გადაfaceბა

 

ამ პოსტს facebook-ზე არ დავაშეარებ.

ზუსტად 56 დღის წინ დიდი ხალისით და შემართებით წამოვიწყე ვირტუალური თამაში 100 happy days, რომლის იდეაც არის, რომ ადამიანებმა შევამჩნიოთ ის მცირედი დეტალები, რაც გვაბედნიერებს და გავუზიაროთ გარშემომყოფებს და არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ ყველას, ვინც დარეგისტრირებულია facebook-ზე…

ალბომს ალეგორიულად დავარქვი ალექსანდრ სუპერტრამპის სიტყვები “happiness only real, when shared” და, მგონი, არც ერთ საქმეში რომ არ გამომიჩენია, ისეთი სიბეჯითით დავიწყე ყოველდღე სურათების ატვირთვა… თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ დანებებაც არ მინდოდა, რადგან ერთგვარი აზარტი გამიჩნდა, დამესრულებინა “თამაში”, რომელშიც თურმე მონაწილეთა 71% ჩაფლავდა (სიტყვა Fail-ის ასე თარგმნა ძალიან მომწონს :D )

ბოლოს გადავწყვიტე, ალბომი უბრალოდ დამეხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების ატვირთვას გავაგრძელებ, თუმცა მათ მხოლოდ მე დავინახავ. შესაძლოა, ოდესმე მომინდეს და გავხსნა, თუმცა ამ ეტაპზე მართლა არ მაქვს სურვილი ჩემი ბედნიერებები ვაშეარო … და არა მხოლოდ ეს, სხვა ალბომებიც ჩავკეტე. იცით რამდენი იყო?

უცბად პროტესტის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ, რომ ასეთი სიხშირით ვპოსტავ ჩემი ყოველი ნაბიჯის შესახებ. ოღონდ არა იმიტომ, რომ ვირტუალური ცხოვრებით ვცხოვრობ – პირიქით, ძალიან აქტიური რეალური ცხოვრება მაქვს და ჯობს მას ფასი არ დავუკარგო.

ბევრმა თქვენგანმა, შეიძლება, ვერ გამიგოს და ეს პოსტიც კი დამიპირისპიროს – მაშინ აქ რაღატომ წერო? თუმცა ასეც არ განვდგომილვარ ვირტუალურ სივრცეს… გონიერებისა და ზომიერების ფარგლებში ყველაფერი კარგია. ხანდახან, გაბრაზებულ გულზე facebook-ს რომ ვაუქმებთ ხოლმე, სინამდვილეში ეგ, ისევ და ისევ facebook-ისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მიმნიჭებელი ქცევაა. მე თვითონ რამდენჯერმე მოვიქეცი ასე – ხან 2 დღით, ხან 1 კვირით… თუმცა შემდეგ ისევ ვბრუნდებოდი და ვაგრძელებდი ძველებურ რეჟიმში პოსტვასა და სქროლვას…

დღესაც გამიელვა თავში გაუქმების იდეამ, თუმცა უცბად მივხვდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს, თუ მალე ისევ უნდა აღადგინო. უბრალოდ გადავწყვიტე შედარებით პასიურ მომხმარებლად ვიქცე და ჩემმა მეგობრებმა ჩემი ამბები არა საქვეყნოდ დაშეარებული პოსტებიდან, არამედ პირადად ჩემგან გაიგონ.

Advertisements

11 thoughts on “გადაfaceბა

  1. ჰაააჰ, როგორ მესმის თამთ შენი :)
    ხო, ხანდახან როგორი დამღლელი მუდმივი თვითპრეზენტაციები ამ ვირტუალურ სივრცეში…

    ახლა უცებ წარმოვიდგინე ალექსს ფბ–სამყაროში ეცხოვრა და თავისი ყოველი ნაბიჯი ეპოსტა სოციალურ ქსელებზე ))) გამეცინა.

  2. ეეე o_O ზუსტად მაგას ვშვები. 2 დღის წინ გადავწყვიტე აღარ ვიაქტიურო ფეისბუქზე, უბრალოდ საკონტაქტოდ გამოვიყენო. ალბომები წავშალე, სტატუსებსაც კი ვშლი ძველს.

    • ჰო და თან ძალდატანება კი არაა საკუთარი თავისთვის, როგორც ვთქვათ, გაუქმების შემთხვევაში იყო ხოლმე, დღეებს რომ ვითვლიდი, როდის აღვადგენდი… რაღაც ბუნებრივად მოხდა ასე :)

  3. ზუსტად ორი წლის წინ წავშალე ჩემი ფბ და მახსოვს, მთელ ფეისბუქეთზე გაბრაზებული ვიყავი :D მერე მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში იყო და ვეცადე, გამომესწორებინა. იგივეა, რაც სიგარეტზე იყო დამოკიდებული ან სხვა რამეზე და მხოლოდ საკუთარ თავში გეგონოს პრობლემა. ანუ, თუ სიგარეტს არ გადააგდებ, საკუთარ თავზე იმუშავე, რამდენიც გინდა, არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვწერ :D
    მოკლედ, ვთვლი, რომ ფბ დროის უაზრო ხარჯვაა და ამ ბოლო დროს უკვე ტვიტერიც ასეთი მგონია, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა წიგნი მშვიდად ვერ წამიკითხავს და მუსიკისთვის ისე ვერ მომისმენია, რომ თავში არ გამიელვოს მათი სადმე “დაშეარება”. არ ვიცი, ცუდია ეს თუ კარგი, მაგრამ ყველა ადამიანს სჭირდება პრივატულობა და სოციალური ქსელები კიდევ საჯაროდ აქცევენ ყველაფერს და აუფერულებენ.

    • ჰო, აი, ზუსტად ეგ მომენტია. ალბათ, ამით “სელებრითობის” ჟინს ვიკლავთ ჩვენში :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s