მოტოციკლეტისტის დღიურები

  ოღონდ ეს ჩე(მი),

ჩე(გევარა)სი აქ… 

შაბათს საღამოს მე და ნათია ლისზე წავედით. იმ დღეს კარგად გართობა და განტვირთვა მინდოდა, ცეკვა კი ამისთვის იდეალური საშუალებაა, თუმცა წინ თურმე სულ სხვა თავგადასავალი მელოდა…

ჰამაკში ვისხედით, როცა ჩემი ნაცნობი ბიჭი დავინახე. ნაცნობიც ცოტა ხმამაღალი სიტყვაა, სულ 2-ჯერ მყავდა ნანახი და ისიც 5-5 წუთით. ჩემთან ახლოს, პუფში იჯდა – მივესალმეთ ერთმანეთს და ვსო, მაგრამ თბილისი ხომ საერთო მეგობრების ქალაქია? ცოტა ხანში ნოზა მოვიდა და აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭს და მის ძმაკაცსაც იცნობდა.

საიდან? – ბაიკერები არიან და ნოზაც უკვე 1 წელია რაც შეუერთდა მათ რიგებს.

– ვიკატაოთ? – არ მახსოვს, ვინ თქვა პირველად, მაგრამ სულ მალე 3 მოტოციკლეტზე ამხედრებულებმა ჯერ თბილისში ვისეირნეთ, შემდეგ კი ჟინვალისკენ ავიღეთ გეზი sunrise-ს სანახავად :)

bike

თავიდან რომ ვახსენე ის “უბრალო ნაცნობი” ბიჭი უცბად ჩემს რაინდად იქცა (ყოველგვარი რომანტიკული ქვეტექსტის გარეშე)… არ ვიცი, საიდან მოვიდა ნდობა, რადგან ამ დროს შენი ერთადერთი იმედი (საკუთარი თავის გარდა) შენ წინ მჯდომი ადამიანია. ორ ბორბალზე (და ხანდახან ერთზეც) დიდი სისწრაფით მიქრიხარ და არაფერი გიცავს. მანქანაში და სხვა ტრანსპორტში, შენსა და გარესამყაროს შორის რაღაც კედლებია აღმართული, მოტოზე კი ყველაფერი გარშემო ტრიალებს – უფრო სწორად, შენ უკან რჩება :)

behind bike

ღმერთია მოწამე (!), არ მინდა ეს პოსტი ამოქექოს ვინმემ და თქვას, ნწნწნწ, საწყალს გული უგრძნობდაო, მაგრამ, შეუძლებელია, ამაზე არ იფიქრო, მით უმეტეს, როცა თითქმის პირველად ზიხარ ბაიკზე (თითქმის იმიტომ რომ, ადრეც ვმჯდარვარ, დაახლოებით 5-6 წლის წინ, მაგრამ ძალიან პატარა მანძილზე, ცარიელ გზაზე და ნაკლები სისწრაფით)… ანუ იმას ვგულისხმობ, რომ შეუძლებელია არ იფიქრო სიკვდილზე… რაღაც მომენტში მაინც. და ჩემი ფიქრი იყო ასეთი – ალბათ, ასე ბედნიერი კვდები-მეთქი… თუმცა მხოლოდ იმ წამიერ განცდას ვგულისხმობ და ისევ და ისევ ვიმეორებ, ჭკუა არ გადამტრიალებია, არ მინდა სიკვდილთან თამაში და არც არავის ვუსურვებ !

selfie in action

მხოლოდ ვცდილობ აგიხსნათ ჩემი ემოციები – თავისუფლების, სიცოცხლის, სიგიჟის, სიამოვნების… რაღაც მომენტში ბოლომდე ვდუნდებოდი, არაფერზე ვნერვიულობდი, სიჩქარეც მსიამოვნებდა და ვენდობოდი ჩემს რაინდს, რომელმაც ჟინვალის წყალსაცავთან, ძალიან ლამაზ და მშვიდ ადგილას წაგვიყვანა. იქ რამდენიმე საათი გავატარეთ, ბევრი ვიცინეთ, ცეცხლი დავანთეთ, ბიჭებმა იცურავეს კიდეც (და რადგან არც ციოდა და არც საჭმელი გვქონდა, იმ ცეცხლმა მხოლოდ და მხოლოდ მათი გაშრობის ფუნქცია შეასრულა)… უკანა გზაზე კი ეს სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ, ისიც ძალიან სასაცილოდ –  გზაზე მიმავალი მანქანა გავაჩერეთ (აბა იქ ფეხით მოსიარულე იშვიათად თუ გამოივლიდა :D )

ჟინვალზე

ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

Advertisements

8 thoughts on “მოტოციკლეტისტის დღიურები

  1. არასოდეს ვმჯდარვარ მოტოციკლზე, ადრე სასწაულად მინდოდა და ახლა ნაკლებად, მით უმეტეს, სიკვდილზე თუ ფიქრს დამაწყებინებს :ლოლ:

    შენი სათვალე კი როგორ მომწონს, ძალიან გიხდება და ნაწნავი კიდევ <3

    • მადლობა, სოფი ♡
      მეც ძალიან მინდოდა, ყოველთვის ვაყოლებდი ქუჩაში თვალს მოტოებს :D
      თუმცა ვაცნობიერებ რომ ძალიან საშიში ტრანსპორტია…

    • ჩაფხუტი ძაან ექსტრემალური იყო… მაინცდამაინც მე შემხვდა ყველაზე დაფეხვილი და წინ დამცავი შუშის გარეშე, მაგრამ გმირულად გავუძელი

  2. მეც ხშირად მხვდებოდნენ ლისიზე მოტოციკლეტებზე ამხედრებულები, თან სულ ერთი და იგივე სახეები და სავარაუდოდ შენ მათზე საუბრობ…))) ნაის ფილინგს :)

    • სოფი, ცოტა ხნით ფრაივითად მოვნიშნე… მალე დავბრუნდები ახალი პოსტებით და ამბებით ♡

      ტელეფონიდან კითხვა არ მიყვარს, მაგრამ გული ვერ მითმენს და შენს ბლოგს მაიმც ვსტუმრობ ხოლმე, უბრალოდ ვრცელ კომენტარებს ვერ გიტოვებ იმავე მიზეზის გამო. I’ll be back soon )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s