სასექტემბრო

 

შემოდგომა მშვიდობისა :)

1 თვე გავიდა ჩემი ბოლო პოსტიდან და ოჰ, ამ 1 თვეში ჩემს თავს იმდენი რამ მოხდა… რასაც მერე მოგიყვებით.

გუშინ კი უცნაური სიზმარი ვნახე, ვითომ ისევ რუმინეთში ვიყავი, მაგრამ უკვე საქართველოში წამოსვლის დრო იყო, ვჩქარობდი, მატარებელზე მაგვიანდებოდა, ტაქსისთვის ფული არ მყოფნიდა და ყველა ჩემს ფეხსაცმელს ძირი ჰქონდა გამძვრალი :D მოკლედ, ჩემი ქვეცნობიერი ყველანაირად ცდილობდი იქ დავეტოვებინე.

მენატრება EVS – პირველ რიგში, მენატრება ჩემი თავი ისეთი, როგორიც იქ ვიყავი. ჩემი ცხოვრების სტილი, ბევრი მოგზაურობა ან თუნდაც ძალიან ბევრი შოკოლადის ჭამა. მენატრებიან გოგოები და ჩვენი სახლი, დილები და უფრო მეტად საღამოები, როცა სამზარეულოში ერთად შევიყრებოდით. ნეტავ ოდესმე ისევ თუ გავერთიანდებით ექვსივე? მენატრებიან სხვა მოხალისეები, რომელთაც დავუმეგობრდი იქ ყოფნის განმავლობაში ან არც დავუმეგობრდი, მაგრამ “იქ” და “მაშინ” ერთად ვიყავით და გვიხაროდა.

სევდისთვის და მოსაწყენად დრო არ მრჩება, თუმცა ხანდახან კი შემომაწვება ხოლმე სასიამოვნო ნოსტალგია და, ალბათ, ეს სიზმარიც ზუსტად მაგიტომ დამესიზმრა. მაგრამ რეალური ცხოვრება გრძელდება, წინ მიდის… იმ დღეს დედაჩემმა ფეხებზე გადამისვა ხელი და ჩაილაპარაკა, როგორ გაიზარდეო. სიგრძე-სიმაღლეს არ გულისხმობდა, რა თქმა უნდა – ნუთუ ეს იყო მომენტი, როცა მშობელი აცნობიერებს რომ მისი შვილი ბავშვი აღარ არის? როგორც ჩანს, დედაჩემმა ეს აზრი მალევე უკუაგდო, რადგან გუშინ ღამით ისევ რამდენჯერმე დამირეკა, სახლში დროზე მოდიო.

მე მგონი, პატარაობაში კიდევ უფრო მარტივი იყო ეზოში დასარჩენად 5 წუთის გამოტყუება, ვიდრე ახლა… მოკლედ, მძიმე თემაა, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად მშობლების დადანაშაულება სისულელე იქნება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩემზეა (ჩვენზე) დამოკიდებული, მაგრამ ვიხანგრძლივებ იმ პატარ-პატარა კომფორტებს, რომელსაც ისინი მიქმნიან და ვიმიზეზებ, რომ “აი, მაგალითად, ახლა მაგისტრატურაზე ჩავაბარე და მოდი, შევხედავ კიდევ ცოტა ხანს”… თუმცა, ზუსტად ვიცი, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

მალე ყველაფერი შეიცვლება :)

Advertisements

2 thoughts on “სასექტემბრო

  1. მე, როგორც მშობელი, გეტყვი რაღაცას და არ გეწყინოს :დ რამხელაც არ უნდა იყო, დედისთვის მაინც ისევ ის ხელებ და ფეხებსავსავა არსება იქნები, რომელიც დიდი ტკივილით გააჩინა, მერე ღამეები ათენა, დაიქანცა და ბოლოს, ბუნებრივია, რომ ანგარიშის გაწევას ელოდება.

    ენივეი.
    იმის თქმა მინდა, ადექი და სანამ თვითონ დაგირეკავს, შენ დაუმესიჯე, ან დაურეკე და უთხარი, რომ სულ ცოტას დააგვიანებ. ან დაგვიანებამდე დაურეკე და უთხარი რამე თბილი, მერე თუ დააგვიანებ და რამე, ნაკლებად იქნება გაბრაზებული :დ

    ბუნებრივია, მე არ ვიცი ზუსტი სიტუაცია და არც თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ყველა დედამ უნდა იცოდეს, სად არის მისი შვილი ღამით. აი, გახდები შენ თვითონ და ნახავ :პ

    • დედაჩემს არასოდეს დასჭირვებია იმაზე ნერვიულობა, თუ სად ვარ… იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, თუ ტელეფონი მიჯდება, წინასწარ ვაფრთხილებ ხოლმე ამის შესახებ და იმ ნომერსაც ვაძლევს, სადაც შეუძლია მეხმიანოს… მოკლედ, აქ სულ სხვა ამბავია :) თორემ ის მესმის, რომ მშობელი შვილზე ყველა ასაკში იზრუნებს და ინერვიულებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s