on my mind

 

გუშინ დავბრუნდი მოხალისეთა შემაჯამებელი შეხვედრიდან, სადაც ძალიან კარგად გავერთე, ახალი მეგობრები შევიძინე, ახალი იდეები გამიჩნდა და იმის საშუალებაც მომეცა, რომ დავფიქრებულიყავი გასულ 5 თვეზე.

ცოტა ხნის წინ თინათინმა მომწერა, შენი პოსტებიდან ვხვდები, რომ გაიზარდე და უფრო თავდაჯერებული გახდიო. შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ მე თვითონ საკუთარ თავს დიდ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ. ალბათ იმიტომ რომ არასოდეს ვყოფილვარ ძალიან მორცხვი, ჩაკეტილი ან ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანი. განვითარებითაც ყოველდღიურად წინ მივდიოდი,  თუმცა, რა თქმა უნდა, აქ მიღებულმა გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივზე მეტად შეცვალა და ბევრ რამეში დამეხმარა. მაგალითად, დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებაში.

მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს პუნქტი ბოლომდე გამწვანებულა, რადგან აქ უზრუნველყოფილი ვარ საცხოვრებლით, არ მიწევს კომუნალური გადასახადებისთვის ფულის ხარჯვა და ა.შ. ნამდვილი დამოუკიდებლობა ის იქნება, თუ უკან დაბრუნებული მოვახერხებ ეს ყოველივე საკუთარ თავზე ავიღო.

მოდი, დავარქვათ ჩემს აქ ცხოვრებას რეპეტიცია თავისუფლებისათვის.

გარდა ამისა, ვაგრძელებ ფიქრს იმაზე, თუ რა მინდა გავაკეთო უახლოეს მომავალში. სულ რაღაც 2 წლის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მარკეტინგში მუშაობა მინდოდა, ახლა ისევ ჟურნალისტიკისკენ მოვტრიალდი და თან ისე, რომ თუ ჩემი გეგმა განვახორციელე, შესაძლოა, გარკვეული წვლილი შევიტანო მის წინსვლაში.

თუმცა საღი აზრი და თვითშეფასების უნარი ჯერ არ დამიკარგავს – სანამ რაიმე სფეროს განვითარებაზე ზრუნვას დავიწყებ, ჯერ მე თვითონ უნდა განვვითარდე ამ მიმართულებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ამაში საბოლოოდ მაგისტრატურა დამეხმარება.

რადიოში მუშაობა ძალიან მომწონს… მართალია, ჩემი პროექტი მთლად ჟურნალისტიკა არ არის, თუმცა მაინც მედია სივრცეში ვტრიალებ და ეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი მეგობარი სალომე რამდენიმე თვეა რადიო “ჯიპასთვის” გადაცემა “იმპულსს” ამზადებს და საშინლად საინტერესო თემები აქვს ხოლმე – აი, თუნდაც დღევანდელი ჩანაწერი მომავლის ჟურნალისტიკაზე.

მიხარია, რომ ბევრი ჩემი მეგობარი უკვე სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. თუნდაც, გიორგი გოგუა – ბიჭი, რომლითაც ვამაყობ. კარგად მახსოვს, როგორც დაიწყო – წერდა და რედაქციებში მიჰქონდა. მერე “კვირის პალიტრაში” სვეტი მისცეს, მერე “ლიბერალში” გადავიდა – ავღანეთში გაუშვეს გადასაღებად, უკრაინაში თვითონ წავიდა. დღეს, თუ არ ვცდები, პირველ არხზე და რადიო თავისუფლებაშია. ზუსტად რამდენიმე წუთის წინ გადავაწყდი მის ფოტოს, სადაც თურმე სკოლის დამამთავრებელი კლასების ბავშვებს ჟურნალისტიკაზე ესაუბრება. კი, მას ნამდვილად აქვს ამის უფლება : )

იმედი მაქვს, რომ მალე საკუთარი თავითაც ასე ვიამაყებ… EVS-მა მომცა ის ყველაფერი, რაც საფუძვლისთვის მაკლდა. პიროვნულად, პროფესიულად – ყველა მხრივ შემამზადა შემდეგი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის.

ახლა კი ზუსტად 3 თვე დამრჩა – მოგზაურობის, გართობისა და მუსიკის 3 თვე.

Advertisements

4 thoughts on “on my mind

  1. ძალიან კარგი პოსტია, თამთა.
    კომენტარებს ვერ ვტოვებ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ ახალ პოსტებს და შენს მანდაურ ამბებს!!!
    წარმატებებსა და სასწაულად საინტერესო თავგადასავლებსა და გამოცდილებებს გისურვებ!

    • სოფი, მადლობა… ახლა ჩემთან საკომენტაროდ სად გცალია, ვიცი :* მიხარია, რომ მკითხულობ. მეც გგულშემატკივრობ !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s