Magyarország

სამშაბათს 11 დღით ბუდაპეშტში მივემგზავრები. ერთი სული მაქვს, თვითმფრინავში როდის ჩავჯდები და ცაში ავფრინდები. ზუსტად მაგ მომენტიდან იწყება ახალი თავგადასავალი. მახსოვს ჩემი პირველი ფრენა – მაშინაც მარტო წავედი ბერლინში, მინსკის გავლით.

თვითმფრინავში გვერდზე დაბნეული ბიჭი მეჯდა, ალბათ, ისიც პირველად მგზავრობდა. ვგიჟდები აფრენის მომენტზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტათი ტურბულენტურ ზონაში მოხვედრაც მიყვარს ხოლმე – ამ დროს კარგად შეიგრძნობ რომ ცაში ხარ გამოკიდებული :D

wizzair

ამჯერად ქუთაისის, უფრო სწორად კოპიტნარის აეროპორტიდან მივფრინავ – უკვე 10 დღეა, რაც wizzair-მა ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი რეისები დანიშნა. ბილეთი ზაფხულშივე ვიყიდე, აი ვიზა კი 3 დღის წინ ავიღე. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და სხვა აღარც არაფერი მაღელვებს.

პირველ რიგში მიხარია ის, რომ ვნახავ ჰარიეტს – ადამიანს, რომელთან ერთადაც 8 თვე ვიცხოვრე რუმინეთში და რომელიც ძალიან შემიყვარდა. ყოფილა ისეთი მომენტები, როცა დახმარება მჭირდებოდა და ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ხანდახან დედასაც ვეძახდი. ძალიან მზრუნველი და ორგანიზებულია, ადამიანებზე მეტად კი კატები უყვარს, თუმცა ახლობელ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ :D

Heni and me

ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ საერთო ინტერესებიც გვაქვს – მაგალითად, walking dead, რომლის ახალი სეზონიც ხვალ იწყება და, შესაბამისად, ნაწილობრივ მაინც აღდგება ჩვენი ტრადიცია, როცა ყოველ ორშაბათს სერიებს ერთად ვუყურებდით ხოლმე (უბრალოდ ახლა სუზანის გარეშე).

ჰენის გარდა ჩემს პროექტში კიდევ 2 უნგრელი გოგო იყო – ჟუჟი ინგლისშია, დორა კი ბუდაპეშტში არ ცხოვრობს და ჩამოსვლასაც ვერ მოახერხებს, რადგან ფეხი მოიტეხა. სამაგიეროდ, შეიძლება, ჩემმა სხვა მეგობრებმა ჩამომაკითხონ მეზობელი ქვეყნებიდან. ზუსტად არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, რომ ყველა მათგანმა თვითონ გამოთქვა ამის სურვილი და ინიციატივა.

budapest

ბუდაპეშტის გარდა, ვენაც უნდა მოვინახულო, რომელიც სულ რაღაც 3 საათის სავალზეა. თუ დრო დამრჩა იქნებ ბრატისლავაშიც ჩავიდე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დაგეგმილი და გაწერილი მაქვს ყველაფერი, თუმცა ვფიქრობ 11 დღე არც ისე ცოტა დროა იმისთვის, რომ ქალაქი კარგად დაათვალიერო. მე მუზეუმებში სიარული დიდად არ მიყვარს, უფრო მეტად ქუჩებში ხეტიალი და ადამიანებთან ურთიერთობა მაინტერესებს.

ახლა მხოლოდ დღეებსღა ვითვლი გაფრენამდე, თუმცა ჯერ ბარგი არ ჩამილაგებია :D ვეცდები მოგზაურობის ჩანაწერებით ცოტათი გამოვაცოცხლო ბლოგი, რომელსაც ბოლო დროს აშკარად დაეტყო ჩემი პესიმისტური განწყობა, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდხანს არ გაგრძელებულა. ამის საშუალებას თვითონ ცხოვრება არ მაძლევს და ძალიან მიხარია.

სიამოვნებით მოვისმენ თქვენს რჩევებს & შთაბეჭდილებებს, თუ ნამყოფები ხართ ბუდაპეშტში ან ვენაში.

Advertisements

4 thoughts on “Magyarország

  1. ოხ, თამთა, რა კარგი პოსტია და როგორი ხალისიანი. შენ მოგზაურობისთვის ხარ დაბადებული. გამიხარდა, რომ წახვედი. იმედია, კარგ დროს ატარებ და კმაყოფილი ხარ.
    ოდესმე მეც გამომიარე გერმანიაში, რა იქნება?

    სასწაულად ველოდები მომდევნო პოსტებსა და შენს ბუდაპეშტურ შთაბეჭდილებებს.

    • ოჰ, სოფი, როგორ მიყვარს ხოლმე შენი კომენტარი რომ მხვდება ♡

      მთელი ჩემო მოგზაურობის განმავლობაში note-ებს ვინიშნავდი ტელეფონში და თბილისში ჩავალ თუ არა პოსტებად ვაქცევ… იმ დროისთვის, იმედია, შენს ბლოგზეც დამხვდება სიახლეები.

      გერმანიაში კი ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრები… :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s