feeling Lolita

 For never was a story of more woe than this of Juliet and her Romeo.

რამდენიმე დღის წინ SATC-ის ორივე ფილმს ვუყურე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძველ მეგობრებს შევხვდი. არადა, ხანდახან მე თვითონ მიკვირს, როგორ შეიძლება ერთნაირად მიყვარდეს ეს 40 წლის ნიუ იორკელი ქალები და პიტერ პენი ნევერლენდიდან ?

ამაზე გამახსენდა – გიო მეუბნება ხოლმე, თან ძალიან საყვარელი ხარ, თან ძალიან სექსუალურიო… ანუ, დაახლოებით ასეთი? :D

lolita

ლოლიტა და კონკრეტულად ეს ლოლიტა ძალიან მიყვარს – ადრე პოსტიც დავწერე და დღემდე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი სასიყვარულო ისტორიაა (მაგრამ პოსტის წანამძღვარში შექსპირი სულ სხვა რამეს გვიმტკიცებს). ბევრი შეიძლება იმაზეც კი მეკამათოს, რომ სიყვარული “ლოლიტაში” საერთოდ არ არის. მოდით, დავუტოვოთ ამ გრძნობას სუბიექტურად აღქმადობის უფლება.

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როდესაც მეგონა, რომ მუცლის სიახლოვეს ჩამოფრენილი ყოველი პეპელა სიყვარულის მომტანი იყო, იყო პერიოდები, როდესაც მეგონა, რომ არ არსებობს არანაირი სიყვარული, იყო პერიოდები, როდესაც მეგონა, რომ არსებობს, მაგრამ მე არ შემიძლია… მოკლედ, ბევრი პერიოდი იყო და ახლაც, ალბათ, ერთ-ერთი მათგანი მიდგას :)

Advertisements

6 thoughts on “feeling Lolita

  1. სიყვარული არსებობს, ამაში დავრწმუნდი, მაგრამ ჩვენი attitude მის მიმართ სხვადასხვაა განწყობის მიხედვით ალბათ :)

    • კი, ნამდვილად ასეა… მეც ვფიქრობ რომ არსებობს და ძალიან მინდა ამაში ეჭვი აღარასოდეს შემეპაროს :)

  2. მე ვზივარ, ხანაც ვდგავარ და გაოცებული ვარ, მართლა რამ შეგაყვარა(თ) ეს ნიუ იორკელი ქალები ამდენ ხალხს? ზოგმა ზეპირად იცის კერის მონოლოგები და ისეთ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს დაგიხატავს, გეგონება რაღაც დიად წიგნზე იყოს საუბარი. რა ვქნა, აი, ერთი სერია მაქვს მგონი ნანახი ჩემი მეგობრის ხათრით და ვერაფრით მომხიბლა. Move over, old crazy fashion victim ladies from over the ocean! :-P

    • წიგნმა, სხვათა შორის, მეც იმედები გამიცრუა… მაგრამ სერიალი ძალიან მიყვარს იმის მიუხედავად, რომ მათგან ასაკითაც და კილომეტრებითაც ძალიან შორს ვარ,)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s