც მე ვმუშაობდი (ოღონდ, ჩემს მისვლამდე დიდი ხნით ადრე). რაღაც არსებობს-მეთქი, მჯეროდა…

მან კი მაინცდამაინც მაშინ მოინდომა თბილისში, ჩემს ქალაქში ჩამოსვლა, როდესაც მე იქ არ ვარ.

დედას გეფიცებით, ზუსტად ისე ვეჭვიანობ, როგორც შეყვარებული ქალი. მშურს ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გაესაუბრება ან უბრალოდ მოუსმენს…

მაგრამ იქნებ ასეც უნდა იყოს? იქნებ ჩვენი პირველი, ნამდვილი შეხვედრა არ უნდა ჩაიკარგოს მის სხვა თაყვანისმცემლებს შორის? იქნებ ის ყველაფერი, რაც უკვე მოგიყევით იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ოდესმე აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს.

მაგალითად, სტამბულში…

ორჰანს თამთასგან

P.S.: მაგრამ თუ ჩემთვის ერთ ზედმეტ ავტოგრაფს გამოართმევთ, მაინც გამიხარდება : ))

Advertisements

4 thoughts on “ბედის ირონია, ანუ ორჰან ფამუქი თბილისს მიემგზავრება

  1. მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ მოსაწვევის ასაღებად ვერ მოვიცალე. დრო არ მქონდა. ხოდა უკვე გათავდა. ვზივარ ეხლა და თავს ვიმხნევებ რომ ითს ოქეი. რომ აუცილებლად შევხვდები სხვა დროს, მერე რა რომ ისე არ მიყვარს როგორც შენ, ან ვასასიკოს. უბრალოდ მასთან საუბარი და მოსმენა იქნებოდა სასიამოვნო.

    • ნამდვილად საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ!
      და იმედი მაქვს ოდესმე, თუნდაც როგორც ჟურნალისტს მექნება ეგ შესაძლებლობა :)

  2. Vagiareb, Pamukis mxolod “tetri koshki” maqvs wakitxuli da didad agtacebuli ar davutovebivar. Sxva nawarmoebamde jer ver mivagwie…
    Sheni echvianoba warmovidgine, uceb Kundera rom chasuliyo Tbilisshi, gavgijdebodi.

    Da is momwons, Stambuls rom wer da ara StambOls, yoveltvis mjeroda, U-ti iwereba da marto ar vyofilvar :-)

    • ჰო, ამ ამბავზე დიდი დავაა ხოლმე, მაგრამ მე სტამბული უფრო მომწონს. თუმცა, მაგალითად, თვითონ ფამუქის წიგნი “სტამბოლად” თარგმნეს… არ ვიცი, ეს “ო” საიდან მოვიდა :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s