ვამა ვეკე, ანუ შავი ზღვა, საიდანაც მზე ამოდის

 

ყველას, ვისაც კი ვამა ვეკეს ვუხსენებდით, თვალებში ეშმაკურად უციმციმებდათ ერთი ფრაზა:

sdrnr

ყოველი წლის პირველ მაისს, რუმინეთის ერთ პატარა, ზღვისპირა სოფელში, რომელიც ბულგარეთის საზღვართან მდებარეობს, სეზონი იხსნება ხოლმე… ამას, რა თქმა უნდა, არ დავაკლდებოდით – მოვიკიდეთ ჩვენი ზურგჩანთები (სხვათა შორის, ახალი, სალაშქრო, იასამნისფერი ზურგჩანთა მაქვს Decathlon-დან) და გავუდექით გზას ტრადიციულად ჰიჩჰაიკით.

SuzzArpi

1 ღამე ბუქარესტში გავათენეთ, მეორე დღეს კი უკვე ზალიკოც შემოგვიერთდა და სულ რაღაც 3 საათში ვამა ვეკეზე ვიყავით.

ჩვენთვის ჰო ემოციური იყო, მაგრამ არპინემ სულ, სულ პირველად ნახა ზღვა. წარმომიდგენია, რა ხდებოდა მის გულში… თუმცა ჩემთვისაც არანაკლები იყო. პოსტი ისე დავიწყე, რომ ახლა შეიძლება ზედმეტ რომანტიკადაც კი მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ რუმინეთში ყოფნის მანძილზე არსად და არასდროს ისე კარგად არ მიგრძნია თავი, როგორც იქ და მაშინ…

ჩვენი კარავი სხვა მოხალისეებთან ერთად გავშალეთ. შუაგულში პატარა წრესავით დავტოვეთ, სადაც ვისხედით, ვთამაშობდით, ვლაპარაკობდით, ვსვამდით და ა.შ. აი, ასე გამოიყურებოდა ჩვენი კემპინგი:

camping

პირველ ღამეს საერთოდ არ მძინებია. დილამდე სანაპიროზე, ცეცხლთან ვიჯექი და ველოდებოდი მზის ამოსვლას შავი ზღვიდან… ჩვენთვის ჰო ყოველთვის პირიქითაა – მზე ზღვაში ჩადის… ერთ ზაფხულს, მე და ირმა ერთად ვიყავით ქობულეთში. დილით მითხრა, მთელი ღამე მზის ამოსვლას ველოდებოდი ზღვაზე… მაშინ მაგრად დავცინე და აი, რამდენიმე წლის მერე მე თვითონ რეალურად მოვხვდი შავი ზღვის დასავლეთით. ამ სანახაობის ძალიან უხარისხო ფოტო მაქვს, რომელსაც აქ არ დავდებ, თუმცა მე ყოველთვის გამახსენებს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღამეს ჩემს ცხოვრებაში, რომელიც, ალბათ, ისედაც არასოდეს დამავიწყდება (და რომელიც მხოლოდ მზეს და ზღვას, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება :D )

ბლოგზე ისიც დამიწერია, რომ საქართველო მენატრებოდა… ისიც, რომ რუმინეთში ყოფნა მომწონდა და კმაყოფილი ვიყავი ჩემი არჩევანით აქ 8 თვე გამეტარებინა, მაგრამ ახლა, როცა ამ 8 თვის ამოწურვას აღარაფერი უკლია, ვხვდები, როგორ ძალიან გამიჭირდება წამოსვლა, მით უმეტეს, ზაფხულში – ყველაზე კარგ სამოგზაურო სეზონზე, როცა ჩემი აქაური მეგობრების რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ რუმინეთში იქნება და მე მხოლოდ facebook-დან უნდა ვუყურო მათ ფოტოებს… ამის წარმოდგენაზეც კი ცუდად ვხდები.

ვიცი, ჩემს ოჯახს და მეგობრებს ცოტათი ეწყინებათ, მაგრამ ასეა – არ მინდა წამოსვლა… არასოდეს, არასოდეს განმეორდება ის, რაც იყო. მეშინია იმისაც, რომ ამ ადამიანებს ვეღარ შევხვდები და ეს ყველაფერი დღითი-დღე წარსულში გადაინაცვლებს, ყოველდღიურობის რუტინაში ჩაიკარგება.

მერე ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე – ჯერ კიდევ 7 კვირა გაქვს-მეთქი წინ.

ეჰ, მხოლოდ 7 კვირა… :(

Advertisements

7 thoughts on “ვამა ვეკე, ანუ შავი ზღვა, საიდანაც მზე ამოდის

  1. თამთა, რა მაგარია!!! რამდენჯერმე გადავიკითხე ეს პოსტი და ჩემი “ახალგაზრდობა” გამახსენდა :D წინ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გქონია და ისიამოვნე ბოლომდე!
    სახლში დაბრუნება კარგია, მაგრამ ასეთი თავგადასავლებიდან არა, კარგად მესმის შენი.

    • მადლობა, სოფი… ადრე დავწერე, დაბრუნება წასვლაზე სევდიანია მეთქი და აი, კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ ასეა… თუმცა, სადაც “ბრუნდები”, ალბათ, მართლა იქ არის შენი სახლი. მაგრამ მე ამ დღეებში ამეკვიატა იდეა, რომ მთელი დედამიწა ჩემი სახლია. ))

      • ასეცაა და იმიტომ. მთელ მსოფლიოშ შემიძლია ამაზე შევეკამათო, რომ მთელი მსოფლიო ჩვენია, ანუ ვისაც სად უნდა, იქ უნდა წავიდეს და იცხოვროს, ბედნიერი იყოს მთავარია.

  2. ჩაგერთვებით და გეტყვით რომ სულ მიტრიალებს ხოლმე ეგ აზრები თავში რაზეც თქვენ საუბრობთ ახლა, მერე რა რომ ვიღაც ქართველია ვიღაც იტალიელი, ვიღაც ალჟირელი, ვიღაც ავსტრიელი, მთავარი ხომ ისაა რომ დედამიწაზე ვცხოვრობთ და ეს დედამიწა ყველასი ერთნაირადაა… :) ჰოდა ვკითხულობდი ახლა შენს პოსტს და მომინდა ჩემი დედამიწის ნახვა და ფეხით შემოვლა.. რამდენი რამე არ ვიცი და არ მინახავს და ვნახავ კიიი? ყველაზე მეტად მოგზაური ადამიანების “მშურს” თუკი ამას შეშურება ქვია… ზოგჯერ ალბათ ვერც კი ხვდებიან რა მდიდრები არიან… ნახევარ ცხოვრებას გავცვლიდი ერთ ჩემოდანში და ბევრ ბილეთებში :)

    ძალიან, ძალიან ბევრს და დაუვიწყარ თავგადასავლებს გისურვებ!

    • გამარჯობა,

      ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის და სურვილისთვის… კიდევ ერთი, რაც შეიძლება ცოტათი “შეგვშურდეს” ის პრივილეგიაა, რომელიც, თუნდაც ევროკავშირში დაბადებულ ადამიანებს აქვთ – მათთვის თითქმის ყველა ქვეყნის კარი ღიაა… ჩვენ კი ამის მისაღწევად დამატებითი პროცედურები გვჭირდება.

      თუმცა, მაგალითად, რუმინეთი, იმის მიუხედავად რომ ევროკავშირის წევრია, შენგენის ვიზებს არ გასცემს – შესაბამისად, რაც აქ ვარ მის საზღვრებს არ გავცდენილვარ, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი მოგზაურობა ერთი წუთით არ ყოფილა უინტერესო.

      ამიტომ ვაპირებ, როცა ჩამოვალ, პირველ რიგში საქართველო მოვიარო – მისი 20 % მაქვს, ალბათ, ჯერ ნანახი… შემდეგ ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ამასობაში, იქნებ, უვიზო რეჟიმიც გვეღირსოს :D (თუ არადა, არც ეგაა პრობლემა)

      ჰო და ბოლოს, შენს ბლოგზე პირველად მოვხვდი ამ კომენტარის საშუალებით. ძალიან მომეწონა – ჩათვალე რომ დღეიდან ახალი მკითხველი გყავს :)

      • გაიხარე ჩემო კარგო… მუდამ დაგელოდები და ვეცდები სასიამოვნო საკითხავები დაგახვედრო…. უამრავ თავგადასავალს გისურვებ მთელი გულით <3 რაც მე ასე ძალიან მაკლია !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s