summertime

 

გუშინ ჩამოვედი ბათუმიდან, სადაც ჩემს მეგობარ ირმასთან და მის მეგობარ ელენასთან ერთად ვისვენებდი. ელენამ და ირმამ ერთმანეთი EVS-ის დროს, საფრანგეთში გაიცნეს და ახლა 2 კვირით ჩამოაკითხა.

მეც, როგორც მოცლილი, მათთან ერთად დავდიოდი ხოლმე. თან ისედაც მქონდა ეგ გეგმა, საქართველოში ტურისტად ვქცეულიყავი.

ახალი ადგილები, რომლებიც ამ 2 კვირის განმავლობაში ვნახე – გერგეთი და აჭარის მთიანეთია.

რამდენჯერ გაგვიტკეპნია ქობულეთი-ბათუმის გზატკეცილი, თუმცა გზიდან არასოდეს გადაგვიხვევია. გუშინწინ, წამოსვლამდე, რამდენიმე საათი გამოვნახეთ და სოფელ მახუნცეთში წავედით. მანამდე ისიც გვინდოდა, უფრო მაღლა ავსულიყავით, თუმცა საბოლოოდ ვიზარმაცეთ და ჩანჩქერისა და ხიდის ნახვას დავჯერდით.

20140723_173452  20140723_155025

სხვათა შორის, ეს იყო ადგილი, სადაც 2 კვირიანი მოგზაურობის განმავლობაში ელენამ პირველად თქვა სიტყვები “როცა საქართველოში დავბრუნდები…

ბევრი რამ უკვირდა ქართველებისგან – მანქანას რანაირად ატარებთო, ადგილს რატომ მითმობთო, ყველაფერზე რატომ მპატიჟებთო, რატომ არ იღიმებითო,  ამ პაპანაქება სიცხეში ჯინსის შარვლებით რატომ დადიხართო და ქუჩაში ბიჭები რატომ მოგვდევენ “ძივჩონკი, ძივჩონკის” ძახილითო…

ჰო, როგორც ჩანს, აჭარაში წელს მართლა განსაკუთრებულად ელიან უკრაინელ გოგოებს… იმდენად, რომ ჩვენც მათი წარმომადგენლები ვეგონეთ. საერთოდ, ძალიან სასაცილოა – უკვე ოდნავ მაინც ღია ფერებში თუ ხარ, თავიდანვე რუსულად გელაპარაკება ყველა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი აღმოაჩენთ რომ ორივენი ქართველები ხართ :D

ასეთი გამოკიდებები განსაკუთრებით ქობულეთში შეიმჩნეოდა, სადაც, მგონი, მარტო ბიჭები ისვენებენ. ჩვენ პირველი 3 ღამე იქ გავჩერდით და მართლა შევამჩნიე, რომ ბიჭები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობდნენ და თვალებს ხარბად აცეცებდნენ. ნუ, გასაგებია – მზეა, ზღვაა, ირგვლივ (წესით) გარუჯული გოგონები უნდა დასეირნობდნენ ფერად-ფერად საცურაო კოსტუმებში, ხვდებოდნენ ბიჭებს და აბამდნენ საზაფხულო რომანებს, მაგრამ ნუურას უკაცრავად )))) ქობულეთის პარკში შევესწარი ერთ ასეთ ფაქტს – 2 ახალგაზრდა ბიჭი მოდიოდა, ცოტათი ნასვამები იყვნენ და ერთმანეთს უაზროდ ეჯაჯგურებოდნენ… იქვე გვერდზე მესამე მთვრალი კაცი მოფრატუნობდა, მოუბრუნდა ამათ შეწუხებული და წადით, ეს ენერგია სადმე სხვაგან დახარჯეთო და კლუბისკენ მიანიშნა…

…მაგრამ იმ კლუბთანაც ბიჭების დიდი ჯგროს მეტი არავინ იდგა :D

აი, აქ კი მე და ირმამ ერთმანეთს გადავხედეთ და გადავწყვიტთ – “არავითარი სუფთა ზღვა, ხვალ ბათუმში გადავდივართ…”

ასე აღმოვჩნდით ძალიან ოჯახურ ჰოსტელში, რომელიც ზედ ჩვენი საყვარელი “პრივეტის” თავზეა და გავატარეთ 3 ძალიან საინტერესო, თავგადასავლებით სავსე დღე .

ბათუმში ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა, მგონი, მხოლოდ წელს შემიყვარდა ეს ქალაქი. თითქმის ყველა ახალი შენობა მომწონს, რასაც მაგალითად თბილისზე ვერ ვიტყვი. და, საერთოდ, ძალიან შემტკივა თბილისზე გული… ასე მგონია, რომ გალამაზების მაგივრად უკან მიდის.

მე კი ისევ ვფიქრობ ერთ დიდ  პარკზე ქალაქის შუაგულში, სადაც ზაფხულის ასეთ ცხელ დღეებს გავატარებდი.

central park NY

 

მაგრამ სანამ ჩემი ოცნება რეალობად იქცევა (ან სანამ New York-ში გადავბარგდები), თავს კოჯრის ტყეს შევაფარებ :D

Advertisements

9 thoughts on “summertime

  1. ჰაჰ :D
    “ძივჩონკი, ძივჩონკი” კარგი იყო.
    აუ ეგ პარკი მეც ისე მომწონს <3

    კარგია, რომ ეს პოსტი დამხვდა. მინდა სადმე ავორთქლდე ამ საშინლად ცხელი ზაფხულის დროს.

    • ამ სიცხეში, მგონი, თავისთავად ავორთქლდებით და წვიმად გადავიქცევით ყველანი ))))))))))))

  2. მთიან აჭარაზე ამბობენ ულამაზესიაო :)
    პარკი <3 მთლად ესეთი ცენტრალური თუ არა, ადამიანური პარკი ჰაერივით გვიჭირდება ქალაქში…

    • კი, მართლა ძალიან ლამაზი ბუნებაა.. სხვათა შორის, ავტოსტოპით წავედით და მძღოლებმა, რომლებიც სამეგრელოში მიდიოდნენ, ჩვენ გამო გზა გაიგრძელეს და გურიიდან აჭარაში მთით მიმავალი გზით გადაგვიყვანეს :)

  3. სერიოზულად განვიცდი, რომ თბილისში ნორმალური პარკი ა(ღა)რ არსებობს და ვცდილობ გავიხსენო ჩემს ბავშვობაში როგორ იყო… საცხოვრებელი ადგილის გამო, უმეტესად, მუშტაიდში დავდიოდი ხოლმე სანამ სოფელში წავიდოდი, არც ის ჰყვაოდა დიდად და კარგი ბინძური პარკი იყო ყოველთვის, მაგრამ კარუსელებს და სხვა ატრაქციონებს არაუშავდა.

    პოსტის თემას აშკარად გავცდი ლოლ
    არა, ეს ბიჭების ჯგრო რაღაც მუსულმანური ფენომენი მგონია მე და შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ ასე მეჩვენება, რომ მათი ქალები არიან ხოლმე დამალულები და კაცები კიდევ დადიან სადაც და როგორც უნდათ. პლუს აჭარაზე მუსულმანური სამყაროს გავლენას თუ გავიხსენებთ…

    კიდევ სხვა თემას მივადექი :დ ვსიო, სოფი, ძილის დრო გაქვს!

    და ბათუმში რა ხდება ამ მხრივ, ამაზე აღარ დაგიწერია, რამდენად და რით განსხვავდება ქობულეთისგან? ერთხელ ვარ იქ ნამყოფი, ისიც გვიან შემოდგომაზე 2008 წელს, ჩვენი საწყალი მცირე ომის შემდეგ და ვერაფრის ნახვა ვერ მოვახერხე.

    • თვითონ თბილისი არის აბსოლიტურად უჰაეროდ დარჩენილი, სოფი… შესახედადაც კი ისეთი დაუშნოებულია :(

      ბათუმს რაც შეეხება, ქობულეთთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა… მეტი დამსვენებელია და უფრო ჭრელი საზოგადოება. გასართობიც მეტია, თუმცა, ალბათ, აგვისტოში უფრო იქნება სეზონი ყველგან. ახლა არც ისე ბევრი ხალხი იყო…

      მუსულმანურ გავლენებს რაც შეეხება, ამაზე აქამდე არ მიფიქრია, თუმცა სამწუხაროდ მსგავსი პატრიარქალური სიტუაცია არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოშია :(

    • ძალიან ლამაზი ადგილებია და სინამდვილეში კიდევ უფრო შთამბეჭდავი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s